ბრიტანეთში ონკო-პაციენტებისთვის ახალი სამკურნალო პრეპარატი - ბლინატუმომაბი დაამტკიცეს. ცნობილია, რომ წამალი ნაკლებად ტოქსიკურია და გაცილებით მცირე რაოდენობის გვერდითი ეფექტი აქვს, ვიდრე ქიმიოთერაპიას.
"ბლინატუმომაბი" მიეკუთვნება ე.წ. "ბიოლოგიური" პრეპარატების ჯგუფს. ის არის ხელოვნურად შექმნილი ბუნებრივი ანტისხეულების ანალოგები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებში წარმოიქმნება.
ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები გამოიყენება აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი. "ბლინატუმომაბის" მოქმედების მექანიზმი არის სპეციფიური ცილის "შეტევა" კიბოს უჯრედებზე, რათა პაციენტის იმუნურმა სისტემამ შეძლოს მათი ამოცნობა, თავდასხმა და განადგურება.
პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ლეიკემიის სამკურნალოდ. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის მხოლოდ კიბოს უჯრედებს „ესხმის თავს“, ჯანსაღი უჯრედები არ ზიანდება და როგორც წესი, პაციენტები ამას ბევრად უფრო ადვილად იტანენ, ვიდრე ქიმიოთერაპიას, რომელიც ანადგურებს არა მხოლოდ დაავადებულ უჯრედებს, არამედ ჯანმრთელებსაც.
მკურნალობა დაყოფილია ციკლებად, რომელთა შორის ხდება შესვენება ისე, რომ პაციენტმა ძალები აღიდგინოს. 2023 წლის აპრილის ბოლოს, არტურს საბოლოო ოპერაცია ჩაუტარდა.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ „ბლინატუმომაბი“ ნამდვილად მუშაობდა და ახალ წელს არტური კიბოსგან განკურნებული იყო. ეს იყო ორმაგი დღესასწაული, რომელიც აღვნიშნეთ და რომელიც აღარასოდეს დაგვავიწყდება“, - ამბობს ბიჭის დედა...წყარო
ავტორი: ეკა დარჩიაშვილი