კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დეკემბრის ბოლო კვირაში 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი - 52%-ია" - ივანე ჩხაიძე
"გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დეკემბრის ბოლო კვირაში 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი - 52%-ია" - ივანე ჩხაიძე

იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და "იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გრი­პის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი დე­კემ­ბრის ბოლო კვი­რა­ში 28% იყო, იან­ვრის პირ­ველ კვი­რა­ში კი - 52%-ია.

რო­გორც მან მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რას“ პრესკლუბ­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, თუ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდს (2023 წლის და­სა­წყისს) შე­ვა­და­რებთ, წლე­ვან­დე­ლი წელი გრი­პი­სა და გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ნაკ­ლე­ბად გა­მო­ირ­ჩე­ვა.

გარ­და ამი­სა, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჩხა­ი­ძემ პრე­ვენ­ცი­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ გრი­პის ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის სა­ჭი­როა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, ბევ­რი სი­თხის მი­ღე­ბა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მუ­შაო გა­რე­მოს ხში­რი გა­ნი­ა­ვე­ბა და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის დროს, ექი­მის­თვის დრო­უ­ლად მი­მარ­თვა.

"თუ გა­დავ­ხე­დავთ 2024 წლის პირ­ვე­ლი კვი­რის მო­ნა­ცე­მებს, ნათ­ლად ჩანს, რომ გრი­პის ვირუ­სის ხვედ­რი­თი წილი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში მკვეთ­რა­დაა გაზ­რდი­ლი. თუ 2023 წლის 49-ე კვი­რას ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 16% იყო, 52-ე კვი­რას 28% გახ­და, მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ კვი­რას კი - 52%-ს შე­ად­გენ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ნათ­ლად ჩანს, რომ გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ახლა, გრი­პის სე­ზო­ნის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე, მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში - 52%-ში 46% H1 ტი­პის ვირუ­სია, 6% კი, H3. ასე რომ, დო­მი­ნან­ტუ­რია გრი­პის ვირუ­სი, რაც შე­სა­ბა­მი­სად, მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის გაზ­რდა­ზე აი­სა­ხა. გრი­პით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პე­დი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კებ­ში, მკვეთ­რად არის გაზ­რდი­ლი წინა კვი­რებ­თან შე­და­რე­ბით, თუმ­ცა თუ შე­ვა­და­რებთ 2023 წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდს, პი­რი­ქით, წლე­ვან­დე­ლი წელი ნაკ­ლე­ბად გა­მო­ირ­ჩე­ვა გრი­პი­სა და გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით. რო­დე­საც შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს 100 ათას მო­სახ­ლე­ზე რამ­დე­ნი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. თუ წინა წლებ­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 380-390 იყო, ახლა ეს ციფ­რი 180-190-ია. დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში სწო­რედ ახლა არის მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვრის ბო­ლომ­დე გრი­პის მხრივ აქ­ტი­უ­რო­ბა, შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

რო­დე­საც პრე­ვენ­ცი­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ, არის ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა. ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი არის ვაქ­ცი­ნა­ცია და გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის ყვე­ლა­ზე იდე­ა­ლუ­რი პე­რი­ო­დი ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბე­რია, ნო­ემ­ბრის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი. ეს არის ის დრო, რო­დე­საც გა­კე­თე­ბუ­ლი გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცია გრი­პის სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გვი­ცავს. ვი­საც ახლა აქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ერთი ნი­უ­ან­სია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ეცა­დოთ, რომ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, მი­ნი­მუმ 10 დღე მა­ინც იყოთ იზო­ლი­რე­ბუ­ლი, გქონ­დეთ ნაკ­ლე­ბი კონ­ტაქ­ტი, მხო­ლოდ ნიღ­ბით უნდა გა­და­ად­გილ­დე­ბო­დეთ.

და­ნარ­ჩე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია ნიღ­ბის ტა­რე­ბა, დის­ტან­ცი­რე­ბა, ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბებ­ში სახ­ლის ხში­რი გა­ნი­ა­ვე­ბა. თუ სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­ზე ვსა­უბ­რობთ, მისი გა­ნი­ა­ვე­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სვე­ლი წე­სით და­ლა­გე­ბა. დის­ტან­ცი­რე­ბა­ზე ერთი გან­სხვა­ვე­ბაა და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ გრი­პის შემ­თხვე­ვა­ში ერთი მეტ­რი დის­ტან­ცია საკ­მა­რი­სია იმი­სათ­ვის, რომ თავი უსაფრ­თხოდ ვიგ­რძნოთ.

გრი­პის შემ­თხვე­ვა­ში რის­კის ჯგუ­ფებს წარ­მო­ად­გე­ნენ 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი, 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი და ასე­ვე, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და ა.შ. ბავ­შვებ­ში, რო­დე­საც მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით მიმ­დი­ნა­რე და­ა­ვა­დე­ბა გვაქვს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის ჩარ­თვის დრო­უ­ლო­ბა.

და­ნარ­ჩე­ნი მარ­თვა ძი­რი­თა­დად ორ რე­კო­მენ­და­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა - მა­ღა­ლი სი­ცხის შემ­თხვე­ვა­ში, 38 ნა­ხე­ვა­რი და მეტი სი­ცხის დამ­წე­ვის მი­ცე­მა და სი­თხე­ე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა, ასე­ვე მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა“,- გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხა­ი­ძემ.

