მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო "ვენდისის" საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს
საქართველო "ვენდისის" საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს

სა­ქარ­თვე­ლო „ვენ­დი­სის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ა­ზე 2023 წლის სა­უ­კე­თე­სო ბაზ­რად აღი­ა­რეს. ვა­შინგტონ­ში გა­მარ­თულ ყო­ველ­წლი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მელ­საც „ვენ­დი­სის“ აშშ-სა და 30 სხვა ქვეყ­ნის ფრან­ჩი­ზე­ბის 2000-მდე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლოს „ვენ­დი­სი“ რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლის დი­ნა­მი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, გა­ყიდ­ვე­ბის რე­კორ­დუ­ლი ზრდის, სტუმ­რე­ბის ნა­კა­დის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბის, სწრა­ფი მომ­სა­ხუ­რე­ბის და სურ­სა­თის უსაფრ­თხო­ე­ბის უახ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვეს. ჩქა­როს­ნუ­ლი ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის გო­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე არ­სე­ბუ­ლი „ვენ­დი­სის“ რეს­ტორ­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი ნა­თია ჩუ­ბი­ნი­ზე კი „ვენ­დი­სის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლის 200 ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ მე­ნე­ჯერს შო­რის გა­მო­არ­ჩი­ეს და და­ა­ჯილ­დო­ვეს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის რეს­ტო­რან­ში სტუმ­რო­ბის სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის­თვის.

”ვენ­დი­სი“ თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, რო­მე­ლიც 1969 წელს და­ი­წყო ოჰა­ი­ოს შტატ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად ზრუ­ნავს იმა­ზე, თუ რო­გორ გა­ზარ­დოს ბრენ­დის ცნო­ბა­დო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და გა­ა­ფარ­თო­ოს მისი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჩვენ შევ­ძე­ლით გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო "ვენ­დი­სის­გან" ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი - საკ­ვე­ბის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი, მისი უსაფრ­თხო­ე­ბა, მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი სტან­დარ­ტი და კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ა­მა­ყოა ის, რომ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი, ამე­რი­კუ­ლი, გლო­ბა­ლუ­რი კორ­პო­რა­ცი­ის ფრან­ში­ზის მფლო­ბე­ლებს შო­რის ჩვენ გა­მოგ­ვარ­ჩი­ეს და სა­ქარ­თვე­ლო 2023 წლის სა­უ­კე­თე­სო ბაზ­რად აღი­ა­რეს.“, აცხა­დებს „ვენ­დი­სის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მშვილ­და­ძე.

„ვენ­დის­მა“ უკვე დიდი ხა­ნია და­იმ­კვიდ­რა თავი სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2023 წლის სა­უ­კე­თე­სო ბაზ­რად აღი­ა­რე­ბა „ვენ­დი­სის“ სის­ტე­მა­ში, რო­მე­ლიც აშშ-ს მიღ­მა მსოფ­ლიო ბაზ­რებს მო­ი­ცავს, სა­დაც ლე­გენ­და­რუ­ლი ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დის ფრან­ში­ზის მფლო­ბე­ლე­ბი მრა­ვა­ლი წე­ლია წარ­მა­ტე­ბით ფუქნცი­ო­ნი­რე­ბენ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ჩვე­ნი გუნ­დის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამავდრო­უ­ლად სა­ა­მა­ყო შე­დე­გია. შე­სა­ბა­მი­სად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­ულ წევ­რს, ასო­ბით ადა­მი­ანს, ვინც ბრენ­დის გან­ვი­თა­რე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი. ჩვენ ეს წარ­მა­ტე­ბა ერ­თად შევ­ქმე­ნით. 2024 წელს კი­დევ უფრო ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბით შევ­ხვდით. მხო­ლოდ სა­რეს­ტორ­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით „ვი­სოლ ჯგუ­ფი“ 3000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას შექ­მნის და უკე­თე­სი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ერ­თად ვიზ­რუ­ნებთ.“, აცხა­დებს „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ პრე­ზი­დენ­ტი სოსო ფხა­კა­ძე.

„ვენ­დი­სის“ ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის­თვი­საც „ვენ­დის­ში“ სტუმ­რო­ბა საყ­ვა­რე­ლი ტრა­დი­ცი­აა ან ვინც დრო­შია შე­ზღუ­დუ­ლი და Drive-Thru მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა სწრა­ფად სურს, ახლა უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მია რეს­ტორ­ნის ლო­კა­ცი­ე­ბი. „ვენ­დი­სი“ დღეს უკვე არამ­ხო­ლოდ ქა­ლა­ქე­ბის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებს, არა­მედ გა­რე­უბ­ნებ­საც მო­ი­ცავს. მი­წო­დე­ბის სერ­ვი­სით ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი 24/7-ზე სარ­გებ­ლო­ბენ. სა­კუ­თა­რი აპ­ლი­კა­ცი­ით კი პრო­დუქ­ტე­ბის წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თა და გა­დახ­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. შე­ძე­ნილ პრო­დუქტს კი რიგ­ში დგო­მის გა­რე­შე „ვენ­დი­სის“ ნე­ბის­მი­ერ რეს­ტო­რან­ში მის­ვლის­თა­ნა­ვე მი­ი­ღებთ.

„ვი­სოლ ჯგუფ­მა“ „ვენ­დი­სის“ ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2013 წელს და­ი­წყო. 2024 წელს „ვენ­დი­სი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 19 რეს­ტორ­ნით შეხ­ვდა. 2023 წელს „ვი­სოლ ჯგუფ­მა“ „ვენ­დი­სის“ სამი, „დან­კი­ნის“ ცა­მე­ტი და „საბ­ვე­ის“ თორ­მე­ტი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა და ჯამ­ში 1500-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­საქ­მა რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რე­გი­ონ­ში. „ვი­სოლ ჯგუ­ფი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში რეს­ტორ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ფარ­თო ქსელს მარ­თავს, რო­მე­ლიც ჯა­მუ­რად „ვენ­დი­სის“, „დან­კი­ნის“ და „საბ­ვე­ის“ 117 ობი­ექტს აერ­თი­ა­ნებს.

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ემიგრანტი
1

აბა აქ ამერიკაში მაგ სწრაფი კვების ობიექტში თითქმის არავინ დადის. ყოველთვის ორ ან სამ ადამიანს თუ ნახავ. ძალიან დაბალი დონის ობიექტია.

სურენა
2

რესტორნებისა და ჭამა ყლაპვის სხვა ობიექტების ნაკლებობა გვაქვს და კარგია ამერიკელებმა რომ შემოგვაშველეს ხელი))))

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

საქართველო "ვენდისის" საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს

საქართველო "ვენდისის" საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს

საქართველო „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს. ვაშინგტონში გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც „ვენდისის“ აშშ-სა და 30 სხვა ქვეყნის ფრანჩიზების 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს „ვენდისი“ რესტორნების ქსელის დინამიური განვითარების, გაყიდვების რეკორდული ზრდის, სტუმრების ნაკადის მნიშვნელოვანი მატების, სწრაფი მომსახურების და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებისთვის დააჯილდოვეს. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებული „ვენდისის“ რესტორნის გენერალური მენეჯერი ნათია ჩუბინიზე კი „ვენდისის“ საერთაშორისო ქსელის 200 ყველაზე წარმატებულ მენეჯერს შორის გამოარჩიეს და დააჯილდოვეს მომხმარებლისთვის რესტორანში სტუმრობის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფისა და მიღწეული შედეგებისთვის.

”ვენდისი“ თავისი ისტორიის მანძილზე, რომელიც 1969 წელს დაიწყო ოჰაიოს შტატში, ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, თუ როგორ გაზარდოს ბრენდის ცნობადობა, სიყვარული და გააფართოოს მისი წარმომადგენლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან ჩვენ შევძელით გაგვეზიარებინა საერთაშორისო "ვენდისისგან" ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. შესაბამისად, განსაკუთრებულად საამაყოა ის, რომ მსოფლიოში ცნობილი, ამერიკული, გლობალური კორპორაციის ფრანშიზის მფლობელებს შორის ჩვენ გამოგვარჩიეს და საქართველო 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს.“, აცხადებს „ვენდისის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

„ვენდისმა“ უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა თავი საქართველოში. 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარება „ვენდისის“ სისტემაში, რომელიც აშშ-ს მიღმა მსოფლიო ბაზრებს მოიცავს, სადაც ლეგენდარული ამერიკული ბრენდის ფრანშიზის მფლობელები მრავალი წელია წარმატებით ფუქნციონირებენ, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად საამაყო შედეგია. შესაბამისად, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ასობით ადამიანს, ვინც ბრენდის განვითარებაშია ჩართული. ჩვენ ეს წარმატება ერთად შევქმენით. 2024 წელს კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით შევხვდით. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით „ვისოლ ჯგუფი“ 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად ერთად ვიზრუნებთ.“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„ვენდისის“ ქსელის განვითარებით ადამიანებისთვის, ვისთვისაც „ვენდისში“ სტუმრობა საყვარელი ტრადიციაა ან ვინც დროშია შეზღუდული და Drive-Thru მომსახურების მიღება სწრაფად სურს, ახლა უფრო ხელმისაწვდომია რესტორნის ლოკაციები. „ვენდისი“ დღეს უკვე არამხოლოდ ქალაქების ცენტრალურ უბნებს, არამედ გარეუბნებსაც მოიცავს. მიწოდების სერვისით ერთგული მომხმარებლები 24/7-ზე სარგებლობენ. საკუთარი აპლიკაციით კი პროდუქტების წინასწარი შეკვეთა და გადახდაა შესაძლებელი. შეძენილ პროდუქტს კი რიგში დგომის გარეშე „ვენდისის“ ნებისმიერ რესტორანში მისვლისთანავე მიიღებთ.

„ვისოლ ჯგუფმა“ „ვენდისის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო. 2024 წელს „ვენდისი“ საქართველოში 19 რესტორნით შეხვდა. 2023 წელს „ვისოლ ჯგუფმა“ „ვენდისის“ სამი, „დანკინის“ ცამეტი და „საბვეის“ თორმეტი რესტორანი გახსნა და ჯამში 1500-მდე ადამიანი დაასაქმა როგორც თბილისში, ისე რეგიონში. „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს მართავს, რომელიც ჯამურად „ვენდისის“, „დანკინის“ და „საბვეის“ 117 ობიექტს აერთიანებს.

R