ავტორი:

"სტილის ძახილი" თუ "ყველაზე მახინჯი" - ბიანკა ცენსორის ჩაცმულობა კვლავ განხილვის საგანია

"სტილის ძახილი" თუ "ყველაზე მახინჯი" - ბიანკა ცენსორის ჩაცმულობა კვლავ განხილვის საგანია

ცნობილი რეპერის, კანიე უესტის მეუღლე, 29 წლის ბიანკა ცენსორი ამჯერად ლოს-ანჯელესში შენიშნეს, მისთვის ტრადიციულად გამომწვევი სამოსით. ახალგაზრდა ქალს ეცვა ლეოპარდის პრინტიანი, ტანზე მომდგარი კომბინიზონი, "Balenciaga“-ს კრემისფერი, ფაქტობრივად, ცელოფანის მოსაცმელი. თმა ყურზე ჰქონდა გადაწეული. მის ლუქს კი აგვირგვინებდა "Miu Miu“-ს შავი ტყავის ჩექმა ($2,050), ფრიად განსხვავეული დიზაინით. ამ ცოტა ხნის წინ მსგავსი ჩექმა შენიშნეს რიტა ორაზე, სიდნი სუინისა და კენდალ ჯენერზე.

თაყვანისმცემლებს, რომლებიც ინტერნეტფორუმებზე არჩევდნენ ბიანკას ჩაცმულობას, განსაკუთრებით არაერთგვაროვანი მოსაზრება ჰქონდათ მის ჩექმასთან დაკავშირებით.

ზოგმა ეს "სტილის ძახილად" მიიჩნია და შეაქო, სხვებმა კი "ყველაზე მახინჯ" ჩექმად შეაფასეს.

იხილეთ ასევე:

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილიმა