მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორის ნადეჟდინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტობა სურს, ომს "პუტინის დიდ შეცდომას" უწოდებს - რას ამბობს აგვისტოს ომზე და მიიჩნევს თუ არა აფხაზეთსა და ცხინვალს ოკუპირებულად?
ბორის ნადეჟდინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტობა სურს,  ომს "პუტინის დიდ შეცდომას" უწოდებს -  რას ამბობს აგვისტოს ომზე და მიიჩნევს თუ არა აფხაზეთსა და ცხინვალს ოკუპირებულად?

რუსი პო­ლი­ტი­კო­სის, ბო­რის ნა­დეჟ­დი­ნის პერ­სო­ნა ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და, მი­ზე­ზი კი ისაა, რომ პარ­ტია "სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვამ" ის რუ­სე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად და­ა­სა­ხე­ლა. კან­დი­და­ტად რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის ამ ეტაპ­ზე ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვებს. ხელ­მო­წე­რე­ბის შე­საგ­რო­ვებ­ლად კი შტა­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­შიც გახ­სნა.

ნა­დეჟ­დი­ნი არის პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბას "პუ­ტი­ნის დიდ შეც­დო­მას" უწო­დებს.

  • გა­მო­ცე­მა SOVA-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მან სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და გას­ცა პა­სუ­ხი კი­თხვას - მი­იჩ­ნევს თუ არა აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნე­ბად.

2008 წლის ომზე სა­უბ­რი­სას თქვა, რომ ეს ომი, ძი­რი­თა­დად, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას.

"და მე ნამ­დვი­ლად არ მეს­მის, რისი იმე­დი ჰქონ­და, როცა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო, რა გა­მო­ვი­და?! პა­ტივს ვცემ ქარ­თველ ხალ­ხს, ბუ­ნებ­რი­ვია და მეს­მის 2008 წლის ამ ის­ტო­რი­ის ტკი­ვი­ლი. სხვა­თა შო­რის, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს რო­გორ­მე უნდა მო­ვაგ­ვა­როთ”, - გა­ნა­ცხა­და მან.

კი­თხვას, არის თუ არა აფხა­ზე­თი და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ნა­დეჟ­დინ­მა უპა­სუ­ხა:

“მე რუ­სეთ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი, გეს­მით, რუ­სეთ­ში. რუ­სეთს დღეს ამ არა­ღი­ა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­თან შე­თან­ხმე­ბე­ბი აქვს. სხვა­თა შო­რის, რუ­სეთ­მა ისი­ნი აღი­ა­რა. მგო­ნი, რუ­სე­თის გარ­და არც არა­ვინ აღი­ა­რა. ლუ­კა­შენ­კო­მაც არ აღი­ა­რა. ამი­ტომ არის რა­ღაც სა­ფუძ­ვე­ლი ამ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ.”

  • ნა­დეჟ­დინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მას მო­უ­წევს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას­თან კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა.

"ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას­თან, მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლოს­თან კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა უფრო ად­ვი­ლია“, - დას­ძი­ნა მან.

მან პირ­და­პირ არ უპა­სუ­ხა კი­თხვას, აღი­ა­რებს თუ არა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

"ეს არის მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­კი­თხი, სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­კი­თხი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ზი­ცია, ვინც ცხოვ­რობს ყი­რიმ­ში, ხერ­სონ­ში, ზა­პო­რო­ჟი­ე­ში. მათი პო­ზი­ცია ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცია. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ამ სა­კითხს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კონ­სტი­ტუ­ცი­ის სრუ­ლი დაც­ვით მო­ვაგ­ვა­რებ“, - დას­ძი­ნა მან.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ
4

იმედია შეიცვლება უკეთესობისკენ ყველაფერი.

Xxx
0

ხელში კბილების საჩიჩქნი ჯოხი რატო უჭირავს?

ავტორი:

ბორის ნადეჟდინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტობა სურს, ომს "პუტინის დიდ შეცდომას" უწოდებს - რას ამბობს აგვისტოს ომზე და მიიჩნევს თუ არა აფხაზეთსა და ცხინვალს ოკუპირებულად?

ბორის ნადეჟდინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტობა სურს,  ომს "პუტინის დიდ შეცდომას" უწოდებს -  რას ამბობს აგვისტოს ომზე და მიიჩნევს თუ არა აფხაზეთსა და ცხინვალს ოკუპირებულად?

რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნადეჟდინის პერსონა ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა, მიზეზი კი ისაა, რომ პარტია "სამოქალაქო ინიციატივამ" ის რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა. კანდიდატად რეგისტრაციისთვის ამ ეტაპზე ხელმოწერებს აგროვებს. ხელმოწერების შესაგროვებლად კი შტაბი საქართველოში, თბილისშიც გახსნა.

ნადეჟდინი არის პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებას "პუტინის დიდ შეცდომას" უწოდებს.

  • გამოცემა SOVA-თან ინტერვიუში მან საქართველოს შესახებ ისაუბრა და გასცა პასუხი კითხვას - მიიჩნევს თუ არა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად.

2008 წლის ომზე საუბრისას თქვა, რომ ეს ომი, ძირითადად, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუტანა ქვეყანას.

"და მე ნამდვილად არ მესმის, რისი იმედი ჰქონდა, როცა საომარი მოქმედებები დაიწყო, რა გამოვიდა?! პატივს ვცემ ქართველ ხალხს, ბუნებრივია და მესმის 2008 წლის ამ ისტორიის ტკივილი. სხვათა შორის, საბოლოო ჯამში, ეს როგორმე უნდა მოვაგვაროთ”, - განაცხადა მან.

კითხვას, არის თუ არა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიები, ნადეჟდინმა უპასუხა:

“მე რუსეთში ვიმყოფები, გესმით, რუსეთში. რუსეთს დღეს ამ არაღიარებულ ქვეყნებთან შეთანხმებები აქვს. სხვათა შორის, რუსეთმა ისინი აღიარა. მგონი, რუსეთის გარდა არც არავინ აღიარა. ლუკაშენკომაც არ აღიარა. ამიტომ არის რაღაც საფუძველი ამ თემებზე სასაუბროდ.”

  • ნადეჟდინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მას მოუწევს ყველა ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა.

"ზოგიერთ ქვეყანასთან, მაგალითად, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა უფრო ადვილია“, - დასძინა მან.

მან პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, აღიარებს თუ არა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

"ეს არის მოლაპარაკების საკითხი, სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხი. მნიშვნელოვანია იმ ადამიანების პოზიცია, ვინც ცხოვრობს ყირიმში, ხერსონში, ზაპოროჟიეში. მათი პოზიცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი პირადი პოზიცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საკითხს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის სრული დაცვით მოვაგვარებ“, - დასძინა მან.

ავტორი: ანრი კურტანიძე