ავტორი:

"რატომ არ შემეძლო მორფის გარეშე ცხოვრება?.." - "დრაკონების დედის" რთული გზა წარმატებამდე, ბულინგი და მძიმე დიაგნოზი Game of Thrones-ის გადაღებებისას: როგორია ემილია კლარკის კადრს მიღმა ცხოვრება?

"რატომ არ შემეძლო მორფის გარეშე ცხოვრება?.." -  "დრაკონების დედის" რთული გზა წარმატებამდე, ბულინგი და მძიმე დიაგნოზი Game of Thrones-ის გადაღებებისას: როგორია  ემილია კლარკის კადრს მიღმა ცხოვრება?

ემილია კლარკი ცნობილი ბრიტანელი თეატრისა და კინოს მსახიობია. მსოფლიო პოპულარობა მას შემდეგ ეწვია, რაც ლეგენდარულ სერიალში "სამეფო კარის თამაშები" დეინერის როლი ითამაშა. ქერათმიანი ხალესის იმიჯი ხსნა აღმოჩნდა გოგონასთვის, რომელიც სამსახიობო კარიერაზე ოცნებობდა. იქამდე კი იძულებული იყო ემუშავა მიმტანად და ქოლცენტრის ოპერატორადაც კი. ფილმის გამოსვლის შემდეგ ემილია გახდა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი და ყველაზე სასურველი ქალი მსოფლიოში.

ბავშვობა და ახალგაზრდობა

ემილია კლარკი (სრული სახელი Emilia Isobel Euphemia Rose Clarke) დაიბადა ხმაურიან ლონდონში 1986 წლის 23 ოქტომბერს. მართალია, მომავალი ვარსკვლავის ბავშვობამ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქიდან შორს გაიარა, ის დღესაც სითბოთი იხსენებს იმ წლებს.

ბავშვობაში ემილიას უყვარდა ლამაზი კაბების ჩაცმა და გამუდმებით სარკის წინ ტრიალებდა. ცხოვრობდა ჩვეულებრივ ოჯახში, მამა უბრალო მუშა იყო, დედა კი პატარა კომპანიის თანამშრომელი. მოგვიანებით მშობლებმა წარმატებას მიაღწიეს ცხოვრებაში. დედა ბიზნესმენი გახდა და მამა კი თეატრში ხმის ინჟინერი. ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ემილიას თეატრი განსაკუთრებულად უყვარდა, სხვაზე არაფერზე ოცნებობდა გარდა მსახიობობისა.

სკოლაში დასცინოდნენ გოგონას გამორჩეული გარეგნობის გამო. განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ მისი წარბების უჩვეულო ფორმას, რომელიც ინდური ფესვების გამო ჰქონდა. კომპლექსებმა ხელი არ შეუშალა ემილიას ოცნების ასრულებაში და სასწავლებლად ლონდონის დრამატულ ცენტრში მივიდა. სწორედ იქ დაიწყო თავისი კარიერა მსოფლიო კინოს ბევრმა ვარსკვლავმა. მალე კლარკი მთელი თეატრის დასის საყვარელ მსახიობად იქცა. აძლევდნენ წამყვან როლებს, რეჟისორები იბრძოდნენ მისთვის, რათა სპექტაკლში მიეწვიათ. სატალევიზიო დებიუტი 2009 წელს ჰქონდა, მაგრამ წარუმატებლად. ამის შემდეგ მსახიობმა ჰოლივუდის დაპყრობა გადაწყვიტა და ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად.

აშშ-ში ცხოვრება ადვილი არ აღმოჩნდა. კინოში შეღწევა შეუძლებელი იყო, მაგრამ როგორმე უნდა ეცხოვრა. ამისთვის მსახიობმა ბევრი სამსახური გამოიცვალა. მუშაობდა მიმტანად, ქოლცენტრის ოპერატორად, რათა ბინისა და აგენტის მომსახურების თანხა გადაეხადა, რომელიც აქტიურად ეძებდა მისთვის როლებს. ერთ დღეს გოგონას იღბალმა გაუღიმა. აგენტმა დაურეკა და უთხრა, სასწრაფოდ მოსულიყო გასაუბრებაზე. პროდიუსერებს ძალიან მოეწონათ ემილია. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარეგნობა ნამდვილად არ აკმაყოფილებდა როლის საჭიროებებს, მაინც აიყვანეს. ასე გახდა უცნობი ბრიტანელი მსახიობი დეინერის ტარგარიენი.

