პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორიგი "საშიში ექსპერიმენტი" - ჩრდილოეთ კორეამ "წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემის გამოცდა" ჩაატარა
მორიგი "საშიში ექსპერიმენტი" - ჩრდილოეთ კორეამ "წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემის გამოცდა" ჩაატარა

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ "წყალ­ქვე­შა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის სის­ტე­მის გა­მოც­და" ჩა­ა­ტა­რა - ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო მე­დია ავ­რცე­ლებს. ექ­სპე­რი­მენ­ტი მის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე ჩა­ტარ­და. სამ­ხრეთ კო­რე­ას და მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნებს მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

ჩრ. კო­რე­ის გან­ცხა­დე­ბით, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის სის­ტე­მის გა­მოც­და სამ­ხრეთ კო­რე­ის, ია­პო­ნი­ი­სა და აშშ-ის ერ­თობ­ლი­ვი წვრთნის სა­პა­სუ­ხოდ ჩა­ტარ­და.

ბოლო კვი­რებ­ში, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი გა­აძ­ლი­ე­რა, უფრო აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და კიმ ჩენ ინის პო­ლი­ტი­კაც - მან და­ას­რუ­ლა რამ­დე­ნი­მე შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

მი­სი­ვე თქმით, ჩრ. კო­რეა ავი­თა­რებს სამ­ხედ­რო არ­სე­ნალს ომის­თვის, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე შე­საძ­ლოა "ნე­ბის­მი­ერ დროს და­ი­წყოს". ამ კვი­რის და­სა­წყის­ში კიმ ჩენ ინმა გა­ნა­ცხა­და, რომ სამ­ხრეთ კო­რე­ას­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა დას­რულ­და.

  • 2023 წლის მარ­ტი­დან მან ასე­ვე მო­ი­თხო­ვა Haeil სის­ტე­მის ტეს­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც - უპი­ლო­ტო წყალ­ქვე­შა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღე­ბი. ჰე­ი­ლი კო­რე­უ­ლი­დან ნიშ­ნავს "ცუ­ნამს". ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი ამ ია­რა­ღის შე­სა­ხებ. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მე­დი­ის ცნო­ბით, მათ მტრის წყლებ­ში შეღ­წე­ვა და დიდი წყალ­ქვე­შა აფეთ­ქე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლი­ათ.

ძლი­ერ­დე­ბა ჩრ. კო­რე­ი­სა და რუ­სე­თის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაც. კიმ­მა გა­სულ წელს შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა რუ­სე­თის ლი­დერ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ სერ­გეი შო­ი­გუს­თან. ამ კვი­რა­ში მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრიც...წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩონგი
5

ჩრდილო-კორეას სადა ჰყავდა ფიზიკები და ქიმიკები! სულ რუსი მეცნიერებით მიაღწია რაც აქვს! ჩრდილო-კორეა წარმოადგენს დედამიწის ცივილიზაციის პროგრესის შემაკავებელი ფაქტორს, ან თუ მეტს გავა$რაკებთ დედამიწის მომსპობიც გახდება!!!!

ვექტორი
30

ჰამაზის 7 ოქტომბრის ტერორიზმის, ჰუსიტების თავდასხმების შემდეგ რუსეთი და ირანი დიდი ალბათობით ჩრდილო კორეიას მოაწყობინებენ რამე პროვოკაციას. პუტინი არ გაჩერდება. იცის ომი წაგებული აქვს. უკრაინის განადგურების მიზანი ვერ აისრულა, მოძებნის რამე უბედურებას. 

ავტორი:

მორიგი "საშიში ექსპერიმენტი" - ჩრდილოეთ კორეამ "წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემის გამოცდა" ჩაატარა

მორიგი "საშიში ექსპერიმენტი" - ჩრდილოეთ კორეამ "წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემის გამოცდა" ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ "წყალქვეშა ბირთვული იარაღის სისტემის გამოცდა" ჩაატარა - ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. ექსპერიმენტი მის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩატარდა. სამხრეთ კორეას და მოკავშირე ქვეყნებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჩრ. კორეის განცხადებით, ბირთვული იარაღის სისტემის გამოცდა სამხრეთ კორეის, იაპონიისა და აშშ-ის ერთობლივი წვრთნის საპასუხოდ ჩატარდა.

ბოლო კვირებში, ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო წვრთნები გააძლიერა, უფრო აგრესიული გახდა კიმ ჩენ ინის პოლიტიკაც - მან დაასრულა რამდენიმე შეთანხმება, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.

მისივე თქმით, ჩრ. კორეა ავითარებს სამხედრო არსენალს ომისთვის, რომელიც ნახევარკუნძულზე შესაძლოა "ნებისმიერ დროს დაიწყოს". ამ კვირის დასაწყისში კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეასთან გაერთიანების ყველა მცდელობა დასრულდა.

  • 2023 წლის მარტიდან მან ასევე მოითხოვა Haeil სისტემის ტესტების ჩატარებაც - უპილოტო წყალქვეშა ბირთვული იარაღები. ჰეილი კორეულიდან ნიშნავს "ცუნამს". ცოტა რამ არის ცნობილი ამ იარაღის შესახებ. ჩრდილოეთ კორეის მედიის ცნობით, მათ მტრის წყლებში შეღწევა და დიდი წყალქვეშა აფეთქების გამოწვევა შეუძლიათ.

ძლიერდება ჩრ. კორეისა და რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობაც. კიმმა გასულ წელს შეხვედრები გამართა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან. ამ კვირაში მოსკოვში იმყოფებოდა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრიც...წყარო