საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფორმულაზე" გადაცემის დახურვის შემდეგ ნიკა არაბიძე "რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა - რას აცხადებს იუმორისტი, რომელიც გადაცემას პაატა გულიაშვილთან ერთად წაიყვანს?
"ფორმულაზე" გადაცემის დახურვის შემდეგ ნიკა არაბიძე "რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა - რას აცხადებს იუმორისტი, რომელიც გადაცემას პაატა გულიაშვილთან ერთად წაიყვანს?

ნიკა არა­ბი­ძე "რუს­თა­ვი 2“-ზე დაბ­რუნ­და. იუ­მო­რის­ტი შოუს პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად წა­იყ­ვანს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა­ზე“ "კო­მე­დი შოუს" პრო­ექ­ტე­ბი და­ი­ხუ­რა. მათ შო­რის აღ­მოჩ­ნდა "ნიკა არა­ბი­ძის“ შოუც, რომ­ლის უკა­ნას­კნე­ლი გა­და­ცე­მა ეთე­ში 30 დე­კემ­ბერს გა­ვი­და. იუ­მო­რის­ტი Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ წლე­ბის წინ ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და მშობ­ლი­უ­რი არ­ხის და­ტო­ვე­ბა.

- ნიკა, გი­ლო­ცავთ მშობ­ლი­ურ არხზე დაბ­რუ­ნე­ბას, რა ტი­პის გა­და­ცე­მას წა­იყ­ვანთ?

- მად­ლო­ბა, "ღა­მის შოუს“ ფორ­მა­ტის იქ­ნე­ბა ეს გა­და­ცე­მა და მე და ბა­ტო­ნი პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი ერ­თად წა­ვიყ­ვანთ.

- მიშა ან­დღუ­ლა­ძემ ისა­უბ­რა "ფორ­მუ­ლა­ზე“ თქვენს გა­და­ცე­მის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თქვენ რო­გორ შეხ­ვდით ამ ამ­ბავს, რო­დე­საც გა­ი­გეთ? კი­დევ ვინ იქ­ნე­ბა თქვე­ნი გუნ­დი­დან "რუს­თა­ვი 2“-ზე?

- მი­შამ რა­ზეც ისა­უბ­რა, მე ამა­ზე ვერ გაგ­ცემთ პა­სუხს, და­მი­რე­კა რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტმაც, მკი­თხა. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა მი­შას უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია აქვს და უფრო მეტი იცის. რაც შე­ე­ხე­ბა დაბ­რუ­ნე­ბას, ჯერ­ჯე­რო­ბით მე დავ­ბრუნ­დი "რუს­თა­ვი 2“-ზე და მო­მა­ვალ­ში, რა რო­გო­რი იქ­ნე­ბა, არ ვიცი.

- თქვენ რას აბ­რა­ლებთ გა­და­ცე­მის და­ხურ­ვას, რე­ი­ტინ­გის პრობ­ლე­მა იყო?

- ნამ­დვი­ლად ვერ გე­ტყვით, რა ვიცი, მე პი­რა­დად ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა რა და ცვლი­ლე­ბე­ბის დრო იყო.

- რო­გო­რი შეგ­რძნე­ბით დაბ­რუნ­დით მშობ­ლი­ურ არხზე?

- თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც "რუს­თა­ვი 2“-ზე აღარ ვი­ყა­ვით, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ვი­ტა­ნე. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ბევ­რი ნაც­ნო­ბი და მე­გო­ბა­რი ვნა­ხე, ყვე­ლას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, მი­ხა­რია, რომ ასე დამ­ხვდნენ.

- პო­ლი­ტი­კა­ზე იხუმ­რებთ?

- ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რა რო­გორ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რა­ტო­მაც არა, არ გა­მოვ­რი­ცავ, რომ ასეც იყოს.

- ნიკა, იუ­მო­რის­ტე­ბი არ­ხის შეც­ვლის შემ­დეგ ხში­რად ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი ჰქონ­დათ იმ არხზე, სა­დაც იქამ­დე იყ­ვნენ. თქვენ გქონ­დათ რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა "ფორ­მუ­ლა­ზე“?

