ავტორი:

დროში მოგზაურობის შესაძლებლობა - ფანტაზია თუ უახლოესი მომავლის რეალობა?

დროში მოგზაურობის შესაძლებლობა - ფანტაზია თუ უახლოესი მომავლის რეალობა?

სამცნიერო ფანტასტიკა გვასწავლის, რომ ნებისმიერი მცდელობა, წარსულში მოგზაურობისა და უკვე მომხდარ მოვლენებზე რაიმე სახის გავლენის მოხდენის, უმეტეს შემთხვევაში კატასტროფით დასრულდება.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ თემაზე გადაღებული ფილმებიც და დაწერილი წიგნებიც სხვა არაფერია თუ არა ავტორების ფანტაზიის წყარო, თანაც ისე, რომ მათ ყოველთვის სათანადო პროფილური განათლებაც კი არ აქვთ.

  • და რას ამბობს ამის შესახებ მეცნიერება და მათ შორის, პირველ რიგში, ფიზიკა?

ფილმის "დოქტორი ვინ“ პერსონაჟები პერიოდულად ცდილობენ, შეცვალონ წარსული, მაგრამ შედეგად ისინი კვლავ უბედურებაში აღმოჩნდებიან. ისევე, როგორც მრავალი სხვა სამეცნიერო ფანტასტიკური ნაწარმოების გმირები, რომლებიც ისტორიის მიმდინარეობის ცვლილებას სწორედ ასეთი გზით ცდილობენ.

თითქოს დასკვნა ნათელია: ნებისმიერი მსგავს ჩარევას გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მივყავართ და ეს ძალიან საშიშია.

დროში მოგზაურობით გამოწვეული პოტენციური პარადოქსების გადაჭრის მრავალი განსხვავებული გზა არსებობს. ზოგიერთი მათგანი მოიცავს პარალელური სამყაროების არსებობას და გაუგებარ კვანტურ ფენომენებს; სხვები სამყაროში ლოგიკური თანმიმდევრობის შესაქმნელად ჯერ კიდევ შეუსწავლელ მექანიზმებს ეყრდნობიან. რომელი გამოსავალი იმუშავებს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, დიდწილად დროის კონცეფციის ჩვენს განმარტებასა და მისი მოქმედების პრინციპების გაგებაზეა დამოკიდებული. ამ სფეროში ფიზიკოსებს ჯერ კიდევ ბევრად მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე პასუხები. ყველაზე რეალურია, ამ ეტაპზე ნებისმიერი მცდელობა დროში მოგზაურობისა, შუძლებლად მივიჩნიოთ.

ეს ახსნა ბუნებრივი ჩანს დროის ჩვენეულ აღქმას თუ გავითვალისწინებთ: ის სულ ერთი მიმართულებით მიდის, ორშაბათს მოსდევს სამშაბათი, სამშაბათს - ოთხშაბათი და ასე მთელი ცხოვრების განმავლობაში. რთულია სხვა ვარიანტის წარმოდგენაც კი, მაგალითად ის, რომ სამშაბათს შესაძლოა კვლავ ორშაბათი მოსდევდეს.

მაგრამ იმის ახსნაც, რატომ ხდება ასე, არც ისე მარტივია. ბოლო ბოლო სამყაროში ჩვენ ნებისმიერი მიმართულებით სვლა შეგვიძლია. მართალია, ზევით და ქვევით მოძრაობა ცოტა რთულია, ვიდრე წინ და უკან, რადგან ამისთვის მიზიდულობა უნდა გადავლახოთ და პირიქით, მაგრამ მაინც, ეს ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა, დროში, ჩვენ რატომღაც სულ ერთი მიმართულებით მივდივართ.

ამის ახსნა ორი გზით შეიძლება. პირველი მარტივი და ცალსახაა: ასეა სამყარო მოწყობილი, რომელიც საგნების ბუნებას ახლავს თან.

ათასობით წლის განმავლობაში, ამ ინტუიციურ ახსნას ეჭვქვეშ მანამ არ აყენებდნენ, ვიდრე მე-20 საუკუნეში, ექსპერიმენტების დროს, არ აღმოაჩინეს კვანტური მექანიკის კანონები, რომლებიც პროცესებს მოლეკულების, ატომების და კიდევ უფრო მცირე ნაწილაკების დონეზე ხსნიდნენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკის განყოფილების ლექტორი ვლატკო ვედრალი ამბობს: ”თუ ჩვენ შეგვიძლია ატომის გადატანა ერთი მდგომარეობიდან მეორეში, მაშინ კვანტური მექანიკის კანონების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია მისი დაბრუნება იმავე გზით... და ეს აღდგენილი საწყისი მდგომარეობა სულაც არ განსხვავდება თავდაპირველისაგან, ანუ, ფაქტობრივად, ჩვენ მას უკან დავიბრუნებთ დროში“.

როგორი უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს ეს ყველაფერი, მის სინამდვილეს მრავალი ექსპერიმენტი მოწმობს.

"ეს კი იმას ნიშნავს, რომ, აბსოლუტურად, ყველა პროცესი უნდა იყოს შექცევადი“, - ამბობს დასკვნის სახით იგი.

თუ თქვენ იატაკზე დააგდებთ ფინჯანს, ის აუცილებლად გატყდება, მაგრამ ნამტვრევებიდან ის აღარასოდეს აღდგება.

აქედან გამომდინარე, ფიზიკოსები მეორე ალტერნატიულ ახსნამდე მიდიან: ის არ არის სამყაროს ფუნდამენტური თვისება, არამედ მხოლოდ რამდენიმე სხვა ბუნებრივი ფენომენიდან გამომდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად, გატეხილი ჭიქის ნამტვრევების გადაადგილების უამრავი გზა არსებობს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს გადაადგილება იქნება თანმიმდევრული და ფინჯანს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.

დროში მოგზაურობის პარადოქსებს თუ გადავხედავთ, რომლებიც ფილმში“დოქტორი ვინ“ გვხვდება, ვნახავთ, როგორ შეიძლება მათი მოგვარება პრაქტიკაში.

"პირველ რიგში, ეს არის "ჩაკეტილი წრის“ პარადოქსი. ის ხდება, როდესაც რაღაც ჩნდება არსაიდან ან ერთდროულად ორ დროებით ვერსიაში არსებობს“, - ამბობს მეცნიერი ბარაკ შოშანი.

"დავუშვათ, ახლა თქვენს ოთახში დროის მანქანა გამოჩნდება. იქიდან გამოდის თქვენი გაზრდილი ვერსია და აცხადებს, რომ ის მომავალში 10 წლის გახდება და გაძლევთ დროის მანქანის გეგმებს. მომდევნო ათწლეულს თქვენ ამ აპარატის მშენებლობაში ატარებთ, შემდეგ კი იყენებთ მას, რომ დაბრუნდეთ აწმყოში და საკუთარ თავს ეს გეგმები გადასცეთ“, - განმარტავს შოშანი. ყურადღება, კითხვა: საიდან გაჩნდა დროის მანქანის გეგმები თავდაპირველად?”

საბედნიეროდ, არსებობს "ჩაკეტილი წრის“ პარადოქსის შედარებით მარტივი გამოსავალი: "იქნებ ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა", - ამბობს შოშანი. ”არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს რეალურად მოხდეს”.

თუ თქვენ რეალურად შეძლებდით დროში მოგზაურობას, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა საერთოდ რამე შეგეცვალათ.

ყველაზე მარტივი ახსნა ის არის, რომ დროში მოგზაურობა შეუძლებელია. ეს "შეხედულება ქრონოლოგიის დაცვის შესახებ“ სტივენ ჰოკინგმაც წარმოადგინა თავის 1992 წლის ნაშრომში.

პრობლემა აქ იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დროში მოგზაურობა საკმაოდ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული, ჩვენ მისი სრულად გამორიცხვა არ შეგვიძლია. ალტერნატიული ინტერპრეტაცია არის ის, რომ დროში მოგზაურობა წარსულში შესაძლებელია, მაგრამ ვერაფერს შეცვლი.

"როდესაც შეეცდებით, აღკვეთოთ ბებიისა და ბაბუის შეხვედრა, საბოლოოდ თქვენ გამოდიხართ ის, ვინც ისინი ერთმანეთს შეახვედრა“, - ამბობს შოშანი.

სინამდვილეში, პარალელური სამყარო უაღრესად საკამათო კონცეფციაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფიზიკური თეორია შეიძლება განიმარტოს, როგორც მათი არსებობა, ჯერ კიდევ არ არსებობს ფიზიკური მტკიცებულება მათი არსებობის შესახებ.

2020 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში შოშანმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ არსებობს მრავალი შესაძლო სცენარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს დროში მოგზაურობის შემთხვევაში. ამჟამად არ არსებობს ექსპერიმენტის ჩატარების გზა იმის დასადგენად, არის თუ არა რომელიმე სცენარი ახლოს ჭეშმარიტებასთან. წყარო

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა