მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგან მარკლის წყევლა" - პრინცესა ქეითის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მეფე ჩარლზსაც: რა დაემართათ უინძორებს
"მეგან მარკლის წყევლა" - პრინცესა ქეითის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მეფე ჩარლზსაც: რა დაემართათ უინძორებს

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მათი ფა­ნე­ბის­თვის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ უელ­სის პრინ­ცე­სა ქეით მიდლტონ­მა ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ის ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში იქ­ნე­ბა მო­თავ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა გარ­და ამი­სა, ავად არის მეფე ჩარლ­ზიც.

რო­გორც სა­მე­ფო ოჯა­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ჩარლზს პროს­ტა­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ, მო­მა­ვალ კვი­რა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მე­ფის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა "არც ისე მძი­მეა".

რაც შე­ე­ხე­ბა ქეით მიდლტონს, კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უელ­სის პრინ­ცე­სას, მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ექი­მე­ბის ცნო­ბით, ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ქეით მიდლტო­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 10-14 დღემ­დე დარ­ჩე­ბა, შემ­დეგ კი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს სახ­ლში გა­აგ­რძე­ლებს.

"მისი სა­მე­ფო უმაღ­ლე­სო­ბა უელ­სის პრინ­ცე­სა გუ­შინ, ლონ­დო­ნის კლი­ნი­კა­ში შე­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მუც­ლის ღრუს და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრინ­ცე­სა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბა" - ნათ­ქვა­მია კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რა გახ­და ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი, უც­ნო­ბია. ქეით მიდლტო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცია გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი არ არის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა. ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, მათ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას უსურ­ვე­ბენ, არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც წე­რენ, რომ როცა მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა, ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა არა­ვის ადარ­დებს და მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არც უნდა ვრცელ­დე­ბო­დეს. ზო­გი­ერ­თი კი ყვე­ლა­ფერს პრინც ჰა­რის ცოლს, მე­გან მარ­კლს აბ­რა­ლებს.

"ეს მე­გა­ნის წყევ­ლის შე­დე­გია", - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და იმ კონ­ფლიქტზე მი­უ­თი­თე­ბენ, რო­მე­ლიც უინ­ძო­რე­ბის ოჯახ­ში მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მე­გა­ნი ჰა­რის ცოლი გახ­და.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Lali
0

ბრიტანეთშიც ჯერათ კუდიანების არსებობის:))))

ბათუმელი პენსიონერი
0

რა გასაკვირია თუ მათაც დასჭირდა მკურნალობა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მეგან მარკლის წყევლა" - პრინცესა ქეითის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მეფე ჩარლზსაც: რა დაემართათ უინძორებს

"მეგან მარკლის წყევლა" - პრინცესა ქეითის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მეფე ჩარლზსაც: რა დაემართათ უინძორებს

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა მათი ფანებისთვის შემაშფოთებელია. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უელსის პრინცესა ქეით მიდლტონმა ოპერაცია გაიკეთა და ის ორი კვირის განმავლობაში კლინიკაში იქნება მოთავსებული, თუმცა გარდა ამისა, ავად არის მეფე ჩარლზიც.

როგორც სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჩარლზს პროსტატის სამკურნალოდ, მომავალ კვირაში საავადმყოფოში გადაიყვანენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობა "არც ისე მძიმეა".

რაც შეეხება ქეით მიდლტონს, კენსინგტონის სასახლის ინფორმაციით, უელსის პრინცესას, მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ცნობით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ქეით მიდლტონი საავადმყოფოში 10-14 დღემდე დარჩება, შემდეგ კი მკურნალობის კურსს სახლში გააგრძელებს.

"მისი სამეფო უმაღლესობა უელსის პრინცესა გუშინ, ლონდონის კლინიკაში შეიყვანეს, სადაც მუცლის ღრუს დაგეგმილი ოპერაცია ჩაუტარდა.

ამჟამინდელი სამედიცინო რჩევებიდან გამომდინარე, პრინცესა მოვალეობების შესრულებას აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაუბრუნდება" - ნათქვამია კენსინგტონის სასახლის განცხადებაში.

რა გახდა ოპერაციის ჩატარების ზუსტი მიზეზი, უცნობია. ქეით მიდლტონის სამედიცინო ინფორმაცია გასაჯაროებული არ არის.

აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელებში არაერთი კომენტარი დაიწერა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გულშემატკივრები, მათ გამოჯანმრთელებას უსურვებენ, არიან ისეთებიც, რომლებიც წერენ, რომ როცა მსოფლიოში უამრავი პრობლემაა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ჯანმრთელობა არავის ადარდებს და მათ შესახებ ინფორმაცია არც უნდა ვრცელდებოდეს. ზოგიერთი კი ყველაფერს პრინც ჰარის ცოლს, მეგან მარკლს აბრალებს.

"ეს მეგანის წყევლის შედეგია", - წერენ სოციალურ ქსელში და იმ კონფლიქტზე მიუთითებენ, რომელიც უინძორების ოჯახში მას შემდეგ დაიწყო, რაც მეგანი ჰარის ცოლი გახდა.