პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
Faceამბები
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი შვილი საკმაოდ ცნობილი პროდიუსერია... ჩემი მეუღლე სრულიად განსხვავებული პროფესიისაა, 52 წელია ერთად ვართ" - ცნობილი მსახიობის უცნობი ამბები: "გრიშა კაკაჩია" ბავშვობაზე, როლებსა და ოჯახზე
"ჩემი შვილი საკმაოდ ცნობილი პროდიუსერია... ჩემი მეუღლე სრულიად განსხვავებული პროფესიისაა, 52 წელია ერთად ვართ" - ცნობილი მსახიობის უცნობი ამბები: "გრიშა კაკაჩია" ბავშვობაზე, როლებსა და ოჯახზე

"ჩემი შვი­ლი დღემ­დე "გრი­შას" მე­ძა­ხის, ვერ გა­და­ეჩ­ვია", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი დათო კვირ­ცხა­ლია, რო­მე­ლიც 50 წე­ლია რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობს. "რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა", "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი", "ყვარ­ყვა­რე თუ­თა­ბე­რი", "იუ­ლი­უს კე­ი­სა­რი", "მეფე ლირი", "თორ­მე­ტი გან­რის­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი"... - ეს იმ სპექ­ტაკ­ლე­ბის არას­რუ­ლი სიაა, რო­მელ­შიც მსა­ხი­ობს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­უ­ღია...

- ბა­ტო­ნო დათო, რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის შობა-ახა­ლი წელი?

- ახალ წელს მთე­ლი მსოფ­ლიო ახა­ლი გეგ­მე­ბით და იმე­დით ეგე­ბე­ბა. ამ დღე­სას­წა­ულს თით­ქმის ყველ­გან ერ­თნა­ი­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ: ათასფრად მო­ციმ­ცი­მე ნაძ­ვის ხე­ე­ბი, სა­ზე­ი­მო გა­ნა­თე­ბე­ბი, თოვ­ლის პა­პე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი შობა-ახა­ლი წლის დღე­ებს ძა­ლი­ან ალა­მა­ზებს. ყვე­ლა ცდი­ლობს, დამ­დეგს გემ­რი­ე­ლად შეხ­ვდეს, ოჯახს ხვა­ვი და ბა­რა­ქა უსურ­ვოს. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც ზე­ი­მობს და აღ­ნიშ­ნავს, თუმ­ცა ჩვენ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბიც გვაქვს.

- იმას გუ­ლის­ხმობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­ბას და ახალ წელს ორ­ჯერ აღ­ნიშ­ნა­ვენ?

- ცხა­დია, ამა­საც ვგუ­ლის­ხმობ. უკვე ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ერთი დღე­სას­წა­უ­ლის ორ­ჯერ აღ­ნიშ­ვნა გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ არის. ეს მიდ­გო­მა არა­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ შეც­ვა­ლა და უმე­ტე­სო­ბა შო­ბას 25 დე­კემ­ბერს ზე­ი­მობს, ჩვენ ისევ ძვე­ლე­ბუ­რად... რაც თავი მახ­სოვს, ეს სა­კი­თხი სულ სა­კა­მა­თოა, ამი­ტომ ჩვე­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი უნდა დას­ხდნენ და ყვე­ლა­ფე­რი ობი­ექ­ტუ­რად გა­და­წყვი­ტონ.

- ეს ზე­ი­მი რო­გო­რი იყო თქვენს ბავ­შვო­ბა­ში?

- ყვე­ლა­ზე ტკბი­ლად 14 იან­ვა­რი, ანუ კა­ლან­და მახ­სენ­დე­ბა, რო­მელ­საც გუ­რუ­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნავ­დნენ. ბა­ბუ­ა­ჩე­მის ძმა ლან­ჩხუთ­ში ცხოვ­რობ­და. ბავ­შვებს ლა­მა­ზად გა­მოგ­ვა­წყობ­დნენ, ახალ ტან­საც­მელს ჩაგ­ვაც­მევ­დნენ და ლან­ჩხუთ­ში მივ­ყავ­დით, რომ კა­ლან­და აღგ­ვე­ნიშ­ნა. ჩვენ სამ­ტრე­დი­ა­ში ვცხოვ­რობ­დით და შობა-ახალ წელს სო­ფელ მა­რან­ში ვა­ტა­რებ­დით, რო­მე­ლიც იმე­რე­თის და სა­მეგ­რე­ლოს სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს. მა­რა­ნი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, კოხ­ტა სო­ფე­ლია, სა­დაც კვირ­ცხა­ლი­ე­ბიც ცხოვ­რო­ბენ, კო­ბა­ხი­ძე­ე­ბიც, ძი­ძი­გუ­რე­ბიც და სხვა გვა­რე­ბიც... ახა­ლი წლის მოს­ვლა ხომ მი­ხა­რო­და, მაგ­რამ კა­ლან­და ჩემს ბავ­შვო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე იყო: ამ დღეს ნა­თე­სა­ვე­ბი ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, მო­ვი­კი­თხავ­დით და შობა-ახალ წელს ვუ­ლო­ცავ­დით. სხვა­თა შო­რის, ჩვენს გვარს სა­ინ­ტე­რე­სო წარ­მო­მავ­ლო­ბა აქვს: ის კვი­რა­ცხოვ­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მარ­თა­ლია, მეგ­რუ­ლი გვა­რი ჰქონ­და, მაგ­რამ მა­მა­ჩემ­მა, აბე­სა­ლომ კვირ­ცხა­ლი­ამ მეგ­რუ­ლი სა­ერ­თოდ არ იცო­და. დედა მეგ­რე­ლი მყავ­და - ელე­ნე თო­ფუ­რია, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქალი იყო. მშობ­ლე­ბის მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ძა­ლი­ან ტკბი­ლი და ლა­მა­ზი ბავ­შვო­ბა მქონ­და. თუმ­ცა, პირ­ვე­ლად რომ ვთქვი, მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­და-მეთ­ქი, ლა­მის შე­ი­ცხა­დეს.

- რა­ტომ?

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ადრე ჩვენს ოჯახ­ში მსა­ხი­ო­ბი არა­ვინ ყო­ფი­ლა. ერ­თა­დერ­თი, ვინც მხარ­ში ამო­მიდ­გა და ჩემი არ­ჩე­ვა­ნი და­იც­ვა, ბი­ძა­ჩე­მი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გრი­შა კა­კა­ჩი­ას პრო­ტო­ტი­პი სწო­რედ ის გახ­და. ოთა­რი ბი­ძი­ას რომ უთხრეს, და­თოს თე­ატ­რა­ლურ­ზე უნდა ჩა­ბა­რე­ბაო, მე­გო­ნა, დამ­ტუქ­სავ­და, მაგ­რამ პი­რი­ქით მოხ­და - გა­მამ­ხნე­ვა, შე­მა­ქო... მა­მა­ჩე­მი ავი­ა­კონ­სტრუქ­ტო­რი იყო, 31-ე ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ იქ მო­ი­წამ­ლა, მუ­შა­ო­ბა ვე­ღარ შეძ­ლო და ამი­ტომ გა­და­ვე­დით სამ­ტრე­დი­ა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად. მერე დე­დას­თან ერ­თად, სკო­ლა­ში მუ­შა­ობ­და. მამა იმ­დე­ნად უყ­ვარ­და ყვე­ლას, რომ მა­რან­ში, მის დაკ­რძალ­ვა­ზე, ათას კაც­ზე მეტი ჩა­მო­ვი­და.

- სკო­ლაც ამ სო­ფელ­ში და­ამ­თავ­რეთ?

- არა, სო­ფელ­ში ჩემი ბე­ბია და ბა­ბუა ცხოვ­რობ­დნენ, ჩვენ სამ­ტრე­დი­ა­ში ვი­ყა­ვით, სა­ი­და­ნაც მა­რა­ნი 5 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. ეს გზა - სამ­ტრე­დი­ი­დან ჩემს სოფ­ლამ­დე, ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე ლა­მაზ მო­გო­ნე­ბად მრჩე­ბა...

საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, სცე­ნა­ზე 10 წლი­დან გა­მოვ­დი­ო­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლი მოს­წავ­ლე გახ­ლდით. ძა­ლი­ან ადრე მივ­ხვდი, რას ნიშ­ნავს, როცა სცე­ნი­დან კუ­ლი­სებ­ში გა­დი­ხარ და მა­ყუ­რე­ბე­ლი ტაშს გიკ­რავს. მსა­ხი­ო­ბო­ბაც სწო­რედ ამან გა­და­მა­წყვე­ტი­ნა. იმის გამო, რომ სცე­ნა­ზე ხში­რად ვი­დე­ქი, პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით ვსარ­გებ­ლობ­დი: ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ცელქ და ონა­ვარ ბავ­შვებს თმას გა­და­პარ­სავ­დნენ ხოლ­მე, ეს დას­ჯის ერთ-ერთი ხერ­ხი იყო. ბი­ჭე­ბი, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ზე ცელ­ქე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ჩემ­თვის ხე­ლის ხლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და: ქო­ჩო­რი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მქო­ნო­და. და­ახ­ლო­ე­ბით 11 წლის ვი­ყა­ვი, სამ­ტრე­დი­ა­ში "ცე­კას" მა­შინ­დე­ლი მდი­ვა­ნი - ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძე რომ ჩა­მო­ვი­და. მან ჩემ­თან ფო­ტო­სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა მო­ინ­დო­მა, გა­დაგ­ვი­ღეს და მერე ეს ფოტო თით­ქმის ყვე­ლა გა­ზეთ­ში და­ი­ბეჭ­და. გა­ვი­და წლე­ბი, სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და 1967 წელს, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე, მა­შინ მხო­ლოდ 17 წლი­სა ვი­ყა­ვი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, გა­მარ­თლე­ბა იყო ეს თუ თქვე­ნი ნი­ჭის გამო მი­გი­ღეს?

- მე სულ ვამ­ბობ, რომ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის 50 პრო­ცენ­ტი გა­მარ­თლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ისიც ფაქ­ტია, რომ თე­ატ­რა­ლურ­ში უნი­ჭო კაცი ვერ მოხ­ვდე­ბა. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი პა­რა­მეტ­რია, რომ­ლის გა­რე­შეც იქ არ მი­გი­ღე­ბენ: ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, სმე­ნა, გა­რეგ­ნო­ბა... ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან. თა­ნაც, მე რომ ვა­ბა­რებ­დი, თით­ქმის ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვი­ღა­ცის შვი­ლი ან ახ­ლო­ბე­ლი იყო. კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე აკა­კი ხო­რა­ვა გახ­ლდათ, ხოლო სულმნა­თი გიზო ჟორ­და­ნია - ერთ-ერთი წევ­რი. სწო­რედ მან მო­მაქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, რად­გან იმ წელს ჯგუ­ფი აჰ­ყავ­და. იქვე იყო გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ლე­ი­ლა კა­პა­ნა­ძე, რო­მელ­მაც ჩუ­მად მი­თხრა: "ახალ­გაზ­რდა, თქვენ ძა­ლი­ან კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვეთ, მაგ­რამ თუ და­მი­ჯე­რებთ და მომ­დევ­ნო გა­მოც­და­ზე სხვა იგავ-არაკს წა­ი­კი­თხავთ, უკე­თე­სი შე­დე­გი გექ­ნე­ბა­თო. მეც, და­ვუ­ჯე­რე და პირ­ველ წელსვე ჩა­ვა­ბა­რე. ახლა რომ ვფიქ­რობ, დიდი გა­მარ­თლე­ბა იყო ისიც, რომ მე­ო­რე კურ­სი­დან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მოვ­ხვდი, რომ პეტ­რე გრუ­ზინ­სკის შვილ­თან - ნუგ­ზარ­თან ვმე­გობ­რობ­დი. ბა­ტონ­მა პეტ­რემ მო­ინ­დო­მა, რომ მათ­თან მე­ცხოვ­რა და თა­ვის სახ­ლში გა­და­მიყ­ვა­ნა. იქ სულ სიმ­ღე­რი­სა და მუ­სი­კის ხმა ის­მო­და, მო­დი­ოდ­ნენ ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი და მათ­გან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ­დი. ცოტა ხან­ში გიზო ჟორ­და­ნია გერ­მა­ნელ რე­ჟი­სორ­თან გა­და­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, ჩვე­ნი ჯგუ­ფი მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა აიყ­ვა­ნა და თა­ვის ჯგუფს შე­უ­ერ­თა. მა­შინ ბა­ტონ მი­შას ჯგუფ­ში მოხ­ვედ­რას ნატ­რობ­დნენ, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი მას ელო­დე­ბოდ­ნენ და არ აბა­რებ­დნენ. ის ყვე­ლა­ზე დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი იყო და დღემ­დე რჩე­ბა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში?

- ესეც სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და: მე და დი­დე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ნანი ჩიქ­ვი­ნი­ძე ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მე­ო­რე კურ­სზე გახ­ლდით, როცა ერთ-ერთ სპექ­ტაკლში, გოგი ქავ­თა­რა­ძე და ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი ჩა­ვა­ნაც­ვლეთ, რო­მე­ლიც შე­უძ­ლოდ გახ­და. ეს იყო რო­ბერტ სტუ­რუ­ას დად­გმუ­ლი "ვახ­შმო­ბის წინ". იცით, ვის გვერ­დით ვთა­მა­შობ­დით? - გოგი გე­გეჭ­კო­რი, სა­ლო­მე ყან­ჩე­ლი, ერო­სი მან­ჯგა­ლა­ძე, ზინა კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე - აი, ამ ვარ­სკვლა­ვე­ბის გვერ­დით! ასე დავ­რჩი ამ სა­ო­ცარ გა­რე­მო­ში და ასე და­ი­წყო ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ფან­ტას­ტი­კურ სამ­ყა­რო­ში. 50 წე­ლი­წად­ზე მე­ტია უკვე, ამ სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ. ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რომ შე­იძ­ლე­ბო­და უფრო მეტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მქონ­და, რომ თე­ატ­რი მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ ვერ მი­ვა­ტო­ვე: ეს ჩემი საქ­მეა, რო­მელ­საც ამ­დე­ნი წე­ლია ვემ­სა­ხუ­რე­ბი და მარ­თლა მიყ­ვარს. თე­ატ­რში სწო­რედ ამ სიყ­ვა­რულ­მა უნდა გა­გა­ჩე­როს, თო­რემ მდი­და­რი მსა­ხი­ო­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გი­ნა­ხავთ?..

- შვი­ლებ­მა თუ მო­ინ­დო­მეს მსა­ხი­ო­ბო­ბა?

- ორი შვი­ლი მყავს - ელე­ნე და რუ­სუ­და­ნი. მსა­ხი­ო­ბო­ბა უნ­დო­დათ, მაგ­რამ არ ვურ­ჩიე. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, რად­გან ქა­ლის­თვის ეს პრო­ფე­სია ორ­მა­გად რთუ­ლი და მძი­მეა. და­მი­ჯე­რეს და დღეს რუ­სუ­და­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რია, ელე­ნემ ოჯა­ხი შექ­მნა და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი შვი­ლე­ბი ჰყავს - დათი და მა­რი­ა­მი. ორი­ვე ბა­ბუ­ას სი­ხა­რუ­ლი და იმე­დია!

მე და ჩემი მე­უღ­ლე, ქე­თე­ვან მეს­ხი ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ. ერ­თმა­ნეთს სკო­ლი­დან ვიც­ნობთ, ამი­ტომ, არ­ჩე­ვა­ნი მას­ზე რომ გა­ვა­კე­თე, არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია: მე­ზობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და მის ოჯახ­შიც ყვე­ლამ იცო­და, რომ მომ­წონ­და. 52 წე­ლია ერ­თად ვართ. ის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ი­საა: ექი­მი-ბი­ო­ლო­გია და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და. მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­წყობ­და ხელს, რომ ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში ბო­ლომ­დე დავ­ხარ­ჯუ­ლი­ყა­ვი.

- გა­მორ­ჩე­უ­ლი რო­ლე­ბი თუ გაქვთ?

- იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის რი­ცხვს მი­ვე­კუთ­ვნე­ბი, ვის­თვი­საც ყვე­ლა როლი თა­ვი­სე­ბუ­რად ძვირ­ფა­სია. მათ ერ­თმა­ნე­თის­გან ისე ვერ ვარ­ჩევ, რო­გორც შვი­ლებს. 50 წე­ლია რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ვარ, რო­ბერტ სტუ­რუ­ას გვერ­დით - აბა, სხვა რითი უნდა ია­მა­ყოს ადა­მი­ან­მა? მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ისეთ ხალ­ხთან ვმე­გობ­რობ­დი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ თა­მაზ კვა­ჭან­ტი­რა­ძე და გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი; დი­დე­ბუ­ლი პეტ­რე გრუ­ზინ­სკის წყა­ლო­ბით გა­ვი­ცა­ნი რე­ვაზ ლა­ღი­ძე და ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლი - ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი და შე­მოქ­მე­დი. მი­თა­მა­შია თენ­გიზ არჩვა­ძე­სა და ოთარ კო­ბე­რი­ძეს­თან ერ­თად. ჩემ­თვის თე­ატ­რა­ლუ­რი სამ­ყა­რო ერთი დიდი, ლა­მა­ზი ცის­ქვე­შე­თია, სა­დაც სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბა. დიდი სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა ცნო­ბილ­მა მწე­რალ­მა, როს­ტომ ჩხე­ი­ძემ, რო­მელ­მაც ერთ-ერთ წიგნ­ში და­წე­რა, რო­გორ იყო წლე­ბის წინ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, მა­მას­თან - ოთარ ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის აღი­ა­რე­ბუ­ლი კლა­სი­კო­სია და რო­გორ გა­და­უ­ლა­პა­რა­კა ბა­ტონ­მა ოთარ­მა: ეს ბიჭი, დათო კვირ­ცხა­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბაო. არ ვარ ტრა­ბა­ხა, მაგ­რამ როცა ოთარ ჩხე­ი­ძე შენ­ზე ასეთ რა­მეს იტყვის, ამა­ზე უკე­თე­სი რა უნდა მო­ის­მი­ნო?..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
6

კირგი კაცია,მე მგონი ბევრი მხრივ სამაგალითოც.გაიხარე.

ნოდო
27

შობის თემა როგორ კლასნად შემოაგდო არაფერი არ არის აქ დასაჯდომი გირჩევნიათ არ აღნიშნოთ ვითომ რუსული და აღნიშნოთ მართმადიდებლებმა კათოლიკური? თარიღს რა მნიშვნელობა მთავარია შობის დღის სიყვარული გქონდეს მთელ სხეულში სირცხვილია თარიღზე დავა

ავტორი:

"ჩემი შვილი საკმაოდ ცნობილი პროდიუსერია... ჩემი მეუღლე სრულიად განსხვავებული პროფესიისაა, 52 წელია ერთად ვართ" - ცნობილი მსახიობის უცნობი ამბები: "გრიშა კაკაჩია" ბავშვობაზე, როლებსა და ოჯახზე

"ჩემი შვილი საკმაოდ ცნობილი პროდიუსერია... ჩემი მეუღლე სრულიად განსხვავებული პროფესიისაა, 52 წელია ერთად ვართ" - ცნობილი მსახიობის უცნობი ამბები: "გრიშა კაკაჩია" ბავშვობაზე, როლებსა და ოჯახზე

"ჩემი შვილი დღემდე "გრიშას" მეძახის, ვერ გადაეჩვია", - ამბობს მსახიობი დათო კვირცხალია, რომელიც 50 წელია რუსთაველის თეატრში მოღვაწეობს. "რომეო და ჯულიეტა", "თეთრი ბაირაღები", "ყვარყვარე თუთაბერი", "იულიუს კეისარი", "მეფე ლირი", "თორმეტი განრისხებული მამაკაცი"... - ეს იმ სპექტაკლების არასრული სიაა, რომელშიც მსახიობს მონაწილეობა მიუღია...

- ბატონო დათო, რას ნიშნავს თქვენთვის შობა-ახალი წელი?

- ახალ წელს მთელი მსოფლიო ახალი გეგმებით და იმედით ეგებება. ამ დღესასწაულს თითქმის ყველგან ერთნაირად აღნიშნავენ: ათასფრად მოციმციმე ნაძვის ხეები, საზეიმო განათებები, თოვლის პაპები - ეს ყველაფერი შობა-ახალი წლის დღეებს ძალიან ალამაზებს. ყველა ცდილობს, დამდეგს გემრიელად შეხვდეს, ოჯახს ხვავი და ბარაქა უსურვოს. ჩვენი ქვეყანაც ზეიმობს და აღნიშნავს, თუმცა ჩვენ განსხვავებული თავისებურებებიც გვაქვს.

