ავტორი:

"ბირთვული თავდასხმის წყალქვეშა დრონი" - გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი იარაღი გამოცადა: რას აცხადებენ ფხენიანში

"ბირთვული თავდასხმის წყალქვეშა დრონი" - გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი იარაღი გამოცადა: რას აცხადებენ ფხენიანში

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ წყალქვეშა ბირთვული თავდასხმის დრონი გამოცადეს. როგორც ადგილობრივი, სახელმწიფო მედია აცხადებს, ეს არის საპასუხო ნაბიჯი, რომელიც მოჰყვა აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივ წვრთნებს.

ჩრდილოეთ კორეა ამ სამ ქვეყანას რეგიონში დაძაბულობის გამწვავებაში ადანაშაულებს.

სავარაუდო ბირთვული თავდასხმის დრონი არის ერთ-ერთი, იარაღის სისტემის ფართო სპექტრს შორის, რომელსაც მსოფლიოს აჩვენებს კიმ ჩენ ინი, როგორც ბირთვული არსენალის გაფართოების მაგალითს.

ცნობისთვის, ბოლო კვირებია რაც ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის ვითარება განსაკუთრებით გამწვავებულია.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის ორი კუნძულის მიმართულებით 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლა. შემთხვევის შემდეგ, სამხრეთ კორეამ კუნძულის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა - ინფორმაცია სეულის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.

"ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა დღეს 09:00 საათიდან 11:00 საათამდე (12:00 საათიდან 02:00 საათამდე) 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი ისროლეს ჯანგსან-გოტის რაიონებში, ბაენგიონგის ჩრდილოეთ ნაწილში და ჩრდილოეთ იონპიონგის რაიონებში“, - განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე.