მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს" - ადვოკატი
"ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს" - ადვოკატი

მარ­ტის აქ­ცი­ებ­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი 21 წლის ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სი სა­სა­მარ­თლო­ში არც ჩვე­ნე­ბას მის­ცემს და არც სა­ბო­ლოო სი­ტყვით ისარ­გებ­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გრი­გო­რი­ა­დი­სის ად­ვო­კატ­მა თა­თია მა­ნი­ჟაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტი დაც­ვის სტრა­ტე­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ სა­უბ­რობს, რა­ტომ მი­ი­ღო გრი­გო­რი­ა­დის­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"ლა­ზა­რე გრიგ­რო­ი­ა­დი­სი პრო­ცეს­ზე არ და­ი­კი­თხე­ბა, დაც­ვის მხა­რეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ, არც სა­ბო­ლოო სი­ტყვით არ ისარ­გებ­ლებს. დაც­ვის სტრა­ტე­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამა­ზე კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ",- გა­ნა­ცხა­და მა­ნი­ჟაშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ამ წუ­თებ­ში ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა გა­მო­იკ­ვლი­ონ.

სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ, თამ­თა კა­ლან­და­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ ოჯა­ხი ლა­ზა­რეს შე­წყა­ლე­ბის მო­თხოვ­ნით პრე­ზი­დენტს მი­მარ­თავს.

ცნო­ბის­თვის, ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ედე­ბა ბრა­ლი, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 31 მარტს შე­ე­ფარ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა 7 მარტს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­დნენ, ორ­ჯერ ის­რო­ლა ე.წ. "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი“.

ასე­ვე, ბრალ­დე­ბულ­მა 9 მარტს, ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩა­ზე, გან­ზრახ წა­უ­კი­და ცე­ცხლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნილ "ტო­ი­ო­ტა კო­რო­ლას“ მო­დე­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე და­იწ­ვა. ამ ქმე­დე­ბის შე­დე­გად, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 39 500 ლა­რის ქო­ნებ­რი­ვი ზი­ა­ნი მი­ად­გა.

ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დისს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (პო­ლი­ცი­ე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფა მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით) და 187-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტით (სხვი­სი ნივ­თის გა­ნად­გუ­რე­ბა, ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის ზო­მად 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

7-8 მარ­ტის საქ­მე­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით ჯამ­ში, 6 პირი და­ა­კა­ვეს, მათ­გან 5 ბრალ­დე­ბუ­ლი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმა
1

რა ხმა უნდა ამოიღოს ამ ნაძირალამ ვის ქვეყანას აყენებს ზიანს ვის შვილს წვავდა ეს უგვანო ,დასაჯეთ ,გვერდით მიუსვით პუტინის ოლვესი ხოშტარია,ლომჯარია დანარჩენი ჯაშუშები ნუ ბლოკავთ ჩემს სმს-ებს ადმინ ნაცსანაგის კომენტარებს ხომ არ ბლოკავთ დორბლიანის მეხოტბეებო.

ნიკ
19

ქოცებს ბოღმის პარადი აქვთ გამართული...

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს" - ადვოკატი

"ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს" - ადვოკატი

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგორიადისის ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა განუცხადა.

ადვოკატი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ საუბრობს, რატომ მიიღო გრიგორიადისმა ეს გადაწყვეტილება.

"ლაზარე გრიგროიადისი პროცესზე არ დაიკითხება, დაცვის მხარესთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, არც საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ",- განაცხადა მანიჟაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ.

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, რომ განაჩენის შემდეგ ოჯახი ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ "ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.