Game of Thrones-ის გადაღებების დროს ემილია კლარკი კინაღამ მოკვდა

გოგონა ყავისფერთმიანი იყო და იმისთვის, რომ იდეალური თმის ფერი ეპოვათ, თითქმის ათეული პარიკი შექმნეს, საბოლოოდ ვერცხლისფერი შეირჩა. დაიწყო გადაღებები... პირველი სეზონის შემდეგ, კლარკი პოპულარობის პიკში აღმოჩნდა. იგი ბევრს მუშაობდა, როლის გულისთვის მუდმივად სპორტდარბაზში იყო. მოულოდნელად ემილიას საშინელი თავის ტკივილები დაეწყო, რაც სერიალის მეორე სეზონის გადაღებისას უბრალოდ აუტანელი გახდა. მსახიობი, რომელიც ყოველთვის მოთმინებით ესაუბრებოდა ჟურნალისტებს და ტკბილად უღიმოდა თაყვანისმცემლებს, მორფის გარეშე ვეღარ ცხოვრობდა - მხოლოდ მას შეეძლო თავის ტკივილის მოხსნა.

გამოკვლევის შემდეგ ემილიამ გაიგო, რომ ტვინში ანევრიზმა გაუსკდა და სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. მსახიობს არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა, თან ზუსტად მაშინ, როდესაც მისმა სამსახიობო ოცნებებმა ასრულება დაიწყო. კლარკი ოპერაციაზე უარს ამბობდა, მაგრამ ექიმები დაჟინებით ითხოვდნენ. ოპერაცია, რომლის შემდეგაც პაციენტების მესამედი არ გადარჩენილა, სამ საათს გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ემილიამ გამოჯანმრთელება დაიწყო, აღმოაჩინა, რომ პრობლემები ჰქონდა მხედველობასთან, მეხსიერებასთან და მეტყველებასთან დაკავშირებით. Game of Thrones-ის ვარსკვლავი სასოწარკვეთილი იყო, მაგრამ არ სურდა დაეტოვებინა ის, რაც მისთვის ძალიან ძვირფასი იყო. მსახიობმა რეაბილიტაციის რთული გზა გაიარა და დიდი რისკის მიუხედავად, უარი თქვა სასწრაფოდ მეორე ოპერაციის გაკეთებაზე, რასაც ასევე ქირურგები დაჟინებით მოითხოვდნენ.

"დრაკონების დედა" მესამე სეზონის გადაღების შემდეგ ისევ საავადმყოფოში წავიდა და ექიმები გაოგნებულები იყვნენ იმ ამბით, რომ ანევრიზმა ორჯერ გაიზარდა და სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ოპერაციის შემდეგ კლარკს საშინელი თავის ტკივილით გაეღვიძა - აღმოჩნდა, რომ ბედნიერი დასასრული ჯერ კიდევ შორს იყო და საჭირო იყო კიდევ ერთი ოპერაცია. მისთვის აუცილებელი გახდა სპეციალური ტიტანის ფირფიტის ჩასმა. გამოჯანმრთელება ხანგრძლივი და რთული იყო. ემილია თავს ისე ცუდად გრძნობდა, რომ დარწმუნებული იყო ვეღარ გადარჩებოდა. მიუხედავად ყველა სირთულისა, მან მოახერხა გადარჩენა და მსახიობმა გადაწყვიტა, რომ ახლა ვალდებული იყო დახმარებოდა მათ, ვისაც მსგავსი პრობლემები ჰქონდა. შექმნა საქველმოქმედო ფონდი SameYou, რომელიც ეხმარება ადამიანებს ინსულტისა და ტვინის დაზიანების შემდეგ რეაბილიტაციაში.

