კლიმატის ცვლილების გამო თეთრი დათვები საფრთხის წინაშე აღმოჩნდენ, თუმცა ამჟამად ცხოველებს ახალი სასიკვდილო გამოწვევა ემუქრებათ - ფრინველის გრიპი. ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ჩრდილოეთ ალასკაზე პოლარული დათვი სწორედ ამ დაავადებით გარდაიცვალა.
H5N1 გრიპის ამჟამინდელმა შტამმა გავლენა მოახდინა სახეობების ბევრად უფრო ფართო სპექტრზე, ვიდრე ნებისმიერი ადრე დაფიქსირებულმა შტამმა. თუ გადავხედავთ ძუძუმწოვრების ჩამონათვალს, რომლებიც ამჟამინდელი შტამით დაინფიცირდნენ, ჩვენ ვხედავთ დიდი რაოდენობით იმ მტაცებლებს, რომლებიც ნაგვით იკვებებიან.
ბევრი სახეობის ზღვის ფრინველი დაიღუპა H5N1-ით, შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ სელაპი ან თეთრი პოლარული დათვი შეჭამს თუნდაც ერთ ვირუსისგან მკვდარ ფრინველს, საკმაოდ დიდია.
უცნობია, შეხვდა თუ არა პოლარული დათვი მკვდარ ზღვის ფრინველებს და გამოიწვია ამან თუ არა მისი დაინფიცირება. პასუხი ცნობილი შესაძლოა, ვირუსის ტესტირებისა და იმავე ლანდშაფტის მქონე სახეობებში ნაპოვნ ვირუსებთან შედარების გზით გახდეს.
სწორედ ეს მიდგომა გამოიყენება დიდ ბრიტანეთში გარეულ ცხოველებსა და ფრინველებს შორის H5N1-ის გავრცელების თვალყურის დევნებისთვის. თუმცა, თუ დადასტურდება, რომ პოლარულ დათვზე ვირუსი ცუდად ადაპტირდა, თეთრი დათების სიკვდილიანობის სხვა შემთხვევებსაც უნდა ველოდოთ...წყარო
ავტორი: ეკა დარჩიაშვილი