Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წელი არ გავა, ვინმე არ მომაკლდეს. სიკვდილის კი არ მეშინია, უფრო მეფიქრება. რამდენიმეჯერ მოვკვდი და არც ისე საშიში ყოფილა..." - ზურა ყიფშიძე როლებზე, ოჯახსა და კლინიკურ სიკვდილზე
"წელი არ გავა, ვინმე არ მომაკლდეს. სიკვდილის კი არ მეშინია, უფრო მეფიქრება. რამდენიმეჯერ მოვკვდი და არც ისე საშიში ყოფილა..." - ზურა ყიფშიძე როლებზე, ოჯახსა და კლინიკურ სიკვდილზე

ზურა ყიფ­ში­ძემ უამ­რა­ვი როლი შექ­მნა კი­ნო­სა და თე­ატ­რში. მა­ყუ­რებ­ლის იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი მო­ი­პო­ვა, როცა გა­ი­გე­ბენ, მისი შეს­რუ­ლე­ბით თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლი ინიშ­ნე­ბა, ერთ სა­ათ­ში ბი­ლე­თი აღარ არის. გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" მსა­ხი­ობ­თან ჩა­წე­რა ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლი­და­ნაც გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს:

- რო­დის იყა­ვით ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი? როცა, ვთქვათ, სიმ­შვი­დეც იყო...

- სიმ­შვი­დეს ბედ­ნი­ე­რე­ბას არ ვე­ძა­ხი, პი­რი­ქით!.. ეს იყო 1977 წელი. იმ­ხა­ნად და­ვო­ჯახ­დი და ჩვე­ნი თე­ატ­რი ყა­ლიბ­დე­ბო­და. შვი­ლი შე­მე­ძი­ნა... ერ­თდრო­უ­ლად იმ­დე­ნი კარ­გი რამ მოხ­და. სა­ზღვარ­გა­რეთ მე­ძახ­დნენ სა­მუ­შა­ოდ - მე უარი ვთქვი. ჯან­ზე ვი­ყა­ვი, მყავ­და ცხე­ნი, ძაღ­ლე­ბი, მან­ქა­ნა, გა­და­სა­რე­ვი ცოლი და ოჯა­ხი - ეს იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­რი­ო­დი.…მერე და მერე ღმერ­თი მა­ინც გიგ­ზავ­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბას იმის სა­ხით, ამის სა­ხით, მაგ­რამ ნელ-ნელა, აი, რო­გორც „Art“-შია - "თოვს და თოვს, სა­ნამ კაცი არ გაქ­რე­ბა, არ გა­და­ვა იქ, სა­დაც შემ­დეგ ფე­რიც­ვა­ლე­ბა ელის!".

- ყვე­ლა­ზე ხში­რად რაზე ფიქ­რობთ?

- წლებ­თან ერ­თად სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ხდე­ბი, მაგ­რამ ის, რომ თით­ქმის სულ მარ­ტო დავ­რჩი, ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს. წელი არ გავა, ვინ­მე არ მო­მაკ­ლდეს. სიკ­ვდი­ლის კი არ მე­ში­ნია, უფრო მე­ფიქ­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე­ჯერ მოვ­კვდი და არც ისე სა­ში­ში ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მე მა­ინც იმ შე­უც­ნო­ბად­ზე მე­ფიქ­რე­ბა, მერე რა ხდე­ბა. აი, იქ უნდა გვეს­მო­დეს ის, რაც არ გეს­მის, ვგრძნობ­დეთ...

- კლი­ნი­კურ სიკ­ვდილს გუ­ლის­ხმობთ?

- კი, არა­ფე­რი ისე­თი არ ხდე­ბა, პი­რი­ქით, სი­ა­მოვ­ნე­ბის გან­ცდაა. ორ­ჯერ სე­რი­ო­ზუ­ლი იყო, ორ­ჯერ - ისე რა. იცი, შეგ­რძნე­ბა რო­გო­რი იყო? რომ და­ი­ღა­ლე და და­ის­ვე­ნე. ძა­ლით და­მაბ­რუ­ნეს, თო­რემ არ ვა­პი­რებ­დი მობ­რუ­ნე­ბას. რომ ვიცი, იქ მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხი, დედა, დე­ი­დე­ბი არი­ან...

- ვინ არის ზურა ყიფ­ში­ძე?

- ყვე­ლა­ნი ვი­ღა­ცე­ბი ვართ... ცოტა ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი და მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში გა­ჭე­დი­ლი, ვერ ავ­ყე­ვი ამ 21-ე სა­უ­კუ­ნეს. თუმ­ცა დღემ­დე ვა­კე­თებ იმას, რაც მომ­წონს, მაგ­რამ უნდა ვა­კე­თო ის, რაც სხვებს მოს­წონთ...

მე ძა­ლი­ან დიდი ოჯა­ხი მყავს და არ შე­იძ­ლე­ბა ამის თქმა, მაგ­რამ მარ­ტო­სუ­ლი ვარ. თე­ატ­რში, რო­მე­ლიც ყვე­ლამ ერ­თად ავა­შე­ნეთ მი­ხე­ილ ივა­ნი­ჩის წი­ნამ­ძღო­ლო­ბით, დღემ­დე ვარ, მარ­ჯა­ნიშ­ვილ­შიც ვარ, მაგ­რამ მა­ინც ყვე­ლა მარ­ტოა...

- ეს გა­წუ­ხებთ?

- რა თქმა უნდა. ისევ 60-70-იან წლებ­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი. სი­ბე­რე ძა­ლი­ან ცუდი გა­მო­გო­ნე­ბაა, ბრძენ­დე­ბი, მაგ­რამ ბევ­რი რამ არ გახ­სოვს და ეს ძა­ლი­ან ცუ­დია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯასთ
8

ამ კაცმა და მისმა ოჯახმა ხო შეგვაღონა წუწუნით, კაით რაა მართლა და მართლა

!!
5

და შენ რატომ ხარ აქ?

ავტორი:

"წელი არ გავა, ვინმე არ მომაკლდეს. სიკვდილის კი არ მეშინია, უფრო მეფიქრება. რამდენიმეჯერ მოვკვდი და არც ისე საშიში ყოფილა..." - ზურა ყიფშიძე როლებზე, ოჯახსა და კლინიკურ სიკვდილზე

"წელი არ გავა, ვინმე არ მომაკლდეს. სიკვდილის კი არ მეშინია, უფრო მეფიქრება. რამდენიმეჯერ მოვკვდი და არც ისე საშიში ყოფილა..." - ზურა ყიფშიძე როლებზე, ოჯახსა და კლინიკურ სიკვდილზე

ზურა ყიფშიძემ უამრავი როლი შექმნა კინოსა და თეატრში. მაყურებლის იმხელა სიყვარული მოიპოვა, როცა გაიგებენ, მისი შესრულებით თეატრში სპექტაკლი ინიშნება, ერთ საათში ბილეთი აღარ არის. გაზეთმა "კვირის პალიტრამ" მსახიობთან ჩაწერა ინტერვიუ, რომლიდანაც გთავაზობთ ნაწყვეტს:

- როდის იყავით ყველაზე ბედნიერი? როცა, ვთქვათ, სიმშვიდეც იყო...

- სიმშვიდეს ბედნიერებას არ ვეძახი, პირიქით!.. ეს იყო 1977 წელი. იმხანად დავოჯახდი და ჩვენი თეატრი ყალიბდებოდა. შვილი შემეძინა... ერთდროულად იმდენი კარგი რამ მოხდა. საზღვარგარეთ მეძახდნენ სამუშაოდ - მე უარი ვთქვი. ჯანზე ვიყავი, მყავდა ცხენი, ძაღლები, მანქანა, გადასარევი ცოლი და ოჯახი - ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი.…მერე და მერე ღმერთი მაინც გიგზავნის ბედნიერებას იმის სახით, ამის სახით, მაგრამ ნელ-ნელა, აი, როგორც „Art“-შია - "თოვს და თოვს, სანამ კაცი არ გაქრება, არ გადავა იქ, სადაც შემდეგ ფერიცვალება ელის!".

- ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ?

- წლებთან ერთად სენტიმენტალური ხდები, მაგრამ ის, რომ თითქმის სულ მარტო დავრჩი, ძალიან მაწუხებს. წელი არ გავა, ვინმე არ მომაკლდეს. სიკვდილის კი არ მეშინია, უფრო მეფიქრება. რამდენიმეჯერ მოვკვდი და არც ისე საშიში ყოფილა, მაგრამ მე მაინც იმ შეუცნობადზე მეფიქრება, მერე რა ხდება. აი, იქ უნდა გვესმოდეს ის, რაც არ გესმის, ვგრძნობდეთ...

- კლინიკურ სიკვდილს გულისხმობთ?

- კი, არაფერი ისეთი არ ხდება, პირიქით, სიამოვნების განცდაა. ორჯერ სერიოზული იყო, ორჯერ - ისე რა. იცი, შეგრძნება როგორი იყო? რომ დაიღალე და დაისვენე. ძალით დამაბრუნეს, თორემ არ ვაპირებდი მობრუნებას. რომ ვიცი, იქ მეგობრები და ოჯახი, დედა, დეიდები არიან...

- ვინ არის ზურა ყიფშიძე?

- ყველანი ვიღაცები ვართ... ცოტა ჩამორჩენილი და მეოცე საუკუნეში გაჭედილი, ვერ ავყევი ამ 21-ე საუკუნეს. თუმცა დღემდე ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, მაგრამ უნდა ვაკეთო ის, რაც სხვებს მოსწონთ...

მე ძალიან დიდი ოჯახი მყავს და არ შეიძლება ამის თქმა, მაგრამ მარტოსული ვარ. თეატრში, რომელიც ყველამ ერთად ავაშენეთ მიხეილ ივანიჩის წინამძღოლობით, დღემდე ვარ, მარჯანიშვილშიც ვარ, მაგრამ მაინც ყველა მარტოა...

- ეს გაწუხებთ?

- რა თქმა უნდა. ისევ 60-70-იან წლებში დავბრუნდებოდი. სიბერე ძალიან ცუდი გამოგონებაა, ბრძენდები, მაგრამ ბევრი რამ არ გახსოვს და ეს ძალიან ცუდია. წაიკითხეთ სრულად