კი­თხვა­ზე, მი­აღ­წია თუ არა ვირუს­მა გავ­რცე­ლე­ბის პიკს, ჩხა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ "ყვე­ლა­ზე მეტი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100 ათას მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის მხრივ კა­ლენ­და­რუ­ლი წლის 50-ე კვი­რას იყო“.

"შეგ­ვიძ­ლია ჩავ­თვა­ლოთ, რომ პიკი ჯერ­ჯე­რო­ბით რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ იყო, თუმ­ცა იან­ვა­რი წინ არის. შე­საძ­ლე­ბე­ლია, მო­ნა­ცე­მებ­მა მო­ი­მა­ტოს“,- გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დეკემბრის ბოლო კვირაში 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი - 52%-ია" - ივანე ჩხაიძე

"გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დეკემბრის ბოლო კვირაში 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი - 52%-ია" - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელისა და "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დეკემბრის ბოლო კვირაში 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი - 52%-ია.

როგორც მან მედიაჰოლდინგ "კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ შემთხვევების რაოდენობას გასული წლის ანალოგიურ პერიოდს (2023 წლის დასაწყისს) შევადარებთ, წლევანდელი წელი გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობით ნაკლებად გამოირჩევა.

გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ჩხაიძემ პრევენციულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა პირბადის ტარება, ბევრი სითხის მიღება, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს ხშირი განიავება და მაღალი ტემპერატურის დროს, ექიმისთვის დროულად მიმართვა.

"თუ გადავხედავთ 2024 წლის პირველი კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში მკვეთრადაა გაზრდილი. თუ 2023 წლის 49-ე კვირას ეს მაჩვენებელი 16% იყო, 52-ე კვირას 28% გახდა, მიმდინარე წლის პირველ კვირას კი - 52%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ნათლად ჩანს, რომ გრიპის შემთხვევების რაოდენობა ახლა, გრიპის სეზონის დასაწყისიდან დღემდე, მაქსიმალური ინტენსივობით გამოირჩევა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მაჩვენებელში - 52%-ში 46% H1 ტიპის ვირუსია, 6% კი, H3. ასე რომ, დომინანტურია გრიპის ვირუსი, რაც შესაბამისად, მომართვიანობის გაზრდაზე აისახა. გრიპით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, ყოველ შემთხვევაში, პედიატრიულ კლინიკებში, მკვეთრად არის გაზრდილი წინა კვირებთან შედარებით, თუმცა თუ შევადარებთ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, პირიქით, წლევანდელი წელი ნაკლებად გამოირჩევა გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობით. როდესაც შემთხვევების რაოდენობაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს 100 ათას მოსახლეზე რამდენი შემთხვევა ფიქსირდება. თუ წინა წლებში ეს მაჩვენებელი 380-390 იყო, ახლა ეს ციფრი 180-190-ია. დეკემბერ-იანვარში სწორედ ახლა არის მატების შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა და სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გრიპის მხრივ აქტიურობა, შენარჩუნდება.

როდესაც პრევენციულ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, არის ორი განსხვავებული მიდგომა. ერთი ყველაზე ეფექტური არის ვაქცინაცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ყველაზე იდეალური პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია, ნოემბრის პირველი ნახევარი. ეს არის ის დრო, როდესაც გაკეთებული გრიპის ვაქცინაცია გრიპის სეზონის განმავლობაში გვიცავს. ვისაც ახლა აქვთ გადაწყვეტილი ვაქცინის გაკეთება, შესაძლებელია, თუმცა ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მინიმუმ 10 დღე მაინც იყოთ იზოლირებული, გქონდეთ ნაკლები კონტაქტი, მხოლოდ ნიღბით უნდა გადაადგილდებოდეთ.

დანარჩენი რეკომენდაციებია ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა, საყოფაცხოვრებო პირობებში სახლის ხშირი განიავება. თუ სამუშაო პირობებზე ვსაუბრობთ, მისი განიავებაც მნიშვნელოვანია, სველი წესით დალაგება. დისტანცირებაზე ერთი განსხვავებაა და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ გრიპის შემთხვევაში ერთი მეტრი დისტანცია საკმარისია იმისათვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.

გრიპის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ასევე, სამედიცინო პერსონალი, სამართალდამცავები და ა.შ. ბავშვებში, როდესაც მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადება გვაქვს, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ანტივირუსული პრეპარატის ჩართვის დროულობა.

დანარჩენი მართვა ძირითადად ორ რეკომენდაციას ეფუძნება - მაღალი სიცხის შემთხვევაში, 38 ნახევარი და მეტი სიცხის დამწევის მიცემა და სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კითხვაზე, მიაღწია თუ არა ვირუსმა გავრცელების პიკს, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ "ყველაზე მეტი მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეობაზე ინფიცირების მხრივ კალენდარული წლის 50-ე კვირას იყო“.

"შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პიკი ჯერჯერობით რამდენიმე კვირის წინ იყო, თუმცა იანვარი წინ არის. შესაძლებელია, მონაცემებმა მოიმატოს“,- განაცხადა ჩხაიძემ.