პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი" - რა განაცხადა პრემიერმა დავოსში
"საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი" - რა განაცხადა პრემიერმა დავოსში

"სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა აქვს და ბო­ლომ­დე ერ­თგუ­ლი ვართ ამ ე.წ. შუა დე­რეფ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის იდე­ი­სად­მი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მარ­შრუ­ტი გახ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და­ვო­სის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ა­ზე - "ევ­რა­ზი­ის ახა­ლი გან­თი­ა­დი?" გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ­მა ყუ­რა­დღე­ბა ანაკ­ლი­ა­ში ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და რკი­ნიგ­ზის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა.

"ორი წლის წინ, ხელი მო­ვა­წე­რეთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საგ­ზაო რუ­კას ჩვენს ყა­ზახ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად. ჩვენ, ყა­ზა­ხეთს, აზერ­ბა­ი­ჯანს, სა­ქარ­თვე­ლოს, ძა­ლი­ან ნა­თე­ლი და მკა­ფიო გეგ­მა გვაქვს ამ დე­რეფ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვი­ცით, რისი გა­კე­თე­ბაა სა­ჭი­რო - სა­პორ­ტე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ფარ­თო­ე­ბა, წარ­მა­დო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რკი­ნიგ­ზის მო­დერ­ნი­ზა­ცია, აე­რო­პორ­ტე­ბი­სა და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა და ა.შ.

უახ­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­გი­ზი­ა­რებთ ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ. წელს გვინ­და ახა­ლი ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბა ანაკ­ლი­ა­ში, შავი ზღვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ნა­პი­რო­ზე. ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობს რკი­ნიგ­ზის მო­დერ­ნი­ზა­ცია და წელს დას­რულ­დე­ბა. მისი გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ორ­მაგ­დე­ბა და 48 მი­ლი­ონ ტონს გა­და­ა­ჭარ­ბებს. ახა­ლი აე­რო­პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა­საც ვგეგ­მავთ, რად­გან გვინ­და ქვე­ყა­ნა პო­ზი­ცი­ო­ნი­რებ­დეს რო­გორც ავი­ა­ცი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი ჰაბი. ამას სა­ქარ­თვე­ლოს ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბაც უწყობს ხელს. სრუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს იმის­თვის, რომ ავი­ა­ცი­ის რე­გი­ო­ნა­ლურ ჰა­ბა­დაც ვიქ­ცეთ.

ყვე­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­გო­რი­ცაა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის ჩქა­როს­ნუ­ლი მა­გის­ტრა­ლი - ყვე­ლა­ფე­რი წელს დას­რულ­დე­ბა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბიც ორ წე­ლი­წად­ში დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა.

ასე­ვე მინ­და ვახ­სე­ნო, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩი­ნე­თის ინ­ტე­რე­სი ამ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი­სად­მი - ე.წ. შუა დე­რეფ­ნი­სად­მი. ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ზი­ტი მქონ­და ჩი­ნეთ­ში გა­სულ წელს. პრე­ზი­დენტ სი ძინ პინს შევ­ხვდი და გა­დავ­წყვი­ტეთ ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა სტრა­ტე­გი­ულ დო­ნე­ზე აგ­ვეყ­ვა­ნა. ჩი­ნეთ­მა ინ­ტე­რე­სი რან­დე­ნი­მე თვის წინ და­ა­ფიქ­სი­რა. პრე­ზი­დენ­ტმა გა­მოთ­ქვა ინ­ტე­რე­სი შუა დე­რეფ­ნის მი­მართ და მი­მაჩ­ნია, რომ ეს მეტ სტი­მულს და მუხტს მის­ცემს ამ იდე­ის გან­ვი­თა­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაით ეხლა
12

ნუ გშურთ, არამედ გაიხარეთ ქვეყნის წინსვლით და რეალური თავისუფლებით .

Qeto
5

რაღაც უშნოდ უყურებთ შენ და შენი ბატონი შუა ს !!!! სადაც ვართ არც შენი გორსალა მამის და არც ხიხოს დამსახურება არაა.. დაეტიეთ ტყავში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი" - რა განაცხადა პრემიერმა დავოსში

"საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი" - რა განაცხადა პრემიერმა დავოსში

"საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული ვართ ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ყურადღება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე გაამახვილა.

"ორი წლის წინ, ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. ჩვენ, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს ამ დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით და ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო - საპორტე ინფრასტრუქტურის გაფართოება, წარმადობის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.

უახლეს ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. წელს გვინდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიაში, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე. ასევე, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია და წელს დასრულდება. მისი გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება და 48 მილიონ ტონს გადააჭარბებს. ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ვგეგმავთ, რადგან გვინდა ქვეყანა პოზიციონირებდეს როგორც ავიაციის რეგიონული ჰაბი. ამას საქართველოს ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს. სრული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ავიაციის რეგიონალურ ჰაბადაც ვიქცეთ.

ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი - ყველაფერი წელს დასრულდება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ორ წელიწადში დაგვირგვინდება.

ასევე მინდა ვახსენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესი ამ ალტერნატიული მარშრუტებისადმი - ე.წ. შუა დერეფნისადმი. ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში გასულ წელს. პრეზიდენტ სი ძინ პინს შევხვდი და გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აგვეყვანა. ჩინეთმა ინტერესი რანდენიმე თვის წინ დააფიქსირა. პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს მეტ სტიმულს და მუხტს მისცემს ამ იდეის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"