საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა თელიას რჩევები ატოპიური დერმატიტის დროს
ზაზა თელიას რჩევები ატოპიური დერმატიტის დროს

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი უმე­ტე­სად კა­ნის ქა­ვი­ლი­თა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი კა­ნის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც, რო­გორც წესი, ბავ­შვებ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა და ზრდას­რუ­ლო­ბამ­დე რე­მი­სი­ა­შიც გა­და­დის. მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი კა­ნის ბა­რი­ე­რის დე­ფექ­ტია. გამ­წვა­ვე­ბას კი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რი, მათ შო­რის, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა და ტე­ნი­ა­ნო­ბა უწყობს ხელს.

დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ზაზა თე­ლია გან­მარ­ტავს, რომ და­ა­ვა­დე­ბას კა­ნის სი­წით­ლე და აქერ­ცვლა ახა­სი­ა­თებს. ქა­ვი­ლის შე­დე­გად ჩნდე­ბა თვით­და­ზი­ა­ნე­ბის ნიშ­ნე­ბი ნა­კაწ­რე­ბის სა­ხით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სის­ხლმდე­ნიც კი იყოს. ზაზა თე­ლია და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე, პრე­ვენ­ცი­ა­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გზებ­ზე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა ტი­პის და­ა­ვა­დე­ბაა ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი და რა სიმპტო­მე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ის ყვე­ლა­ზე ხში­რად?

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი კა­ნის სიმ­შრა­ლეს­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მაა. მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი გახ­ლავთ კა­ნის ბა­რი­ე­რის დე­ფექ­ტი. ეს ნიშ­ნავს, რომ კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს გე­ნე­ტი­კუ­რად აქვთ კა­ნის ბა­რი­ე­რის დე­ფექ­ტი, კერ­ძოდ, ფი­ლაგ­რი­ნის გე­ნის დე­ფი­ცი­ტი. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, კა­ნის უჯრე­დე­ბი უნდა იყოს ერ­თმა­ნეთ­თან გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი, ფი­ლაგ­რი­ნის გე­ნის დე­ფი­ცი­ტის გამო კი გა­და­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა არ ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, დარ­ღვე­უ­ლია მთლი­ა­ნო­ბა ანუ ბა­რი­ე­რის დე­ფექ­ტი გვაქვს, რაც სხვა­დას­ხვა ჩი­ვი­ლის წი­ნა­პი­რო­ბაა. პირ­ველ რიგ­ში, ეს გახ­ლავთ აორ­თქლე­ბის პრობ­ლე­მა ანუ ორ­გა­ნიზ­მი­დან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყა­ლი იკარ­გე­ბა, ჩნდე­ბა სიმ­შრა­ლე, რაც იწ­ვევს აუ­ტა­ნელ ქა­ვილს. ქა­ვი­ლის გამო ადა­მი­ა­ნი თვით­და­ზი­ა­ნე­ბას იღებს და კანს იკაწ­რავს. მო­კაწ­რუ­ლი უფრო მეტ ქა­ვილს იწ­ვევს. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს კაწ­ვრა-ქა­ვი­ლის წრეს ვუ­წო­დებთ და ამ წრი­დან გა­მოს­ვლა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შვე­ბის­თვის. ქა­ვი­ლი ხდე­ბა ძილ­შიც.

რა არის და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი და სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე რა გა­ნა­პი­რო­ბებს მის გამ­წვა­ვე­ბას?

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი გახ­ლავთ გე­ნე­ტი­კუ­რად დე­ტერ­მი­ნი­რე­ბუ­ლი, ქრო­ნი­კუ­ლი, არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის გამ­წვა­ვე­ბის მი­ზე­ზიც მულ­ტი­ფაქ­ტო­რუ­ლია. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ეს გახ­ლავთ კა­ნის ბა­რი­ე­რის დე­ფექ­ტი და სწო­რედ ამი­ტომ ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის კანი უამ­რავ გა­რე­მო ფაქ­ტორ­ზე რე­ა­გი­რებს. პირ­ველ რიგ­ში, ეს გახ­ლავთ ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბა. პა­ცი­ენ­ტე­ბის 90%-ს და­ა­ვა­დე­ბა უმწვავ­დე­ბა ზამ­თარ­ში, სი­ცი­ვე­ში, რად­გან კან­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს რო­გორც სი­ცი­ვე, ისე და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ჩარ­თუ­ლი გათ­ბო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ბა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა. 10%-ს კი და­ა­ვა­დე­ბა, პი­რი­ქით, ზა­ფხულ­ში, სი­ცხე­ში ან მა­ღალ ტე­ნი­ა­ნო­ბა­ზე უმწვავ­დე­ბა.

რო­გორც ვთქვით, კანი, რომ­ლის ბა­რი­ე­რიც დარ­ღვე­უ­ლია, რე­ა­გი­რებს ყვე­ლა­ფერ­ზე და მათ შო­რის, თა­ვის მოვ­ლის, და­სა­ბან, სა­დე­ზინ­ფექ­ციო, სა­რე­ცხ და საწ­მენდ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, ასე­ვე საკ­ვებ­ზე. აქვე ხაზ­გას­მით მინ­და გი­თხრათ, რომ საკ­ვებ­ზე რე­აქ­ცია არ ნიშ­ნავს მისი მი­ღე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­ულ რე­აქ­ცი­ას. ეს არის კა­ნის რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ლო­კა­ლუ­რად, მა­გა­ლი­თად, პო­მიდვ­რის დაჭ­რის და კან­ზე კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად. ან რო­დე­საც ბავ­შვს ჭა­მის დროს ეს­ვრე­ბა სახე და კან­ზე მო­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი იწ­ვევს რე­აქ­ცი­ას. სი­წით­ლე­სა და ქა­ვილს იწ­ვევს საკ­ვებ­თან კონ­ტაქ­ტი.

კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ალერ­გე­ნე­ბი იწ­ვე­ვენ და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბას?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი არ არის ალერ­გია, მისი გამ­წვა­ვე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია გარ­კვე­უ­ლი ალერ­გე­ნე­ბის კან­თან კონ­ტაქტთან. ძი­რი­თა­დი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ალერ­გე­ნე­ბის ჯგუ­ფე­ბია: არა­ფორ­მალ­დე­ჰი­დე­ბი, ფორ­მალ­დე­ჰი­დე­ბი, სურ­ფაქ­ტან­ტე­ბი, მა­თეთ­რებ­ლე­ბი, პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ეთერ­ზე­თე­ბი და მცე­ნა­რე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. ხში­რად მცე­ნა­რე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო ჰგო­ნი­ათ, ამ დრო კი სწო­რედ ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი მი­ზე­ზი. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ალერ­გე­ნია ჩაის ხის ზეთი.

პა­ცი­ენ­ტებს ვურ­ჩევთ, გა­მო­ი­ყე­ნონ ბამ­ბის ტან­საც­მე­ლი, რად­გან სინ­თე­ტი­კაც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის გამ­წვა­ვე­ბის ფაქ­ტო­რი. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა, რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ყე­ნებთ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საკ­მა­ოდ და­ბა­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ის დონე იმის შე­სა­ხებ, რომ ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი შე­იძ­ლე­ბა სა­რე­ცხი და საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაც იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი. რას გვე­ტყვით ამის შე­სა­ხებ, რო­გორ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ ისი­ნი?

სა­რე­ცხი და საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი პირ­და­პირ კონ­ტაქტს გა­ნიც­დი­ან კან­თან. სწო­რედ ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა მათ­თან კონ­ტაქ­ტი­სას საკ­მა­ოდ მძაფ­რი იყოს რე­აქ­ცია კა­ნი­სა, რო­მელ­საც ბა­რი­ე­რუ­ლი დე­ფექ­ტი აქვს. ამი­ტომ მათ შერ­ჩე­ვას ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მარ­თვის დროს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ალერ­გე­ნე­ბის გარ­და, სა­რე­ცხი და საწ­მენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ უნდა შე­ი­ცავ­დეს პა­რა­ბე­ნებ­საც, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მაა.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე შე­მიძ­ლია რე­კო­მენ­და­ცია გა­ვუ­წიო გერ­მა­ნულ ბრენდ GRUNE KRAFT-ს, რო­მე­ლიც ECO LABEL-ის ქვეშ ქმნის რო­გორც სა­რე­ცხ, ისე საწ­მენდ სა­შუ­ა­ლე­ბებს. ისი­ნი არ შე­ი­ცა­ვენ ალერ­გე­ნებს, რაც სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი­თა და სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი­თაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. პრო­დუქ­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი თი­თო­ე­უ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტი სწრა­ფად ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დია. ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­მა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ GRUNE KRAFT-ის პრო­დუქ­ცია, რად­გან ყვე­ლა მათ­გა­ნი ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლია და შე­ი­ცავს მხო­ლოდ და მხო­ლოდ დერ­მა­ტო­ლო­გი­უ­რად ტეს­ტი­რე­ბულ ფორ­მუ­ლებს. შე­ფუთ­ვა კი 100%-ით გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პლასტმა­სით მზად­დე­ბა, რაც გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის­თვის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რო­გორ ხდე­ბა ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა?

ატო­პი­ურ დერ­მა­ტიტს აქვს გამ­წვა­ვე­ბა-რე­მი­სი­ის ფა­ზე­ბი. გამ­წვა­ვე­ბის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის სიმწვა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ინიშ­ნე­ბა ან ად­გი­ლობ­რი­ვად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი მა­ლა­მო­ე­ბი, ან სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ტაბ­ლე­ტი­რე­ბუ­ლი ან სა­ი­ნექ­ციო პრე­პა­რა­ტე­ბით.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ მხო­ლოდ წამ­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას აზრი არ აქვს თუ კა­ნის მოვ­ლის სწორ რუ­ტი­ნას არ და­ვი­ცავთ. სწორ მოვ­ლა­ში კი იგუ­ლის­ხმე­ბა არა მხო­ლოდ თა­ვის მოვ­ლის, არა­მედ ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ვი­ყე­ნებთ. სწო­რედ ეს გახ­ლავთ და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ქვა­კუ­თხე­დი. ეს ეხე­ბა რო­გორც რე­მი­სი­ის, ისე გამ­წვა­ვე­ბის პე­რი­ოდს. არ უნდა ვი­ფიქ­როთ, რომ და­ა­ვა­დე­ბა რე­მი­სი­ა­შია და კა­ნის შე­სა­ბა­მი­სი მოვ­ლა სა­ჭი­რო აღა­რაა.

რას გუ­ლის­ხმობს კა­ნის მოვ­ლის სწო­რი რუ­ტი­ნა? ეს მხო­ლოდ ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს ეხე­ბა თუ ყვე­ლას?

რა თქმა უნდა, კა­ნის სწო­რი მოვ­ლა ყვე­ლას­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. კა­ნის მოვ­ლის წე­სე­ბი კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • და­ბა­ნის პრო­ცე­სი არ უნდა გაგ­რძელ­დეს 10 წუთ­ზე მეტი;
  • წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა უნდა იყოს 35-38 გრა­დუ­სი;
  • და­სა­ბა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა იყოს პარ­ფი­უ­მის გა­რე­შე;
  • და­ბა­ნის შემ­დეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მოხ­დეს სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი და­მა­ტე­ნი­ა­ნებ­ლის წას­მა;
  • აუ­ცი­ლე­ბე­ლია მზის­გან დამ­ცა­ვი სა­ცხის ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა მი­უ­ხე­და­ვად სე­ზო­ნი­სა.

თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ კა­ნის პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გამ­წვავ­დეს საკ­ვებ­თან კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად. უშუ­ა­ლოდ კვე­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბას­თან?

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის დროს, კონ­კრე­ტუ­ლი საკ­ვე­ბის შე­ზღუდ­ვა უნდა და­ვა­წე­სოთ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ცალ­სა­ხად დას­ტურ­დე­ბა, რომ მისი მი­ღე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მოხ­და ჩი­ვი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა ანუ და­ი­წყო ქა­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარ ტამ
8

ეს საშინელი ქავილი საკუთარ თავზე გამოვცადე.მივიღე,E-ვიტამინი და დაზიანებულ ადგილებზე დაფნის ზეთს ვისვამდი.ეს უებარია.

გჯბნ
7

გენიოსია ფაქტიურად. ცნობილი ექიმი რომ ხარ, ბევრი პაციენტით და კარგი შემოსავლით, განა რამდენი უნდა გადაგიხადონ ,რომ სარეცხი საშუალების რეკლამა აკეთო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ზაზა თელიას რჩევები ატოპიური დერმატიტის დროს

ზაზა თელიას რჩევები ატოპიური დერმატიტის დროს

ატოპიური დერმატიტი უმეტესად კანის ქავილითა და გაღიზიანებით გამოხატული კანის ანთებითი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ბავშვებში გამოვლინდება და ზრდასრულობამდე რემისიაშიც გადადის. მისი გამომწვევი მიზეზი კანის ბარიერის დეფექტია. გამწვავებას კი სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა უწყობს ხელს.

