პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ხატზე ჩვენ არ ვართ... ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ხატზე გამოსახულ მანდილოსანს - ყავისფერი, მე 10 წელია მელოტი ვარ, ეგეთი თმა მაქვს?" - დავით თარხან-მოურავი
"ამ ხატზე ჩვენ არ ვართ... ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ხატზე გამოსახულ მანდილოსანს - ყავისფერი, მე 10 წელია მელოტი ვარ, ეგეთი თმა მაქვს?" - დავით თარხან-მოურავი

და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი უარ­ყოფს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მატ­რო­ნას ხა­ტის ერთ-ერთ ფრაგ­მენტზე ის და ირმა ინაშ­ვი­ლი არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლი.

თარ­ხან-მო­უ­რა­ვის თქმით, ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ქა­ლის და მა­მა­კა­ცის ვი­ზუ­ა­ლი მისი და ირმა ინაშ­ვი­ლის ვი­ზუ­ა­ლის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

"მე და­ვაკ­ვირ­დი ხატ­ზე გა­მო­სა­ხულ მან­დი­ლო­სანს, ირმა ინაშ­ვილს შავი თმა აქვს, ამ მან­დი­ლო­სანს უფრო წი­თუ­რი-ყა­ვის­ფე­რი. თვა­ლე­ბი, სა­ხის მო­ხა­ზუ­ლო­ბა, ცხვი­რი - ნუ არ ვიცი... მგო­ნი სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რომ ეს არ არის ირმა ინაშ­ვი­ლი, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მი­ამ­სგავ­სებ იქ გა­მო­ხა­ტულ მან­დი­ლო­სანს ირმა ინაშ­ვილს, ვერც თვა­ლე­ბით, ვერც ცხვი­რით, ვერც სა­ხის მო­ხა­ზუ­ლო­ბით, თუ გსურთ, რომ გა­მო­ი­გო­ნოთ, ყვე­ლაფ­რის გა­მო­გო­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ეს არის მო­რი­გი ტყუ­ი­ლი, გა­ვაფ­რენ... ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლის ატა­ნა არ შე­მიძ­ლია... ამ ხატ­ზე ჩვენ არ ვართ. ხატი და­ი­წე­რა 2018 წელს და მე თმა არ მაქვს 10 წე­ლია, მე­ლო­ტი ვარ და შე­და­რე­ბის უნა­რი ხომ არ­სე­ბობს? მე ეგე­თი თმა მაქვს?", - ამ­ბობს და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უ­ბარ­ში.

ცნო­ბის­თვის, სოცქსელ­ში გუ­შინ გავ­რცელ­და შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის პოს­ტი, რო­მელ­საც თან ერ­თვო­და ფრაგ­მენ­ტი მატ­რო­ნას ხა­ტი­დან:

"რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ფაქ­ტე­ბის მალ­ვა, ხალ­ხო! აქ­ცი­ებს რომ ატა­რე­ბენ და ვი­ღა­ცე­ე­ბის დას­ჯას რო ითხო­ვენ, წმინ­და მატ­რო­ნას ხატ­ზე სტა­ლინ­თან შეხ­ვედ­რის სცე­ნის გარ­და ასე­ვე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი არი­ან ინაშ­ვი­ლი და თარ­ხან­მო­უ­რა­ვი. და­ჩო­ქი­ლე­ბი ლო­ცუ­ლო­ბენ და ევედ­რე­ბი­ან არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას. მარ­ცხე­ნა კუ­თხე­შია ეს. და­ი­წყეთ ეხლა, არ დაგ­ვი­ნა­ხავს, არ შეგ­ვი­ფა­სე­ბია, სა­ინ­ტე­რე­სოა, ვისი და­ვა­ლე­ბით შე­ი­ტა­ნა ეს ხატი ირ­მამ და თარ­ხა­ნამ სა­მე­ბა­ში. გე­კი­თხათ თა­ვის დრო­ზე სა­მე­ბა­ში მღვდლე­ბის­თვის და გე­ტყოდ­ნენ, ვინც დარ­თო ნე­ბარ­თვა. გა­მო­ვიდ­ნენ ახლა სა­პატ­რი­არ­ქო­დან და თქვან, ვისი და­ვა­ლე­ბით შე­ი­ტა­ნეს. თუ ასე არაა, მა­შინ რატო გა­და­მა­ლეს ხატი და რატო არ სცე­მენ პა­სუხს ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ ხალ­ხს, ვი­ღა­ცის დას­ჯას რო ითხო­ვენ, უთხრან მათ, ვისი ბრა­ლია და აღი­ა­რონ თა­ვად".

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერი
0

არადა ამას არაფრით არ იმსახურებენ

კახა
1

ფოსტის დამყაჩაღებელს რა უნდა ხატზე? გამოქვეყნეთ საქმე რომელიც გაასამართლეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ამ ხატზე ჩვენ არ ვართ... ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ხატზე გამოსახულ მანდილოსანს - ყავისფერი, მე 10 წელია მელოტი ვარ, ეგეთი თმა მაქვს?" - დავით თარხან-მოურავი

"ამ ხატზე ჩვენ არ ვართ... ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ხატზე გამოსახულ მანდილოსანს - ყავისფერი, მე 10 წელია მელოტი ვარ, ეგეთი თმა მაქვს?" - დავით თარხან-მოურავი

დავით თარხან-მოურავი უარყოფს საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მატრონას ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე ის და ირმა ინაშვილი არიან გამოსახული.

თარხან-მოურავის თქმით, ხატზე გამოსახული ქალის და მამაკაცის ვიზუალი მისი და ირმა ინაშვილის ვიზუალისგან სრულიად განსხვავებულია.

"მე დავაკვირდი ხატზე გამოსახულ მანდილოსანს, ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ამ მანდილოსანს უფრო წითური-ყავისფერი. თვალები, სახის მოხაზულობა, ცხვირი - ნუ არ ვიცი... მგონი სრულიად ნათელია, რომ ეს არ არის ირმა ინაშვილი, ვერანაირად ვერ მიამსგავსებ იქ გამოხატულ მანდილოსანს ირმა ინაშვილს, ვერც თვალებით, ვერც ცხვირით, ვერც სახის მოხაზულობით, თუ გსურთ, რომ გამოიგონოთ, ყველაფრის გამოგონება შეიძლება. ეს არის მორიგი ტყუილი, გავაფრენ... ამდენი ტყუილის ატანა არ შემიძლია... ამ ხატზე ჩვენ არ ვართ. ხატი დაიწერა 2018 წელს და მე თმა არ მაქვს 10 წელია, მელოტი ვარ და შედარების უნარი ხომ არსებობს? მე ეგეთი თმა მაქვს?", - ამბობს დავით თარხან-მოურავი "ტვ პირველთან" საუბარში.

ცნობისთვის, სოცქსელში გუშინ გავრცელდა შემდეგი შინაარსის პოსტი, რომელსაც თან ერთვოდა ფრაგმენტი მატრონას ხატიდან:

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ფაქტების მალვა, ხალხო! აქციებს რომ ატარებენ და ვიღაცეების დასჯას რო ითხოვენ, წმინდა მატრონას ხატზე სტალინთან შეხვედრის სცენის გარდა ასევე გამოსახულები არიან ინაშვილი და თარხანმოურავი. დაჩოქილები ლოცულობენ და ევედრებიან არჩევნებში გამარჯვებას. მარცხენა კუთხეშია ეს. დაიწყეთ ეხლა, არ დაგვინახავს, არ შეგვიფასებია, საინტერესოა, ვისი დავალებით შეიტანა ეს ხატი ირმამ და თარხანამ სამებაში. გეკითხათ თავის დროზე სამებაში მღვდლებისთვის და გეტყოდნენ, ვინც დართო ნებართვა. გამოვიდნენ ახლა საპატრიარქოდან და თქვან, ვისი დავალებით შეიტანეს. თუ ასე არაა, მაშინ რატო გადამალეს ხატი და რატო არ სცემენ პასუხს ქუჩაში გამოსულ ხალხს, ვიღაცის დასჯას რო ითხოვენ, უთხრან მათ, ვისი ბრალია და აღიარონ თავად".