საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალური ფაქტები და მითები ძველი ეგვიპტის საგანძურის შესახებ - წიგნი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან არტეფაქტებზე მოგვითხრობს
რეალური ფაქტები და მითები ძველი ეგვიპტის საგანძურის შესახებ - წიგნი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან არტეფაქტებზე მოგვითხრობს

რთუ­ლია, ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტის ის­ტო­რი­ა­სა და მი­თო­ლო­გი­ას გა­ეც­ნო და არ შე­გი­პყროს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ, კი­დევ უფრო სიღ­რმი­სე­უ­ლად შე­ის­წავ­ლო ის.

ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტის ის­ტო­რი­ის შე­მეც­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია იმ არ­ტე­ფაქ­ტე­ბის გა­რე­შე, რომ­ლე­ბიც დღეს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­შია გა­მო­ფე­ნი­ლი და ყო­ველ­დღი­უ­რად ათა­სო­ბით დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სტუმ­რობს. ეგ­ვიპ­ტის სა­ზღვრებს გა­რეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი კო­ლექ­ცია ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მუ­ზე­უმ­ში სა­გან­ძუ­რის შეგ­რო­ვე­ბას სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს: 1798 წელს ნი­ლო­სის ბრძო­ლა­ში ნა­პო­ლე­ო­ნის მიერ ფრან­გუ­ლი ძა­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, მო­პო­ვე­ბუ­ლი ეგ­ვიპ­ტუ­რი სიძ­ვე­ლე­ე­ბი 1803 წელს ბრი­ტა­ნე­თის მუ­ზე­უმ­ში აღ­მოჩ­ნდა. ნა­პო­ლე­ო­ნის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ბრი­ტა­ნე­ლე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა ცნო­ბი­ლი რო­ზე­ტის ქვაც, რომ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა­საც ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბი დღე­საც ითხო­ვენ. ამას­თან, მუ­მი­ე­ბი და სხვა არ­ტე­ფაქ­ტე­ბი მუ­ზე­უმ­ში გა­თხრე­ბის, კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის­გან შეს­ყიდ­ვის, შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხით აღ­მოჩ­ნდა.

ძველ ეგ­ვიპ­ტურ არ­ტე­ფაქ­ტებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია ნე­ფერ­ტი­ტის ბი­უს­ტი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ ბერ­ლინ­შია გა­მო­ფე­ნი­ლი; ასე­ვე, მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნია ფა­რა­ონ ტუ­ტან­ხა­მო­ნის აკ­ლდა­მის აღ­მო­ჩე­ნის ის­ტო­რია და მას­ში ნა­პოვ­ნი სა­გან­ძუ­რი, რო­მე­ლიც ახლა ეგ­ვიპ­ტის მთავ­რო­ბის სა­კუთ­რე­ბა­შია. ტუ­ტან­ხა­მო­ნის მუ­მია და სა­გან­ძუ­რი მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა ექ­სპე­დი­ცი­ამ ინ­გლი­სე­ლი არ­ქე­ო­ლო­გის ჰო­ვარდ კარ­ტე­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ჰო­ვარდ კარ­ტე­რი და ექ­სპე­დი­ცი­ის სხვა წევ­რე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, რა­საც იმ პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი „ტუ­ტან­ხა­მო­ნის წყევ­ლას“ მი­ა­წერ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფაქ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ, მკვლევ­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­მარ­ხის გახ­სნი­სას ად­გილ­ზე 26 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მომ­დევ­ნო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი 6 მათ­გა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დას­ტურ­დე­ბა.

არ­ტე­ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი, ის­ტო­რი­ე­ბი და მი­თე­ბი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბლს სძენს ეგ­ვიპ­ტურ კულ­ტუ­რას, თავ­მოყ­რი­ლია სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ცე­მა­ში, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვეც­ნო­ბო­დით. წელს, 15 იან­ვრი­დან წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტუ­რი კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ილუსტრი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ერ­თნა­ი­რად და­ა­ინ­ტე­რე­სებს რო­გორც მო­ზარდ, ისე ზრდას­რულ მკი­თხველს. ამ შე­მეც­ნე­ბით გა­მო­ცე­მა­ში - გა­სა­ო­ცა­რი სა­გან­ძუ­რი - ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტე თავ­მოყ­რი­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეგ­ვიპ­ტუ­რი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც დამ­წყებ მკი­თხველს ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­სა და კულ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­ულ წარ­მოდ­გე­ნას შე­უქ­მნის. შთამ­ბეჭ­და­ვი ილუსტრა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კი კი­დევ უფრო ცხა­დად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ არ­ტე­ფაქ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის აღ­ქმა.

თუ ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლას გა­და­წყვეტთ, აღ­ნიშ­ნულ გა­მო­ცე­მას უკან არა­ერ­თხელ მი­უბ­რუნ­დე­ბით მარ­ტი­ვად და სა­ინ­ტე­რე­სოდ გად­მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბის გა­და­სა­კი­თხად ან, უბ­რა­ლოდ, სა­გან­ძუ­რის­თვის თვა­ლის კი­დევ ერთხელ გა­და­სავ­ლე­ბად.

ან თუ გა­და­წყვეტთ, რომ ეგ­ვიპ­ტეს ეს­ტუმ­როთ და მისი მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლოთ, იქ­ნე­ბა ეს გი­ზას პი­რა­მი­დე­ბი, სფინ­ქსი, აბუ-სიმ­ბა­ლი თუ სხვა, ეს წიგ­ნი წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბის შექ­მნა­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ.

ავტორი:

რეალური ფაქტები და მითები ძველი ეგვიპტის საგანძურის შესახებ - წიგნი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან არტეფაქტებზე მოგვითხრობს

რეალური ფაქტები და მითები ძველი ეგვიპტის საგანძურის შესახებ - წიგნი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან არტეფაქტებზე მოგვითხრობს

რთულია, ძველი ეგვიპტის ისტორიასა და მითოლოგიას გაეცნო და არ შეგიპყროს ცნობისმოყვარეობამ, კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლო ის.

ძველი ეგვიპტის ისტორიის შემეცნება შეუძლებელია იმ არტეფაქტების გარეშე, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გამოფენილი და ყოველდღიურად ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს. ეგვიპტის საზღვრებს გარეთ აღნიშნული არტეფაქტების ყველაზე მდიდარი კოლექცია ბრიტანეთის მუზეუმშია წარმოდგენილი. მუზეუმში საგანძურის შეგროვებას საინტერესო ისტორია აქვს: 1798 წელს ნილოსის ბრძოლაში ნაპოლეონის მიერ ფრანგული ძალების დამარცხების შემდეგ, მოპოვებული ეგვიპტური სიძველეები 1803 წელს ბრიტანეთის მუზეუმში აღმოჩნდა. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ბრიტანელების ხელში აღმოჩნდა ცნობილი როზეტის ქვაც, რომლის დაბრუნებასაც ეგვიპტელები დღესაც ითხოვენ. ამასთან, მუმიები და სხვა არტეფაქტები მუზეუმში გათხრების, კერძო კოლექციონერებისგან შესყიდვის, შემოწირულებებისა და სხვადასხვა სახით აღმოჩნდა.

ძველ ეგვიპტურ არტეფაქტებს შორის გამორჩეულია ნეფერტიტის ბიუსტი, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინშია გამოფენილი; ასევე, მუდმივი ინტერესის საგანია ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენის ისტორია და მასში ნაპოვნი საგანძური, რომელიც ახლა ეგვიპტის მთავრობის საკუთრებაშია. ტუტანხამონის მუმია და საგანძური მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა ექსპედიციამ ინგლისელი არქეოლოგის ჰოვარდ კარტერის ხელმძღვანელობით. აღნიშნული აღმოჩენის შემდეგ ჰოვარდ კარტერი და ექსპედიციის სხვა წევრები დაიღუპნენ, რასაც იმ პერიოდში საზოგადოების ნაწილი „ტუტანხამონის წყევლას“ მიაწერდა. მოგვიანებით, ფაქტების შემოწმების შემდეგ, მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ სამარხის გახსნისას ადგილზე 26 ადამიანი იმყოფებოდა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი 6 მათგანის გარდაცვალება დასტურდება.

არტეფაქტების შესახებ რეალური ფაქტები, ისტორიები და მითები, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ეგვიპტურ კულტურას, თავმოყრილია სხვადასხვა საინტერესო გამოცემაში, რომელსაც წლების განმავლობაში ვეცნობოდით. წელს, 15 იანვრიდან წიგნის მაღაზიების თაროებზე ძველი ეგვიპტური კულტურისა და ისტორიის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ილუსტრირებული წიგნი გამოჩნდა, რომელიც ერთნაირად დააინტერესებს როგორც მოზარდ, ისე ზრდასრულ მკითხველს. ამ შემეცნებით გამოცემაში - გასაოცარი საგანძური - ძველი ეგვიპტე თავმოყრილია ყველაზე მნიშვნელოვანი ეგვიპტური არტეფაქტები, რომელიც დამწყებ მკითხველს ქვეყნის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებით გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის. შთამბეჭდავი ილუსტრაციების მეშვეობით კი კიდევ უფრო ცხადად არის შესაძლებელი ამ არტეფაქტების მნიშვნელობის აღქმა.

თუ ძველი ეგვიპტის ისტორიის შესწავლას გადაწყვეტთ, აღნიშნულ გამოცემას უკან არაერთხელ მიუბრუნდებით მარტივად და საინტერესოდ გადმოცემული ფაქტების გადასაკითხად ან, უბრალოდ, საგანძურისთვის თვალის კიდევ ერთხელ გადასავლებად.

ან თუ გადაწყვეტთ, რომ ეგვიპტეს ესტუმროთ და მისი მთავარი ღირსშესანიშნაობები მოინახულოთ, იქნება ეს გიზას პირამიდები, სფინქსი, აბუ-სიმბალი თუ სხვა, ეს წიგნი წინასწარი განწყობის შექმნაში აუცილებლად დაგეხმარებათ.