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია განმარტავს, რომ დაავადებას კანის სიწითლე და აქერცვლა ახასიათებს. ქავილის შედეგად ჩნდება თვითდაზიანების ნიშნები ნაკაწრების სახით, რომელიც შეიძლება სისხლმდენიც კი იყოს. ზაზა თელია დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, პრევენციასა და მკურნალობის გზებზე დეტალურად გვესაუბრება.

რა ტიპის დაავადებაა ატოპიური დერმატიტი და რა სიმპტომებით გამოიხატება ის ყველაზე ხშირად?

ატოპიური დერმატიტი კანის სიმშრალესთან ასოცირებული პრობლემაა. მისი გამომწვევი მიზეზი გახლავთ კანის ბარიერის დეფექტი. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ ადამიანებს გენეტიკურად აქვთ კანის ბარიერის დეფექტი, კერძოდ, ფილაგრინის გენის დეფიციტი. მარტივად რომ ვთქვათ, კანის უჯრედები უნდა იყოს ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ფილაგრინის გენის დეფიციტის გამო კი გადაჯაჭვულობა არ ხდება. შესაბამისად, დარღვეულია მთლიანობა ანუ ბარიერის დეფექტი გვაქვს, რაც სხვადასხვა ჩივილის წინაპირობაა. პირველ რიგში, ეს გახლავთ აორთქლების პრობლემა ანუ ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით წყალი იკარგება, ჩნდება სიმშრალე, რაც იწვევს აუტანელ ქავილს. ქავილის გამო ადამიანი თვითდაზიანებას იღებს და კანს იკაწრავს. მოკაწრული უფრო მეტ ქავილს იწვევს. აღნიშნულ პროცესს კაწვრა-ქავილის წრეს ვუწოდებთ და ამ წრიდან გამოსვლა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. ქავილი ხდება ძილშიც.

რა არის დაავადების გამომწვევი მიზეზი და სხვადასხვა ეტაპზე რა განაპირობებს მის გამწვავებას?

ატოპიური დერმატიტი გახლავთ გენეტიკურად დეტერმინირებული, ქრონიკული, არაგადამდები დაავადება, რომლის გამწვავების მიზეზიც მულტიფაქტორულია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს გახლავთ კანის ბარიერის დეფექტი და სწორედ ამიტომ ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტების კანი უამრავ გარემო ფაქტორზე რეაგირებს. პირველ რიგში, ეს გახლავთ ტემპერატურის ცვლილება. პაციენტების 90%-ს დაავადება უმწვავდება ზამთარში, სიცივეში, რადგან კანზე გავლენას ახდენს როგორც სიცივე, ისე დახურულ სივრცეში ჩართული გათბობით გამოწვეული დაბალი ტენიანობა. 10%-ს კი დაავადება, პირიქით, ზაფხულში, სიცხეში ან მაღალ ტენიანობაზე უმწვავდება.

როგორც ვთქვით, კანი, რომლის ბარიერიც დარღვეულია, რეაგირებს ყველაფერზე და მათ შორის, თავის მოვლის, დასაბან, სადეზინფექციო, სარეცხ და საწმენდ საშუალებებზე, ასევე საკვებზე. აქვე ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ საკვებზე რეაქცია არ ნიშნავს მისი მიღების შედეგად გამოწვეულ რეაქციას. ეს არის კანის რეაქცია, რომელიც შეიძლება მივიღოთ ლოკალურად, მაგალითად, პომიდვრის დაჭრის და კანზე კონტაქტის შედეგად. ან როდესაც ბავშვს ჭამის დროს ესვრება სახე და კანზე მოდებული საკვები იწვევს რეაქციას. სიწითლესა და ქავილს იწვევს საკვებთან კონტაქტი.

კონკრეტულად რომელი ალერგენები იწვევენ დაავადების გამწვავებას?

მიუხედავად იმისა, რომ ატოპიური დერმატიტი არ არის ალერგია, მისი გამწვავება დაკავშირებულია გარკვეული ალერგენების კანთან კონტაქტთან. ძირითადი მაპროვოცირებელი ალერგენების ჯგუფებია: არაფორმალდეჰიდები, ფორმალდეჰიდები, სურფაქტანტები, მათეთრებლები, პარფიუმერული საშუალებები, ეთერზეთები და მცენარეული ნივთიერებები. ხშირად მცენარეული საშუალებები მაქსიმალურად უსაფრთხო ჰგონიათ, ამ დრო კი სწორედ ისინი შეიძლება გახდეს ატოპიური დერმატიტის მაპროვოცირებელი მიზეზი. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალერგენია ჩაის ხის ზეთი.