- იმას გულისხმობთ, რომ საქართველოში შობას და ახალ წელს ორჯერ აღნიშნავენ?

- ცხადია, ამასაც ვგულისხმობ. უკვე ბევრი მიიჩნევს, რომ ერთი დღესასწაულის ორჯერ აღნიშვნა გამართლებული არ არის. ეს მიდგომა არაერთმა ქვეყანამ შეცვალა და უმეტესობა შობას 25 დეკემბერს ზეიმობს, ჩვენ ისევ ძველებურად... რაც თავი მახსოვს, ეს საკითხი სულ საკამათოა, ამიტომ ჩვენი მეცნიერები და სასულიერო პირები უნდა დასხდნენ და ყველაფერი ობიექტურად გადაწყვიტონ.

- ეს ზეიმი როგორი იყო თქვენს ბავშვობაში?

- ყველაზე ტკბილად 14 იანვარი, ანუ კალანდა მახსენდება, რომელსაც გურულები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ბაბუაჩემის ძმა ლანჩხუთში ცხოვრობდა. ბავშვებს ლამაზად გამოგვაწყობდნენ, ახალ ტანსაცმელს ჩაგვაცმევდნენ და ლანჩხუთში მივყავდით, რომ კალანდა აღგვენიშნა. ჩვენ სამტრედიაში ვცხოვრობდით და შობა-ახალ წელს სოფელ მარანში ვატარებდით, რომელიც იმერეთის და სამეგრელოს საზღვარზე მდებარეობს. მარანი ძალიან ლამაზი, კოხტა სოფელია, სადაც კვირცხალიებიც ცხოვრობენ, კობახიძეებიც, ძიძიგურებიც და სხვა გვარებიც... ახალი წლის მოსვლა ხომ მიხაროდა, მაგრამ კალანდა ჩემს ბავშვობაში განსაკუთრებული დღე იყო: ამ დღეს ნათესავები ვხვდებოდით ერთმანეთს, მოვიკითხავდით და შობა-ახალ წელს ვულოცავდით. სხვათა შორის, ჩვენს გვარს საინტერესო წარმომავლობა აქვს: ის კვირაცხოვლობასთანაა დაკავშირებული. მართალია, მეგრული გვარი ჰქონდა, მაგრამ მამაჩემმა, აბესალომ კვირცხალიამ მეგრული საერთოდ არ იცოდა. დედა მეგრელი მყავდა - ელენე თოფურია, ძალიან ლამაზი ქალი იყო. მშობლების მადლიერი ვარ, რომ ძალიან ტკბილი და ლამაზი ბავშვობა მქონდა. თუმცა, პირველად რომ ვთქვი, მსახიობობა მინდა-მეთქი, ლამის შეიცხადეს.

- რატომ?

- ალბათ იმიტომ, რომ ადრე ჩვენს ოჯახში მსახიობი არავინ ყოფილა. ერთადერთი, ვინც მხარში ამომიდგა და ჩემი არჩევანი დაიცვა, ბიძაჩემი იყო. მოგვიანებით გრიშა კაკაჩიას პროტოტიპი სწორედ ის გახდა. ოთარი ბიძიას რომ უთხრეს, დათოს თეატრალურზე უნდა ჩაბარებაო, მეგონა, დამტუქსავდა, მაგრამ პირიქით მოხდა - გამამხნევა, შემაქო... მამაჩემი ავიაკონსტრუქტორი იყო, 31-ე ქარხანაში მუშაობდა, მაგრამ იქ მოიწამლა, მუშაობა ვეღარ შეძლო და ამიტომ გადავედით სამტრედიაში საცხოვრებლად. მერე დედასთან ერთად, სკოლაში მუშაობდა. მამა იმდენად უყვარდა ყველას, რომ მარანში, მის დაკრძალვაზე, ათას კაცზე მეტი ჩამოვიდა.

- სკოლაც ამ სოფელში დაამთავრეთ?

- არა, სოფელში ჩემი ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ, ჩვენ სამტრედიაში ვიყავით, საიდანაც მარანი 5 კილომეტრში მდებარეობს. ეს გზა - სამტრედიიდან ჩემს სოფლამდე, ბავშვობის ყველაზე ლამაზ მოგონებად მრჩება...

საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი, სცენაზე 10 წლიდან გამოვდიოდი და პოპულარული მოსწავლე გახლდით. ძალიან ადრე მივხვდი, რას ნიშნავს, როცა სცენიდან კულისებში გადიხარ და მაყურებელი ტაშს გიკრავს. მსახიობობაც სწორედ ამან გადამაწყვეტინა. იმის გამო, რომ სცენაზე ხშირად ვიდექი, პრივილეგიებით ვსარგებლობდი: ჩემს ბავშვობაში ცელქ და ონავარ ბავშვებს თმას გადაპარსავდნენ ხოლმე, ეს დასჯის ერთ-ერთი ხერხი იყო. ბიჭები, ყველა ერთმანეთზე ცელქები ვიყავით, მაგრამ ჩემთვის ხელის ხლება არ შეიძლებოდა: ქოჩორი აუცილებლად უნდა მქონოდა. დაახლოებით 11 წლის ვიყავი, სამტრედიაში "ცეკას" მაშინდელი მდივანი - ვასილ მჟავანაძე რომ ჩამოვიდა. მან ჩემთან ფოტოსურათის გადაღება მოინდომა, გადაგვიღეს და მერე ეს ფოტო თითქმის ყველა გაზეთში დაიბეჭდა. გავიდა წლები, სკოლა დავამთავრე და 1967 წელს, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მაშინ მხოლოდ 17 წლისა ვიყავი.

- როგორ ფიქრობთ, გამართლება იყო ეს თუ თქვენი ნიჭის გამო მიგიღეს?

- მე სულ ვამბობ, რომ ჩვენი პროფესიის 50 პროცენტი გამართლებაზეა დამოკიდებული, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ თეატრალურში უნიჭო კაცი ვერ მოხვდება. რამდენიმე ათეული პარამეტრია, რომლის გარეშეც იქ არ მიგიღებენ: ფიზიკური მონაცემები, სმენა, გარეგნობა... ყველაფერს ყურადღებით აკვირდებიან. თანაც, მე რომ ვაბარებდი, თითქმის ყველა აბიტურიენტი ვიღაცის შვილი ან ახლობელი იყო. კომისიის თავმჯდომარე აკაკი ხორავა გახლდათ, ხოლო სულმნათი გიზო ჟორდანია - ერთ-ერთი წევრი. სწორედ მან მომაქცია ყურადღება, რადგან იმ წელს ჯგუფი აჰყავდა. იქვე იყო გივი ბერიკაშვილის მეუღლე ლეილა კაპანაძე, რომელმაც ჩუმად მითხრა: "ახალგაზრდა, თქვენ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეთ, მაგრამ თუ დამიჯერებთ და მომდევნო გამოცდაზე სხვა იგავ-არაკს წაიკითხავთ, უკეთესი შედეგი გექნებათო. მეც, დავუჯერე და პირველ წელსვე ჩავაბარე. ახლა რომ ვფიქრობ, დიდი გამართლება იყო ისიც, რომ მეორე კურსიდან რუსთაველის თეატრში მოვხვდი, რომ პეტრე გრუზინსკის შვილთან - ნუგზართან ვმეგობრობდი. ბატონმა პეტრემ მოინდომა, რომ მათთან მეცხოვრა და თავის სახლში გადამიყვანა. იქ სულ სიმღერისა და მუსიკის ხმა ისმოდა, მოდიოდნენ ცნობილი მწერლები, მუსიკოსები და მათგან ბევრ რამეს ვსწავლობდი. ცოტა ხანში გიზო ჟორდანია გერმანელ რეჟისორთან გადავიდა სამუშაოდ, ჩვენი ჯგუფი მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა და თავის ჯგუფს შეუერთა. მაშინ ბატონ მიშას ჯგუფში მოხვედრას ნატრობდნენ, აბიტურიენტები მას ელოდებოდნენ და არ აბარებდნენ. ის ყველაზე დიდი ავტორიტეტი იყო და დღემდე რჩება ქართული თეატრის ისტორიაში.

- როგორ აღმოჩნდით რუსთაველის თეატრში?

