საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი რომ იბადება, ადამიანებს წინასწარ აქვთ განსაზღვრული "ქოცი" უნდა იყოს თუ "ნაცი" - მიშა ანდღულაძის ინტერვიუ იუმორისტების სატელევიზიო მოგზაურობასა და "ამფითეატრის გამქირავებელზე“
"ბავშვი რომ იბადება, ადამიანებს წინასწარ აქვთ განსაზღვრული "ქოცი" უნდა იყოს თუ "ნაცი" - მიშა ანდღულაძის ინტერვიუ იუმორისტების სატელევიზიო მოგზაურობასა და "ამფითეატრის გამქირავებელზე“

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის პოდ­კასტს სკან­და­ლი მოყ­ვა. მსა­ხი­ო­ბის სტუ­მა­რი, იუ­მო­რის­ტი მიშა ან­დღუ­ლა­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­მაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა­ზე“ მათი გუნ­დის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვის მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა.

"ერთ დღე­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა გა­და­ცე­მა, რო­მელ­საც ვა­კე­თებ­დით, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ გა­და­ცე­მას ვა­კე­თებ­დით, ერ­თად და­ი­ხუ­რა.

ოლი­გარ­ქმა (და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი) არ შე­იძ­ლე­ბა უფუ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლოს მი­ზე­ზად. მი­ზე­ზი იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი იყო, რომ მირ­ჩევ­ნია არ ვთქვა. ვერ და­ვი­ჯე­რეთ, რომ ამ­დენ გა­და­ცე­მას აკე­თებ უცებ და ასე­თი მი­ზე­ზით უცებ გი­ხუ­რა­ვენ. ისიც არ იყო, რომ რე­ი­ტინ­გი არ აქვს, მი­ზე­ზი იყო, კონ­კრე­ტუ­ლად, ნუ, მოკ­ლედ - სო­ლო­ლა­კი რომ ვერ "ავი­ღეთ".

Ambebi.ge-სთან ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მიშა ან­დღუ­ლა­ძე სხვა­დას­ხვა დროს გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ყვე­ლა კრი­ზი­სი, პი­რი­ქით აძ­ლი­ე­რებს და ამის­თვის მად­ლი­ე­რია. ახლა გუნდს სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზია აქვს და თავს თა­ვი­სუფ­ლად და კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ.

- მიშა, სკან­და­ლი მოჰ­ყვა თქვენს სტუმ­რო­ბას გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის პოდ­კას­ტში. ბევ­რმა არ იცო­და, რომ "ფორ­მუ­ლა­დან“ წა­მოხ­ვე­დით.

- ჯერ არ წა­მოვ­სულ­ვართ, პრო­ცეს­ში ვართ. ხალ­ხის ჩა­ნაც­ვლე­ბა მი­დის, ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ვერ ვხვდე­ბი, რა სკან­დალს გუ­ლის­ხმობთ, პოს­ტი რომ ამოგ­ზა­უ­რეს სამ­თავ­რო­ბო არ­ხებ­მა?

- დიახ, სა­დაც და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ოლი­გარ­ქად მო­იხ­სე­ნი­ეთ და აღ­ნიშ­ნეთ, რომ გა­და­ცე­მე­ბი იმი­ტომ და­გი­ხუ­რეს სო­ლო­ლა­კი (იგუ­ლის­ხმე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შუ­შის სა­სახ­ლე - ავტ.) ვერ აი­ღეთ. რე­ა­ლუ­რად "ფორ­მუ­ლა­ზე“ არ და­ხუ­რუ­ლა თქვე­ნი გა­და­ცე­მე­ბი?

- ამ ეტაპ­ზე "ნიკა არა­ბი­ძის შოუ“ და­ი­ხუ­რა, და­ნარ­ჩე­ნი საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის ამ­ბა­ვია, რას შევ­თა­ვა­ზებთ. რაც შე­ე­ხე­ბა კე­ზე­რაშ­ვილ­ზე ლა­პა­რაკს, ახა­ლი არ არის. იუ­მო­რის­ტის­გან რომ სე­რი­ო­ზუ­ლად იღე­ბენ რა­ღა­ცას, ეს კი­დევ ცალ­კე სა­კი­თხია. რა­ტომ გა­უკ­ვირ­დათ ჩემ­გან, სე­რი­ო­ზუ­ლა­დაც რომ მეთ­ქვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი პო­ლი­ტი­კა­შია ჩარ­თუ­ლი. არც ახა­ლია რამე და არც უც­ნა­უ­რი.

- თუმ­ცა, ვიდ­რე "ფორ­მუ­ლა­ზე“ გა­დახ­ვი­დო­დით, ახა­ლი გუნ­დის მის­ვლის შემ­დეგ, იუ­მო­რის­ტე­ბის ნა­წილ­თან ერ­თად, "რუს­თა­ვი 2-ზე“ დარ­ჩით. გქონ­დათ ბევ­რი გა­და­ცე­მა, რა­ტომ მი­ი­ღეთ "ფორ­მუ­ლა­ზე“ გა­დას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- ძა­ლან მარ­ტი­ვია, ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ეძებს მის­თვის კომ­ფორ­ტულ სივ­რცეს და ეს სივ­რცე ვიდ­რე კომ­ფორ­ტუ­ლია, თა­ვის საქ­მეს აკე­თებს. რო­გორც კი დის­კომ­ფორ­ტი შე­მო­დის, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ფი­ნან­სუ­რი, ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა, ბევ­რი რა­ღაც, იწყებ სხვა ვა­რი­ანტზე ფიქ­რს. მი­ვი­ღეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი იყო და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ვი­ღეთ. ვფიქ­რობ­დით, "ფორ­მუ­ლა“ იქ­ნე­ბო­და ხელ­საყ­რე­ლი ჩვე­ნი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. აქ მე­ო­რე პრობ­ლე­მაა, ჩემი სა­უბ­რის არ იყოს, სამ­თავ­რო­ბო არ­ხებ­ზე რომ ამოგ­ზა­უ­რეს, თით­ქოს რამე სას­წა­უ­ლი ვთქვი... ჩვენ, მთე­ლი ერი იმი­ტომ ვართ ცუ­დად, რომ ნე­გა­ტივ­ზე ვართ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი და არა - კარ­გზე. ეს არის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა. ხალ­ხი მომ­ზა­დე­ბუ­ლია სხვის გან­სას­ჯე­ლად - და­სა­გე­ში ტკბი­ლე­უ­ლი გა­და­უდ­გე, არი­ქა, ვი­ღა­ცამ რა­ღაც თქვა და იწყე­ბა...

- ამ ინ­ტერ­ვი­უმ ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან არ შე­გიქ­მნათ პრობ­ლე­მა? თით­ქმის ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ა­შუ­ქა ის მო­ნაკ­ვე­თი, რო­მელ­შიც კე­ზე­რაშ­ვილს ახ­სე­ნებთ.

- ბო­ლომ­დე მო­ეს­მი­ნათ ეგ წი­ნა­და­დე­ბა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და... მად­ლო­ბა­საც ვამ­ბობ, რად­გან ყვე­ლა კრი­ზი­სი გაძ­ლევს გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ჩვენ რომ კრი­ზი­სი შეგ­ვექ­მნა "რუს­თა­ვი 2-ზე“, ამის­თვი­საც მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი ყვე­ლას, რად­გან შემ­დეგ ახალ იდე­ებს ეძებ.

- არა­სო­დეს გა­მო­ჩე­ნილ­ხართ პო­ლი­ტი­კურ შეკ­რე­ბებ­ზე, არც სი­ტყვი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა მახ­სოვს რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის...

- რა­ტომ უნდა მე­აქ­ტი­უ­რა, მე ხომ იუ­მო­რის­ტი ვარ, პო­ლი­ტი­კო­სი ხომ არ ვარ. რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, ჩემი პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას არ­ჩევ­ნებ­ზე მის­ვლით გა­მოვ­ხა­ტავ. მეტი რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩემი მხრი­დან. მეც მი­ნა­ხავს იუ­მო­რის­ტე­ბი მსგავს შეხ­ვედ­რებ­ზე და ეს უც­ნა­უ­რია, ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მე უნდა აკე­თოს. მო­დით, რა, ყვე­ლამ ერ­თად ვა­კე­თოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის საქ­მე და არა წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან სი­ტყვე­ბი ვგლი­ჯოთ. თუ ასე უს­მენ­დნენ პოდ­კას­ტებს, ძა­ლი­ან მი­ხა­რია. აქვე მინ­და გი­თხრათ, რომ სი­ტყვა ოლი­გარ­ქი ძველ ათენ­ში შეძ­ლე­ბულ ადა­მი­ანს ნიშ­ნავ­და, რო­მე­ლიც აქი­რა­ვებ­და ამ­ფი­თე­ატრს. აბა, ამა­ზე რას იტყვი­ან ვნა­ხოთ, რო­გორ აი­ტა­ცე­ბენ. ოლი­გარ­ქია - ამ­ფი­თე­ატ­რის გა­ქი­რა­ვე­ბა...

- ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ოც­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი წა­ვი­კი­თხე თქვე­ნი მი­სა­მარ­თით, წერ­დნენ, ნი­ჭი­ე­რი კა­ცი­აო...

- ჩვენ მა­ინც მხა­რე­ე­ბად ვართ და­ყო­ფი­ლე­ბი, რაც დიდი უბე­დუ­რე­ბაა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ამას ამ­ბო­ბენ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი“ - იმას, "შუ­ა­შის­ტე­ბი“ კი­დევ - სხვას. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვი რომ იბა­დე­ბა, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი აქვთ ადა­მი­ა­ნებს, ეს ბავ­შვი "ქოცი" უნდა იყოს, თუ "ნაცი". ეს სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ჯო­ჯო­ხე­თია. იმა­ზე მე­ტად ერ­ჩი­ან ერ­თმა­ნეთს, ვიდ­რე რუ­სე­თი ან სხვა მტე­რი გვმტრობს. აი, ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა. ადა­მი­ანს სამ­სა­ხუ­რი ვერ შე­უც­ვლია, ლან­ძღვა ან ქება რომ არ ატყდეს ან რამე არ მი­ა­კე­რონ. ეს ახა­ლი არ არის და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე­საც ასე ლან­ძღავ­დნენ და გო­გე­ბაშ­ვილს "მო­გე­ბაშ­ვი­ლი" და­არ­ქვეს. მე რა უნდა გა­მიკ­ვირ­დეს, კო­მე­დი­ანტს, რო­დე­საც ამ­ხე­ლა ხალ­ხს ლან­ძღავ­დნენ, მე ვინ ვარ?.. ეს არ დამ­თავ­რდე­ბა კარ­გა ხანი.

- სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზია გა­ა­კე­თეთ...

- 2 წლის წინ, რო­დე­საც "ამ­ფი­თე­ატ­რის გამ­ქი­რა­ვე­ბელ­მა“ არხზე ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი და­ხუ­რა, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია და თა­ვად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით სა­კუ­თა­რი თა­ვის დი­რექ­ტო­რე­ბი. შე­ვი­ძი­ნეთ სიხ­ში­რე და გა­ვაგ­რძე­ლეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა "ფორ­მუ­ლას­თან“ და "არა­ბი­ძის შოუ“ დარ­ჩა, რის­თვი­საც მად­ლობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ამ არხს ვე­ქა­ჩე­ბით ახლა, და­სა­წყი­სია. სე­რი­ა­ლებს ვა­კე­თებთ და ჯერ­ჯე­რო­ბით ვმუ­შა­ობთ. ასე­ვე "სთენ­და­ფის“ ხაზი მაქვს, თე­ბერ­ვალ­ში გერ­მა­ნი­ა­ში მექ­ნე­ბა გა­მოს­ვლა. პოდ­კას­ტის და­წყე­ბა­საც ვა­პი­რებ..

- პოდ­კას­ტის ვი­დე­ოს ერთ-ერთ კო­მენ­ტარ­ში თქვენ­ზე წერ­დნენ, რომ მიშა ან­დღუ­ლა­ძემ წიგ­ნი და­წე­რა, მაგ­რამ თა­ვად წიგ­ნე­ბი არ აქ­ვსო წა­კი­თხუ­ლი.

- ეს მა­გა­რი კომ­პლი­მენ­ტია. ადა­მი­ანს წიგ­ნი თუ არ გაქვს წა­კი­თხუ­ლი და წიგნს წერ, მა­გა­რია. მალე ჩემი მე­ო­რე წიგ­ნიც გა­მო­ვა. ამ­ჯე­რად ერ­თად მო­ვუ­ყა­რე თავი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მომ­ხდარ უც­ნა­ურ, აბ­სურ­დულ, სა­სა­ცი­ლო და ტრა­გი­კულ ამ­ბებს.

- ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი და­გი­წე­რი­ათ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სკან­და­ლუ­რი იქ­ნე­ბა, რად­გან ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ წერთ...

- კი, ბა­ტო­ნო, ვნა­ხოთ. ნე­ბის­მი­ე­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მცდე­ლო­ბა უნდა იყოს რა­ღაც აქტი, საქ­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა ჩა­ი­დი­ნა. თან რაც უფრო მეტს დავ­წერ, უკე­თე­სია, ამ წიგ­ნებს ხომ მეც ვკი­თხუ­ლობ და უფრო მეტი წიგ­ნი მექ­ნე­ბა წა­კი­თხუ­ლი. ორ კურ­დღელს ერ­თდრო­უ­ლად ვი­ჭერ. ასე რომ, ამ კო­მენ­ტა­რის ავ­ტორ­მაც წერა რომ და­ი­წყოს და თა­ვის საქ­მეს მი­ხე­დოს, უფრო ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა.

- მიშა, ბოლო წლებ­ში რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მას სტუმ­რობ­დით, რომ­ლის დრო­საც ოჯა­ხის წევ­რებ­ზე სა­უბ­რობ­დით, ამას არა­ერ­თი სკან­და­ლი მოყ­ვა. ნა­ნობთ ამ გა­და­ცე­მებ­ში სტუმ­რო­ბას?

- სი­ნა­ნულს რაც შე­ე­ხე­ბა, რო­დე­საც რა­ღაც პი­რად­ზე ლა­პა­რა­კობ, ხუმ­რო­ბაც რომ იყოს, შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს აწყე­ნო­ნო. ახ­ლო­ბელ­ზე რამე სა­სა­ცი­ლო ის­ტო­რია რომ მო­მი­ყო­ლია, და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს რომ გა­ე­ცი­ნა, მაგ­რამ გრძნობ, რომ სა­დღაც არ მო­ე­წო­ნა. ადა­მი­ა­ნე­ბი იმი­ტომ ვართ, რომ შეგ­ვიძ­ლია შეც­დო­მა და­ვუშ­ვათ და თუ ვინ­მეს ვა­წყე­ნი­ნეთ, ბო­დი­შიც მო­ვუ­ხა­დოთ. ქუ­ჩა­ში მხვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი და მე­უბ­ნე­ბი­ან, ჩემს გვარს რას ერჩი, სკეტჩში ახ­სე­ნე­თო... ვე­უბ­ნე­ბი, რას უნდა ვერ­ჩო­დე, შე­იძ­ლე­ბა არც ვიც­ნობ­დე, ასეთ რა­ღა­ცე­ბის­გან არ ვართ და­ზღვე­უ­ლე­ბი.

• ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ნიკა არა­ბი­ძე "რუს­თა­ვი 2“-ზე დაბ­რუნ­და. კო­მენ­ტარ­ზე ისევ მიშა ან­დღუ­ლა­ძეს და­ვუ­რე­კეთ:

- ეს ჩემ­თვი­საც სი­ახ­ლეა, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რომ ნიკა აღარ იყო ჩვენ­თან. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას, ნი­კა­საც და ჩემს მე­გობ­რებ­საც, ყვე­ლას. ჩვენ დავ­მოგ­ზა­უ­რობთ. პრინ­ციპ­ში, ეგ ისე­დაც გი­თხა­რით, რომ "ნი­კას შოუ“ ფორ­მუ­ლა­ზე აღარ გა­დი­ო­და.

მე ვრჩე­ბი ისევ "სი კორ­პო­რა­ცი­ა­ში“ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გრძელ­დე­ბა მთა­ვარ არხთან, სა­დაც "ილოს შოუს" ვა­კე­თებთ და ჯერ­ჯე­რო­ბით "ფორ­მუ­ლას­თან" კი­დევ გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
4

ბეროშვილის შოუს არავინ უყურებს,დაიკარგები

Status quo
8

მიშა, კაი გამო..ნაცებული ხარ, ჯიგარო.შეირიგე მშობლები და დედმამიშვილი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ბავშვი რომ იბადება, ადამიანებს წინასწარ აქვთ განსაზღვრული "ქოცი" უნდა იყოს თუ "ნაცი" - მიშა ანდღულაძის ინტერვიუ იუმორისტების სატელევიზიო მოგზაურობასა და "ამფითეატრის გამქირავებელზე“

