ავტორი:

"თინეიჯერობის წლების გახსენება არ მიყვარს..." - თურმე ულამაზეს ნიკოლ კიდმანსაც აწუხებდა გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსი

"თინეიჯერობის წლების გახსენება არ მიყვარს..." - თურმე ულამაზეს ნიკოლ კიდმანსაც აწუხებდა გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსი

ავსტრალიელმა მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა Radio Times-თან ინტერვიუში, იმ მთავარ კომპლექსზე ისაუბრა, რაც წელბის განმავლობაში აწუხებდა. აღმოჩნდა, რომ მისთვის ყველაზე მთავარ პრობლემას თურმე სიმაღლე წარმოადგენდა - მსახიობის სიმაღლე 180 სანტიმეტრია.

"მახსოვს, მითხრეს, მსახიობის კარიერა ვერასდროს მექნებოდა, რადგან ამისთვის ზედმეტად მაღალი ვიყავი. მაშინ ბავშვი ვიყავი... ყველას ეგონა, რომ 160 სმ-ზე დაბალი ვიქნებოდი, ჩემი სიმაღლე კი უკვე 164 სმ იყო“, - იხსენებს მსახიობი.

აღსანიშნავია, რომ 13 წლის ასაკში ნიკოლის სიმაღლე უკვე 180 სანტიმეტრს აღწევდა. "თინეიჯერობის წლების გახსენება არ მიყვარს, რადგან თანატოლებისგან ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გავმხდარვარ", - ამბობს კიდმანი.

დღესაც კი, როცა უკვე წარმატებული მსახიობი და არაერთი ჯილდოს მფლობელია, კიდმანი მაინც ფიქრობს, რომ წითელ ხალიჩაზე გამოჩენისას "ჟირაფს“ ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლე პროფესიულ საქმიანობაში ხელს არ უშლის, მისთვის ეს მაინც მტკივნეულ თემად რჩება:

"მადლიერი ვარ, რომ ჯანმრთელი ვარ და სიარული შემიძლია, თუმცა სიმაღლის გამო მუხლებზე პრობლემა არაერთხელ შემქმნია. ეს ჩემი ყველაზე დიდი კომპლექსია“, - ამბობს კიდმანი.