- ესეც სრულიად მოულოდნელად მოხდა: მე და დიდებული მსახიობი ნანი ჩიქვინიძე ჯგუფელები ვიყავით. მეორე კურსზე გახლდით, როცა ერთ-ერთ სპექტაკლში, გოგი ქავთარაძე და ბელა მირიანაშვილი ჩავანაცვლეთ, რომელიც შეუძლოდ გახდა. ეს იყო რობერტ სტურუას დადგმული "ვახშმობის წინ". იცით, ვის გვერდით ვთამაშობდით? - გოგი გეგეჭკორი, სალომე ყანჩელი, ეროსი მანჯგალაძე, ზინა კვერენჩხილაძე - აი, ამ ვარსკვლავების გვერდით! ასე დავრჩი ამ საოცარ გარემოში და ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა ქართული თეატრის ფანტასტიკურ სამყაროში. 50 წელიწადზე მეტია უკვე, ამ სცენაზე ვდგავარ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა უფრო მეტი გამეკეთებინა, იმის შესაძლებლობაც მქონდა, რომ თეატრი მიმეტოვებინა, მაგრამ ვერ მივატოვე: ეს ჩემი საქმეა, რომელსაც ამდენი წელია ვემსახურები და მართლა მიყვარს. თეატრში სწორედ ამ სიყვარულმა უნდა გაგაჩეროს, თორემ მდიდარი მსახიობი საქართველოში გინახავთ?..

- შვილებმა თუ მოინდომეს მსახიობობა?

- ორი შვილი მყავს - ელენე და რუსუდანი. მსახიობობა უნდოდათ, მაგრამ არ ვურჩიე. ძალიან შემეშინდა, რადგან ქალისთვის ეს პროფესია ორმაგად რთული და მძიმეა. დამიჯერეს და დღეს რუსუდანი სატელევიზიო სფეროში საკმაოდ ცნობილი პროდიუსერია, ელენემ ოჯახი შექმნა და ძალიან ლამაზი შვილები ჰყავს - დათი და მარიამი. ორივე ბაბუას სიხარული და იმედია!

მე და ჩემი მეუღლე, ქეთევან მესხი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ერთმანეთს სკოლიდან ვიცნობთ, ამიტომ, არჩევანი მასზე რომ გავაკეთე, არავის გაჰკვირვებია: მეზობლები ვიყავით და მის ოჯახშიც ყველამ იცოდა, რომ მომწონდა. 52 წელია ერთად ვართ. ის სრულიად განსხვავებული პროფესიისაა: ექიმი-ბიოლოგია და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. მაქსიმალურად მიწყობდა ხელს, რომ ჩემს პროფესიაში ბოლომდე დავხარჯულიყავი.

- გამორჩეული როლები თუ გაქვთ?

- იმ მსახიობების რიცხვს მივეკუთვნები, ვისთვისაც ყველა როლი თავისებურად ძვირფასია. მათ ერთმანეთისგან ისე ვერ ვარჩევ, როგორც შვილებს. 50 წელია რუსთაველის თეატრში ვარ, რობერტ სტურუას გვერდით - აბა, სხვა რითი უნდა იამაყოს ადამიანმა? მეამაყება, რომ ისეთ ხალხთან ვმეგობრობდი, როგორებიც იყვნენ თამაზ კვაჭანტირაძე და გურამ დოჩანაშვილი; დიდებული პეტრე გრუზინსკის წყალობით გავიცანი რევაზ ლაღიძე და ვაჟა აზარაშვილი - ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და შემოქმედი. მითამაშია თენგიზ არჩვაძესა და ოთარ კობერიძესთან ერთად. ჩემთვის თეატრალური სამყარო ერთი დიდი, ლამაზი ცისქვეშეთია, სადაც სასწაულები ხდება. დიდი საჩუქარი გამიკეთა ცნობილმა მწერალმა, როსტომ ჩხეიძემ, რომელმაც ერთ-ერთ წიგნში დაწერა, როგორ იყო წლების წინ რუსთაველის თეატრში, მამასთან - ოთარ ჩხეიძესთან ერთად, რომელიც ქართული ლიტერატურის აღიარებული კლასიკოსია და როგორ გადაულაპარაკა ბატონმა ოთარმა: ეს ბიჭი, დათო კვირცხალია, ძალიან კარგი მსახიობი გახდებაო. არ ვარ ტრაბახა, მაგრამ როცა ოთარ ჩხეიძე შენზე ასეთ რამეს იტყვის, ამაზე უკეთესი რა უნდა მოისმინო?..წაიკითხეთ სრულად