"ბავშვი რომ იბადება, ადამიანებს წინასწარ აქვთ განსაზღვრული "ქოცი" უნდა იყოს თუ "ნაცი" - მიშა ანდღულაძის ინტერვიუ იუმორისტების სატელევიზიო მოგზაურობასა და "ამფითეატრის გამქირავებელზე“

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტს სკანდალი მოყვა. მსახიობის სტუმარი, იუმორისტი მიშა ანდღულაძე გახლდათ, რომელმაც ტელეკომპანია "ფორმულაზე“ მათი გუნდის მიერ გაკეთებული გადაცემების დახურვის მიზეზებზე ისაუბრა.

"ერთ დღესაც გვეუბნებიან, რომ ყველა გადაცემა, რომელსაც ვაკეთებდით, დაახლოებით ხუთ გადაცემას ვაკეთებდით, ერთად დაიხურა.

ოლიგარქმა (დავით კეზერაშვილი) არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად. მიზეზი იმდენად აბსურდული იყო, რომ მირჩევნია არ ვთქვა. ვერ დავიჯერეთ, რომ ამდენ გადაცემას აკეთებ უცებ და ასეთი მიზეზით უცებ გიხურავენ. ისიც არ იყო, რომ რეიტინგი არ აქვს, მიზეზი იყო, კონკრეტულად, ნუ, მოკლედ - სოლოლაკი რომ ვერ "ავიღეთ".

Ambebi.ge-სთან ვრცელ ინტერვიუში მიშა ანდღულაძე სხვადასხვა დროს გადაცემების დახურვის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველა კრიზისი, პირიქით აძლიერებს და ამისთვის მადლიერია. ახლა გუნდს საკუთარი ტელევიზია აქვს და თავს თავისუფლად და კომფორტულად გრძნობენ.

- მიშა, სკანდალი მოჰყვა თქვენს სტუმრობას გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში. ბევრმა არ იცოდა, რომ "ფორმულადან“ წამოხვედით.

- ჯერ არ წამოვსულვართ, პროცესში ვართ. ხალხის ჩანაცვლება მიდის, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. ვერ ვხვდები, რა სკანდალს გულისხმობთ, პოსტი რომ ამოგზაურეს სამთავრობო არხებმა?

- დიახ, სადაც დავით კეზერაშვილი ოლიგარქად მოიხსენიეთ და აღნიშნეთ, რომ გადაცემები იმიტომ დაგიხურეს სოლოლაკი (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლე - ავტ.) ვერ აიღეთ. რეალურად "ფორმულაზე“ არ დახურულა თქვენი გადაცემები?

- ამ ეტაპზე "ნიკა არაბიძის შოუ“ დაიხურა, დანარჩენი საქმიანი მოლაპარაკების ამბავია, რას შევთავაზებთ. რაც შეეხება კეზერაშვილზე ლაპარაკს, ახალი არ არის. იუმორისტისგან რომ სერიოზულად იღებენ რაღაცას, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რატომ გაუკვირდათ ჩემგან, სერიოზულადაც რომ მეთქვა, საქართველოში ბიზნესმენების დიდი ნაწილი პოლიტიკაშია ჩართული. არც ახალია რამე და არც უცნაური.

- თუმცა, ვიდრე "ფორმულაზე“ გადახვიდოდით, ახალი გუნდის მისვლის შემდეგ, იუმორისტების ნაწილთან ერთად, "რუსთავი 2-ზე“ დარჩით. გქონდათ ბევრი გადაცემა, რატომ მიიღეთ "ფორმულაზე“ გადასვლის გადაწყვეტილება?

- ძალან მარტივია, ადამიანი ყოველთვის ეძებს მისთვის კომფორტულ სივრცეს და ეს სივრცე ვიდრე კომფორტულია, თავის საქმეს აკეთებს. როგორც კი დისკომფორტი შემოდის, ეს შეიძლება იყოს ფინანსური, შიდაპოლიტიკური, სარედაქციო პოლიტიკა, ბევრი რაღაც, იწყებ სხვა ვარიანტზე ფიქრს. მივიღეთ შემოთავაზება, რომელიც უფრო კომფორტული იყო და გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ვფიქრობდით, "ფორმულა“ იქნებოდა ხელსაყრელი ჩვენი განვითარებისთვის. აქ მეორე პრობლემაა, ჩემი საუბრის არ იყოს, სამთავრობო არხებზე რომ ამოგზაურეს, თითქოს რამე სასწაული ვთქვი... ჩვენ, მთელი ერი იმიტომ ვართ ცუდად, რომ ნეგატივზე ვართ ჩასაფრებული და არა - კარგზე. ეს არის ძირითადი პრობლემა. ხალხი მომზადებულია სხვის განსასჯელად - დასაგეში ტკბილეული გადაუდგე, არიქა, ვიღაცამ რაღაც თქვა და იწყება...

