პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის შეკვეთა დღეიდან არის შესაძლებელი - სიურპრიზი, რომელიც მკითხველს ელოდება
ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის შეკვეთა დღეიდან არის შესაძლებელი - სიურპრიზი, რომელიც მკითხველს ელოდება

„კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ“ - პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი პირ­ვე­ლი წიგ­ნის წი­ნას­წა­რი გა­ყიდ­ვე­ბი და­ი­წყო. ანე ფრან­კის წიგ­ნი - „უკა­ნა სახ­ლი (დღი­უ­რი წე­რი­ლე­ბის სა­ხით)“ სე­რი­ის პირ­ვე­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მაა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად 30 000-ზე მეტ­მა მკი­თხველ­მა შე­არ­ჩია. გა­მო­ცე­მა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ებ­ზე 19 თე­ბერ­ვლი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა, თუმ­ცა 15 იან­ვრი­დან ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ის პირ­და­პირ სტამ­ბი­დან შე­უკ­ვე­თონ და სა­ჩუქ­რად მი­ი­ღონ ორი მო­საწ­ვე­ვი ახა­ლი სე­რი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ის და­ხუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­სა და მის არა­ფორ­მა­ლურ ნა­წილ­ზე, ღვი­ნი­სა და ფურ­შე­ტის თან­ხლე­ბით, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ი­მარ­თე­ბა. შეკ­ვე­თის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე.

რა­ტომ არის ანე ფრან­კის დღი­უ­რის ეს გა­მო­ცე­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგნს მკი­თხვე­ლი ქარ­თულ ენა­ზე პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გა­ეც­ნო. ის დღი­უ­რის ავ­ტო­რი გო­გო­ნას მა­მის ოტო ფრან­კის შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას ეფუძ­ნე­ბო­და. ოტო ფრან­კმა, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან მა­ტა­რებ­ლით აუშ­ვიც-ბირ­კე­ნა­უს სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის შემ­დეგ ანეს ჩა­ნა­წე­რე­ბი შეკ­რი­ბა და ერთ წიგ­ნად გა­მოს­ცა. თუმ­ცა მან შვი­ლის ტექ­სტი მო­რა­ლურ-ეთი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით შე­ა­მოკ­ლა - ოტო ფრან­კი ფიქ­რობ­და, რომ ზო­გი­ერ­თი ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლებ­შიც მისი მო­ზარ­დი ქა­ლიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ხის­ტად ეხე­ბო­და კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, გუ­ლახ­დი­ლად მსჯე­ლობ­და ინ­ტი­მურ თე­მებ­ზე და ა.შ., უხერ­ხუ­ლი და შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მკი­თხვე­ლამ­დე მი­ვი­და უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, თუმ­ცა არა სრუ­ლი და ავ­თენ­ტუ­რი სა­ხით. სწო­რედ ეს ტექ­სტი ითარ­გმნა ქარ­თუ­ლად და, რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ითარ­გმნა თარ­გმა­ნი­დან. სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­ტო­რი გო­გო­ნას სა­ხე­ლის შეც­ვლი­ლი ვერ­სი­ის დამ­კვიდ­რე­ბაც. Anneliese Marie Frank - ასე ერ­ქვა გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ამ­სტერ­და­მის ერთ-ერთი სახ­ლის სა­ი­დუმ­ლო ნა­წილ­ში თა­ვის ოჯახ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად ორ წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს ემა­ლე­ბო­და ფა­შის­ტე­ბის დევ­ნას და სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ვერ და­აღ­წია თავი.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ გა­მო­ცე­მას, ამ ვერ­სი­ის ქარ­თველ მკი­თხვე­ლამ­დე მო­ტა­ნა­ზე იზ­რუ­ნა ცნო­ბილ­მა ბელ­გი­ელ­მა ლი­ტე­რა­ტორ­მა, ინ­გრიდ დეხრა­ვემ, რომ­ლის მონ­დო­მე­ბი­თაც 2012 წელს ქარ­თუ­ლად, პირ­ვე­ლად დედ­ნი­დან, ნი­დერ­ლან­დუ­რი ენი­დან ითარ­გმნა ანეს ჩა­ნა­წე­რე­ბის სრუ­ლი და­ზუს­ტე­ბუ­ლი და შევ­სე­ბუ­ლი ვერ­სია, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც არის „უკა­ნა სახ­ლი - დღი­უ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ხით“. აღ­ნიშ­ნუ­ლი თარ­გმა­ნი ნი­დერ­ლან­დუ­რი ენი­დან ეკუთ­ვნის და­ვით ღო­ლი­ჯაშ­ვილს. თუ წიგ­ნის ავ­თენ­ტუ­რი ვერ­სია თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ზღუ­დუ­ლი ტი­რა­ჟით გა­მო­ი­ცა, დღეს „პა­ლიტ­რა L-ის“ ახა­ლი სე­რი­ის მეშ­ვე­ო­ბით მისი გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე­ებს აქვს.

გო­გო­ნას წი­თე­ლი ზო­ლი­ა­ნი დღი­უ­რი, რო­მე­ლიც 1942 წლის 12 ივ­ნისს, თა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­ი­ღო სა­ჩუქ­რად, ამ­სტერ­დამ­ში, მის სახლ-მუ­ზე­უმ­შია გა­მო­ფე­ნი­ლი. ანემ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ე­ბის აღ­წე­რა მა­ნამ­დე და­ი­წყო, სა­ნამ ფა­შის­ტე­ბის­გან და­მალ­ვა მო­უ­წევ­დათ. წი­თე­ლი დღი­უ­რის შევ­სე­ბის მერე თა­ვი­სი აზ­რე­ბის გად­მო­სა­ცე­მად რვე­უ­ლებს იყე­ნებ­და.

ანე ფრან­კის წი­თე­ლი დღი­უ­რი, რო­მე­ლიც სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო

სახ­ლი, რომ­ლის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ ად­გილ­ში ანე ოჯახ­თან ერ­თად იმა­ლე­ბო­და, ამ­სტერ­და­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა.

ანე ფრან­კის მუ­ზე­უ­მი ამ­სტერ­დამ­ში

აქ მო­სახ­ვედ­რად ბი­ლე­თე­ბი წი­ნას­წარ უნდა და­ჯავ­შნოთ, შემ­დეგ კი გრძელ რიგ­ში ჩად­გეთ, მუ­ზე­უ­მის სტუმ­რე­ბი ის­ტო­რი­ას არ ივი­წყე­ბენ, ის კარ­გად იცის ქარ­თველ­მა მკი­თხველ­მაც, რად­გან ამ სა­კო­ლექ­ციო სე­რი­ის პირ­ველ გა­მო­ცე­მად სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი შე­არ­ჩია.

და­ხუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მელ­ზე დას­წრე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მკი­თხველს წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ექ­ნე­ბა, გა­მომ­ცემ­ლე­ბი, მწერ­ლე­ბი და ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ ჩა­ნა­წე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, ახა­ლი გა­მო­ცე­მის ის­ტო­რი­ა­სა და სხვა დე­ტა­ლებს.

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად და შე­სა­ბა­მი­სად, წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

R

ავტორი:

ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის შეკვეთა დღეიდან არის შესაძლებელი - სიურპრიზი, რომელიც მკითხველს ელოდება

ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის შეკვეთა დღეიდან არის შესაძლებელი - სიურპრიზი, რომელიც მკითხველს ელოდება

„კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ - პროექტის ფარგლებში გამოცემული პირველი წიგნის წინასწარი გაყიდვები დაიწყო. ანე ფრანკის წიგნი - „უკანა სახლი (დღიური წერილების სახით)“ სერიის პირველი და განსაკუთრებული გამოცემაა.

აღნიშნული წიგნი გამოკითხვის შედეგად 30 000-ზე მეტმა მკითხველმა შეარჩია. გამოცემა წიგნის მაღაზიების თაროებზე 19 თებერვლიდან გამოჩნდება, თუმცა 15 იანვრიდან ლიტერატურის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ის პირდაპირ სტამბიდან შეუკვეთონ და საჩუქრად მიიღონ ორი მოსაწვევი ახალი სერიის პრეზენტაციის დახურულ ღონისძიებასა და მის არაფორმალურ ნაწილზე, ღვინისა და ფურშეტის თანხლებით, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება. შეკვეთის განხორციელება შესაძლებელია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე.

რატომ არის ანე ფრანკის დღიურის ეს გამოცემა განსაკუთრებული?

აღსანიშნავია, რომ წიგნს მკითხველი ქართულ ენაზე პირველად გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გაეცნო. ის დღიურის ავტორი გოგონას მამის ოტო ფრანკის შემოკლებულ ვერსიას ეფუძნებოდა. ოტო ფრანკმა, რომელიც ოჯახთან ერთად ნიდერლანდებიდან მატარებლით აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, გათავისუფლებიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ ანეს ჩანაწერები შეკრიბა და ერთ წიგნად გამოსცა. თუმცა მან შვილის ტექსტი მორალურ-ეთიკური მიზეზებით შეამოკლა - ოტო ფრანკი ფიქრობდა, რომ ზოგიერთი ჩანაწერი, რომლებშიც მისი მოზარდი ქალიშვილი საკმაოდ ხისტად ეხებოდა კონკრეტულ ადამიანებს, გულახდილად მსჯელობდა ინტიმურ თემებზე და ა.შ., უხერხული და შეუფერებელი იქნებოდა. შესაბამისად, მკითხველამდე მივიდა უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალა, თუმცა არა სრული და ავთენტური სახით. სწორედ ეს ტექსტი ითარგმნა ქართულად და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ითარგმნა თარგმანიდან. სწორედ ამით აიხსნება ჩანაწერების ავტორი გოგონას სახელის შეცვლილი ვერსიის დამკვიდრებაც. Anneliese Marie Frank - ასე ერქვა გოგონას, რომელიც ამსტერდამის ერთ-ერთი სახლის საიდუმლო ნაწილში თავის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ორ წელიწადზე მეტხანს ემალებოდა ფაშისტების დევნას და საბოლოოდ მაინც ვერ დააღწია თავი.

რაც შეეხება ახალ გამოცემას, ამ ვერსიის ქართველ მკითხველამდე მოტანაზე იზრუნა ცნობილმა ბელგიელმა ლიტერატორმა, ინგრიდ დეხრავემ, რომლის მონდომებითაც 2012 წელს ქართულად, პირველად დედნიდან, ნიდერლანდური ენიდან ითარგმნა ანეს ჩანაწერების სრული დაზუსტებული და შევსებული ვერსია, რომლის სახელწოდებაც არის „უკანა სახლი - დღიური ჩანაწერების სახით“. აღნიშნული თარგმანი ნიდერლანდური ენიდან ეკუთვნის დავით ღოლიჯაშვილს. თუ წიგნის ავთენტური ვერსია თავდაპირველად შეზღუდული ტირაჟით გამოიცა, დღეს „პალიტრა L-ის“ ახალი სერიის მეშვეობით მისი გაცნობის საშუალება მკითხველთა ფართო წრეებს აქვს.

გოგონას წითელი ზოლიანი დღიური, რომელიც 1942 წლის 12 ივნისს, თავის დაბადების დღეზე მიიღო საჩუქრად, ამსტერდამში, მის სახლ-მუზეუმშია გამოფენილი. ანემ თავისი ცხოვრების ისტორიების აღწერა მანამდე დაიწყო, სანამ ფაშისტებისგან დამალვა მოუწევდათ. წითელი დღიურის შევსების მერე თავისი აზრების გადმოსაცემად რვეულებს იყენებდა.

ანე ფრანკის წითელი დღიური, რომელიც საჩუქრად მიიღო

სახლი, რომლის გასაიდუმლოებულ ადგილში ანე ოჯახთან ერთად იმალებოდა, ამსტერდამის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

ანე ფრანკის მუზეუმი ამსტერდამში

აქ მოსახვედრად ბილეთები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ, შემდეგ კი გრძელ რიგში ჩადგეთ, მუზეუმის სტუმრები ისტორიას არ ივიწყებენ, ის კარგად იცის ქართველმა მკითხველმაც, რადგან ამ საკოლექციო სერიის პირველ გამოცემად სწორედ აღნიშნული ჩანაწერები შეარჩია.

დახურულ ღონისძიებაზე, რომელზე დასწრების ექსკლუზიური შესაძლებლობა მკითხველს წინასწარი შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში ექნება, გამომცემლები, მწერლები და ლიტერატურის მოყვარულები განიხილავენ ჩანაწერების მნიშვნელობას, ახალი გამოცემის ისტორიასა და სხვა დეტალებს.

ამ მნიშვნელოვან ლიტერატურულ ღონისძიებაზე დასასწრებად და შესაბამისად, წინასწარი შეკვეთის განსახორციელებლად მიჰყევით ბმულს.

R