პირადი ცხოვრება

კინოდებიუტის შემდეგ, მსახიობმა რომანი ჰოლივუდის ცნობილ რეჟისორ და ანიმატორ სეტ მაკფარლეინთან გააბა. რომანი ხანმოკლე იყო. მათი დაშლის შემდეგ, პრესაში დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები ემილიას რომანის შესახებ მის კოლეგასთან კიტ ჰარინგტონთან, რომელიც ცნობილია ჯონ სნოუს როლით. მათ ხშირად ნახულობდნენ ერთად და არავის სჯეროდა, რომ ისინი უბრალოდ მეგობრები იყვნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ კიტს სხვა მსახიობთან ჰქონდა რომანი.

ემილია ძალიან ფრთხილად მალავდა თავის პირად ცხოვრებას. 2018 წელს ცნობილი გახდა, რომ მსახიობის რჩეული იყო რეჟისორი ჩარლი მაკდაუელი, მსახიობ მალკოლმ მაკდაუელის ვაჟი. ეს რომანიც წელიწადზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. სამი წლის შემდეგ, მედია წერდა, რომ კლარკი სერიალ Doctor Who-ს ვარსკვლავ მეტ სმიტზე იყო შეყვარებული, მაგრამ პაპარაცებმა ქალი რეჟისორის ასისტენტ ტომ ტერნერთან პაემანზე გადაიღეს. როგორც ჩანს, მსახიობის გულის მოგება ვერავინ შეძლო და ახლა ის მარტოა ან ძველებურად მალავს პირად ცხოვრებას.

ინტიმური სცენების შიში

Game of Thrones-ში სექუალური სცენები დიდი პოპულარობით სარგებლობდა გულშემატკივრებში. თუმცა ცოტამ თუ იცის, რამდენად მძიმე იყო თითოეული ეპიზოდი ემილიასთვის. როდესაც დრაკონების დედის როლზე დაამტკიცეს, სცენარის გულდასმით წაკითხვით არ შეწუხებულა, რადგან ძალიან ბედნიერი იყო. მოგვიანებით ეროტიკული სცენების სიმრავლემ ძალიან შეაშინა, მაგრამ უარის თქმა შეუძლებელი იყო. მოგვიანებით ემილია ამბობდა, რომ ყოველი ასეთი სცენის შემდეგ დიდხანს ტიროდა ტუალეტში, შემდეგ მოწესრიგდებოდა და გადასაღებ მოედანს უბრუნდებოდა. მას დღემდე ბუნდოვნად ახსოვს ყველაფერი და არ იცის, როგორ აკეთებდა ამას.

მსახიობი დღეს ყველაფერს თავის ახალგაზრდობასა და გამოუცდელობას აბრალებს. ამბობს, რომ უფრო ყურადღებით ეკიდება როლებს და კითხულობს სცენარებს, რასაც სთავაზობენ. კლარკი ამბობს, რომ ძალიან ეხმარებოდა პარტნიორი ჯეისონ მომოა, რომელიც სერიალში ხალ დროგოს თამაშობდა. ის ძალიან ყურადღებიანი, კეთილი და მგრძნობიარე იყო.

მომოა და კლარკი დღემდე მეგობრებად რჩებიან. ცოტა ხსნის წინ, ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე მსახიობმა ხუმრობით დაწერა: „როცა შენი მზე და ვარსკვლავები ისევ შენთან არიან, უნდა შეამოწმო, შეგიძლია თუ არა ხალესის აწევა?“ - ჯეისონმა პოსტზე გულებით უპასუხა და დაწერა - "მიყვარხარ სამუდამოდ, ჩემი ცხოვრების მთვარე".

სად არის დღეს დრაკონების დედა?

ემილია აგრძელებს თეატრში თამაშს და ფილმებში გადაღებას. ის პერიოდულად მონაწილეობს სხვადასხვა ფესტივალებში. მსახიობი გახდა „მარველის“ სამყაროს გმირი და პირველი ელჩი Clinique ბრენდის ისტორიაში. 2023 წლის შემოდგომაზე გამოვიდა ახალი რომანტიკული კომედია მისი მონაწილეობით.

ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ემილია კლარკი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მეთაური გახდა. მას ეს მაღალი წოდება საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნისთვის მიენიჭა, რომელიც ხალხს ეხმარება.