პაციენტებს ვურჩევთ, გამოიყენონ ბამბის ტანსაცმელი, რადგან სინთეტიკაც შეიძლება გახდეს ატოპიური დერმატიტის გამწვავების ფაქტორი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სარეცხი საშუალებების სწორად შერჩევა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.

საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია ინფორმაციის დონე იმის შესახებ, რომ ატოპიური დერმატიტი შეიძლება სარეცხი და საწმენდი საშუალებებითაც იყოს გამოწვეული. რას გვეტყვით ამის შესახებ, როგორ უნდა შევარჩიოთ ისინი?

სარეცხი და საწმენდი საშუალებები პირდაპირ კონტაქტს განიცდიან კანთან. სწორედ ამიტომ შეიძლება მათთან კონტაქტისას საკმაოდ მძაფრი იყოს რეაქცია კანისა, რომელსაც ბარიერული დეფექტი აქვს. ამიტომ მათ შერჩევას ატოპიური დერმატიტის მართვის დროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

ზემოთ დასახელებული ალერგენების გარდა, სარეცხი და საწმენდი საშუალებები არ უნდა შეიცავდეს პარაბენებსაც, რაც თანამედროვე მიდგომაა.

ქართულ ბაზარზე შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო გერმანულ ბრენდ GRUNE KRAFT-ს, რომელიც ECO LABEL-ის ქვეშ ქმნის როგორც სარეცხ, ისე საწმენდ საშუალებებს. ისინი არ შეიცავენ ალერგენებს, რაც სპეციალური კვლევებითა და სერტიფიკატებითაა დადასტურებული. პროდუქციის შემადგენლობაში შემავალი თითოეული ინგრედიენტი სწრაფად ბიოდეგრადირებადია. ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებმა თავისუფლად შეიძლება გამოიყენონ GRUNE KRAFT-ის პროდუქცია, რადგან ყველა მათგანი ანტიალერგიულია და შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ დერმატოლოგიურად ტესტირებულ ფორმულებს. შეფუთვა კი 100%-ით გადამუშავებული პლასტმასით მზადდება, რაც გარემოზე ზრუნვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

როგორ ხდება ატოპიური დერმატიტის მკურნალობა?

ატოპიურ დერმატიტს აქვს გამწვავება-რემისიის ფაზები. გამწვავების დროს აუცილებელია დერმატო-ვენეროლოგთან კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე ინიშნება ან ადგილობრივად გამოსაყენებელი მალამოები, ან სისტემური მკურნალობა ტაბლეტირებული ან საინექციო პრეპარატებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ წამლებით მკურნალობას აზრი არ აქვს თუ კანის მოვლის სწორ რუტინას არ დავიცავთ. სწორ მოვლაში კი იგულისხმება არა მხოლოდ თავის მოვლის, არამედ ქიმიური საშუალებებიც, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. სწორედ ეს გახლავთ დაავადების მკურნალობის ქვაკუთხედი. ეს ეხება როგორც რემისიის, ისე გამწვავების პერიოდს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ დაავადება რემისიაშია და კანის შესაბამისი მოვლა საჭირო აღარაა.

რას გულისხმობს კანის მოვლის სწორი რუტინა? ეს მხოლოდ ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებს ეხება თუ ყველას?

რა თქმა უნდა, კანის სწორი მოვლა ყველასთვის აუცილებელია. კანის მოვლის წესები კი ასე გამოიყურება:

  • დაბანის პროცესი არ უნდა გაგრძელდეს 10 წუთზე მეტი;
  • წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 35-38 გრადუსი;
  • დასაბანი საშუალება უნდა იყოს პარფიუმის გარეშე;
  • დაბანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სწორად შერჩეული დამატენიანებლის წასმა;
  • აუცილებელია მზისგან დამცავი საცხის ყოველდღიურად გამოყენება მიუხედავად სეზონისა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ კანის პრობლემა შეიძლება გამწვავდეს საკვებთან კონტაქტის შედეგად. უშუალოდ კვებას არანაირი კავშირი არ აქვს ატოპიური დერმატიტის მკურნალობასთან?

ატოპიური დერმატიტის დროს, კონკრეტული საკვების შეზღუდვა უნდა დავაწესოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცალსახად დასტურდება, რომ მისი მიღების შემდეგ რამდენიმე წუთში მოხდა ჩივილების გამოხატვა ანუ დაიწყო ქავილი.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"