- ამ ინტერვიუმ ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან არ შეგიქმნათ პრობლემა? თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა ის მონაკვეთი, რომელშიც კეზერაშვილს ახსენებთ.

- ბოლომდე მოესმინათ ეგ წინადადება, კარგი იქნებოდა... მადლობასაც ვამბობ, რადგან ყველა კრიზისი გაძლევს განვითარების საშუალებას. ჩვენ რომ კრიზისი შეგვექმნა "რუსთავი 2-ზე“, ამისთვისაც მადლობას გადავუხდი ყველას, რადგან შემდეგ ახალ იდეებს ეძებ.

- არასოდეს გამოჩენილხართ პოლიტიკურ შეკრებებზე, არც სიტყვიერი მხარდაჭერა მახსოვს რომელიმე პარტიის...

- რატომ უნდა მეაქტიურა, მე ხომ იუმორისტი ვარ, პოლიტიკოსი ხომ არ ვარ. როგორც მოქალაქე, ჩემი პოლიტიკურ აქტივობას არჩევნებზე მისვლით გამოვხატავ. მეტი რა უნდა ყოფილიყო ჩემი მხრიდან. მეც მინახავს იუმორისტები მსგავს შეხვედრებზე და ეს უცნაურია, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მოდით, რა, ყველამ ერთად ვაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის საქმე და არა წინადადებებიდან სიტყვები ვგლიჯოთ. თუ ასე უსმენდნენ პოდკასტებს, ძალიან მიხარია. აქვე მინდა გითხრათ, რომ სიტყვა ოლიგარქი ძველ ათენში შეძლებულ ადამიანს ნიშნავდა, რომელიც აქირავებდა ამფითეატრს. აბა, ამაზე რას იტყვიან ვნახოთ, როგორ აიტაცებენ. ოლიგარქია - ამფითეატრის გაქირავება...

- ამ განცხადების შემდეგ, ოცნების მხარდამჭერების დადებითი შეფასებები წავიკითხე თქვენი მისამართით, წერდნენ, ნიჭიერი კაციაო...

- ჩვენ მაინც მხარეებად ვართ დაყოფილები, რაც დიდი უბედურებაა. "ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამას ამბობენ, "ნაციონალები“ - იმას, "შუაშისტები“ კიდევ - სხვას. საქართველოში ბავშვი რომ იბადება, წინასწარ განსაზღვრული აქვთ ადამიანებს, ეს ბავშვი "ქოცი" უნდა იყოს, თუ "ნაცი". ეს სასაცილოა, მაგრამ რეალურად ჯოჯოხეთია. იმაზე მეტად ერჩიან ერთმანეთს, ვიდრე რუსეთი ან სხვა მტერი გვმტრობს. აი, ეს არის საშინელება. ადამიანს სამსახური ვერ შეუცვლია, ლანძღვა ან ქება რომ არ ატყდეს ან რამე არ მიაკერონ. ეს ახალი არ არის და ილია ჭავჭავაძესაც ასე ლანძღავდნენ და გოგებაშვილს "მოგებაშვილი" დაარქვეს. მე რა უნდა გამიკვირდეს, კომედიანტს, როდესაც ამხელა ხალხს ლანძღავდნენ, მე ვინ ვარ?.. ეს არ დამთავრდება კარგა ხანი.

- საკუთარი ტელევიზია გააკეთეთ...

- 2 წლის წინ, როდესაც "ამფითეატრის გამქირავებელმა“ არხზე ჩვენი რამდენიმე პროექტი დახურა, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ჩვენი ტელევიზია და თავად ვყოფილიყავით საკუთარი თავის დირექტორები. შევიძინეთ სიხშირე და გავაგრძელეთ მოლაპარაკება "ფორმულასთან“ და "არაბიძის შოუ“ დარჩა, რისთვისაც მადლობლები ვიყავით. ამ არხს ვექაჩებით ახლა, დასაწყისია. სერიალებს ვაკეთებთ და ჯერჯერობით ვმუშაობთ. ასევე "სთენდაფის“ ხაზი მაქვს, თებერვალში გერმანიაში მექნება გამოსვლა. პოდკასტის დაწყებასაც ვაპირებ..

@mishaandguladze1 #misha#andguladze #comedy#standup#books##მიშაანდღულაძე #ნადგომიწყალი#ინტელექტი#music#funny#ccorporation#comedyshow #tvc#cinkvesebi #maclarenspub#podcast#tiktok#mishaandguladze1 ♬ original sound - misha Andguladze

- პოდკასტის ვიდეოს ერთ-ერთ კომენტარში თქვენზე წერდნენ, რომ მიშა ანდღულაძემ წიგნი დაწერა, მაგრამ თავად წიგნები არ აქვსო წაკითხული.

- ეს მაგარი კომპლიმენტია. ადამიანს წიგნი თუ არ გაქვს წაკითხული და წიგნს წერ, მაგარია. მალე ჩემი მეორე წიგნიც გამოვა. ამჯერად ერთად მოვუყარე თავი ტელევიზიაში მომხდარ უცნაურ, აბსურდულ, სასაცილო და ტრაგიკულ ამბებს.

- ავტობიოგრაფიული წიგნი დაგიწერიათ, სავარაუდოდ, სკანდალური იქნება, რადგან ტელევიზიების შიდა სამზარეულოს შესახებ წერთ...

- კი, ბატონო, ვნახოთ. ნებისმიერი შემოქმედებითი მცდელობა უნდა იყოს რაღაც აქტი, საქციელი, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა. თან რაც უფრო მეტს დავწერ, უკეთესია, ამ წიგნებს ხომ მეც ვკითხულობ და უფრო მეტი წიგნი მექნება წაკითხული. ორ კურდღელს ერთდროულად ვიჭერ. ასე რომ, ამ კომენტარის ავტორმაც წერა რომ დაიწყოს და თავის საქმეს მიხედოს, უფრო ბედნიერი იქნება.

- მიშა, ბოლო წლებში რამდენიმე გადაცემას სტუმრობდით, რომლის დროსაც ოჯახის წევრებზე საუბრობდით, ამას არაერთი სკანდალი მოყვა. ნანობთ ამ გადაცემებში სტუმრობას?

- სინანულს რაც შეეხება, როდესაც რაღაც პირადზე ლაპარაკობ, ხუმრობაც რომ იყოს, შეიძლება ვინმეს აწყენონო. ახლობელზე რამე სასაცილო ისტორია რომ მომიყოლია, დაურეკავს და უთქვამს რომ გაეცინა, მაგრამ გრძნობ, რომ სადღაც არ მოეწონა. ადამიანები იმიტომ ვართ, რომ შეგვიძლია შეცდომა დავუშვათ და თუ ვინმეს ვაწყენინეთ, ბოდიშიც მოვუხადოთ. ქუჩაში მხვდებიან ადამიანები და მეუბნებიან, ჩემს გვარს რას ერჩი, სკეტჩში ახსენეთო... ვეუბნები, რას უნდა ვერჩოდე, შეიძლება არც ვიცნობდე, ასეთ რაღაცებისგან არ ვართ დაზღვეულები.

• ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე საათში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა არაბიძე "რუსთავი 2“-ზე დაბრუნდა. კომენტარზე ისევ მიშა ანდღულაძეს დავურეკეთ:

- ეს ჩემთვისაც სიახლეა, თუმცა ვიცოდი, რომ ნიკა აღარ იყო ჩვენთან. წარმატებებს ვუსურვებ ყველას, ნიკასაც და ჩემს მეგობრებსაც, ყველას. ჩვენ დავმოგზაურობთ. პრინციპში, ეგ ისედაც გითხარით, რომ "ნიკას შოუ“ ფორმულაზე აღარ გადიოდა.

მე ვრჩები ისევ "სი კორპორაციაში“ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება მთავარ არხთან, სადაც "ილოს შოუს" ვაკეთებთ და ჯერჯერობით "ფორმულასთან" კიდევ გვაქვს მოლაპარაკება.

წაიკითხეთ ასევე: