მილიონერი ჯეისონ მომოა ამბობს, რომ ის ლიზა ბონეტთან განქორწინების შემდეგ, ფაქტობრივად, უსახლკაროდ დარჩა.
"მე უბრალოდ სახლი არ მაქვს, თორემ მთლად უსახლკარო არ ვარ, მშვენიერი ტრაილერი მყავს", - ამბობდა "აკვამენის" მსახიობი ჟურნალ People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მომოამ ინტერვიუში ისიც ივარაუდა, რომ ოდესმე ალბათ სახლსაც შეიძენს, მაგრამ ჯერ არ იცის, როდის. 44 წლის მსახიობმა წარმოიდგინა, როგორ გაოცდებოდნენ ადამიანები, როცა გაიგებენ, რომ მომთაბარე მომოამ მართლა შეიძინა სახლი:
"სახლი არასდროს მიყიდია, მაგრამ ოდესმე ვიყიდი. ალბათ ხალხი ასე შეიცხადებს: ჯეისონ მომოამ სახლი იყიდა. ვაააა, ახლა ბალიშიც აქვს".
მომოას თქმით, მას დოკუმენტური ფილმის "On the Roam"-ის გადაღებებისთვის აშშ-ს გარშემო უწევს მოგზაურობა და მისი ძვირადღირებული ტრაილერი, დროებითი, თუმცა კომფორტული სახლია. ფილმი აშშ-ს სატელევიზიო არხებზე დღეს გამოვიდა. მასში "სატახტო თამაშების" მსახიობი საინტერესო ადამიანებს ხვდება და თავიანთ საქმეზე ესაუბრება: "ხან მიკარგულ, პატარა ქალაქებშიც კი ჩავდივარ და ხალხი გაკვირვებული მეკითხება, იქ რა მინდა".
მომოამ და ბონეტმა განქორწინების საქმე ბოლომდე 2 კვირის წინ მიიყვანეს და სასამართლომ ორივე მშობელს თანაბარი მეურვეობა დააკისრა თავიანთ ორ შვილზე.
"გვინდა გითხრათ, რომ ერთმანეთთან დაშორება გადავწყვიტეთ. ამას იმიტომ არ ვაზიარებთ, რომ აღსანიშნავი სიახლეა, უბრალოდ, გვინდა ცხოვრება ღირსეულად და პატიოსნად განვაგრძოთ", - წერდა წყვილი "ინსტაგრამზე".
წყარო: people
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
პირად თავისუფალ ცხოვრებას აქვს თავისი ხიბლი.
თუ ფინანსურად კარგად ქაჩავ მითუმეტეს.
აქვს თავისი ნეგატიური მხარეც: დრო სწრაფად გადის მითუმეტეს ახალგაზრდობა და პრინციპში მარტო რჩები !!!!!
რთული წყობაა ადამიანი: ისიც უნდა, ესეც უნდა
რათ გინდა მომოა სახლი, ხან წყალი ჩამოგივა, მერე რემონტი უნდა აკეთო, სადარბაზოში ფეხისაწმენდთან სიგარეტის ნამწვს დაგიყრის მეზობელი, გეწყინება, უნდა ეჩხუბო ან დაიკიდო, ეზოში მანქანის ადგილი არ იქნება. თავზე რემონტსა აკეთებენ, გვერდზეც. ვერ დაიძინებ დილა-საღამოს. ტომარა ჯობია ჩემი აზრით მართლაც, შეძვრები და მთელი მსოფლიო ფეხზე გკიდია.