ავტორი:

"ჩვენ ვართ მთავარი!" - რას ჰყვება ქუთაისელი გოგონა, რომელიც ჰარვარდში 95%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა?

"ჩვენ ვართ მთავარი!" - რას ჰყვება ქუთაისელი გოგონა, რომელიც ჰარვარდში 95%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა?

"ყველაფერს რასაც მივაღწევ, ჩემს სახლთან იქნება დაკავშირებული! არ უნდა გავჩერდეთ - ახალგზარდებშია დიდი ძალა, ყოველთვის ასე იყო! დემოკრატიის მთელი არსიც ის არის, რომ ხალხმა აკონტროლოს სიტუაცია ქვეყანაში - ჩვენ ვართ მთავარი!" - ამბობს ანასტასია ლელაძე პლატფორმასთან "შინ მომავლისთვის".

ანასტასია ის ქუთაისელი გოგონაა, რომლის ვიდეომაც წლების წინ სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა - გახსოვთ ალბათ, ის ემოცია, როდესაც 17 წლის გოგონას ჰარვარდში ჩარიცხვის წერილი მოუვიდა. ის ჰარვარდში 95%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

დღეს ანასტასია ბოსტონში ცხოვრობს და ჰარვარდის უნივერსიტეტში, პოლიტიკის ფაკულტეტზე სწავლობს. საქართველოს საშობაო არდადეგებზე ესტუმრა.

"ასეთი ჟინი მქონდა ყოველთვის და ახლაც ასე ვარ, რასაც არ უნდა მივაღწიო, თუ ეს სახლს არ დავუკავშირე, კმაყოფილი ვერასდროს ვიქნები", ამბობს ანასტასია.