- არ ვარ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვში, რომ ვი­ღა­ცას რამე ტყუ­ი­ლად და­აბ­რა­ლოს. ვერ ვი­ტყვი, რომ ვინ­მე ზე­ვი­დან რა­მეს მე­უბ­ნე­ბო­და. ახლა რო­გორც ჩავ­თვლით სა­ჭი­როდ მე, პა­ა­ტა და გუნ­დი ისე იქ­ნე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
2

აღარ მოგწყინდა ეს ტაკიმასხარაობა?სხვა რამე აკეთე ახლა,ნიჭიერი ხარ.

მარი ხუანა
4

ვიცოდი, რომ ,,რუსთავი-2'' ეროსის გზას დაუბრუნდებოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ფორმულაზე" გადაცემის დახურვის შემდეგ ნიკა არაბიძე "რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა - რას აცხადებს იუმორისტი, რომელიც გადაცემას პაატა გულიაშვილთან ერთად წაიყვანს?

"ფორმულაზე" გადაცემის დახურვის შემდეგ ნიკა არაბიძე "რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა - რას აცხადებს იუმორისტი, რომელიც გადაცემას პაატა გულიაშვილთან ერთად წაიყვანს?

ნიკა არაბიძე "რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა. იუმორისტი შოუს პაატა გულიაშვილთან ერთად წაიყვანს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "ფორმულაზე“ "კომედი შოუს" პროექტები დაიხურა. მათ შორის აღმოჩნდა "ნიკა არაბიძის“ შოუც, რომლის უკანასკნელი გადაცემა ეთეში 30 დეკემბერს გავიდა. იუმორისტი Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ წლების წინ ძალიან განიცადა მშობლიური არხის დატოვება.

- ნიკა, გილოცავთ მშობლიურ არხზე დაბრუნებას, რა ტიპის გადაცემას წაიყვანთ?

- მადლობა, "ღამის შოუს“ ფორმატის იქნება ეს გადაცემა და მე და ბატონი პაატა გულიაშვილი ერთად წავიყვანთ.

- მიშა ანდღულაძემ ისაუბრა "ფორმულაზე“ თქვენს გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ შეხვდით ამ ამბავს, როდესაც გაიგეთ? კიდევ ვინ იქნება თქვენი გუნდიდან "რუსთავი 2“-ზე?

- მიშამ რაზეც ისაუბრა, მე ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, დამირეკა რამდენიმე ჟურნალისტმაც, მკითხა. არ ვიცი, შეიძლება მიშას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და უფრო მეტი იცის. რაც შეეხება დაბრუნებას, ჯერჯერობით მე დავბრუნდი "რუსთავი 2“-ზე და მომავალში, რა როგორი იქნება, არ ვიცი.

- თქვენ რას აბრალებთ გადაცემის დახურვას, რეიტინგის პრობლემა იყო?

- ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ვიცი, მე პირადად ძალიან დამღალა რა და ცვლილებების დრო იყო.

- როგორი შეგრძნებით დაბრუნდით მშობლიურ არხზე?

- თავის დროზე, როდესაც "რუსთავი 2“-ზე აღარ ვიყავით, ძალიან მტკივნეულად გადავიტანე. დაბრუნების შემდეგ ბევრი ნაცნობი და მეგობარი ვნახე, ყველას ძალიან გაუხარდა, მიხარია, რომ ასე დამხვდნენ.

- პოლიტიკაზე იხუმრებთ?

- ზუსტად ვერ გეტყვით, რა როგორ იქნება, მაგრამ რატომაც არა, არ გამოვრიცავ, რომ ასეც იყოს.

- ნიკა, იუმორისტები არხის შეცვლის შემდეგ ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ შეზღუდვები ჰქონდათ იმ არხზე, სადაც იქამდე იყვნენ. თქვენ გქონდათ რაიმე შეზღუდვა "ფორმულაზე“?

- არ ვარ იმ ადამიანების რიცხვში, რომ ვიღაცას რამე ტყუილად დააბრალოს. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე ზევიდან რამეს მეუბნებოდა. ახლა როგორც ჩავთვლით საჭიროდ მე, პაატა და გუნდი ისე იქნება.

წაიკითხეთ ასევე: