ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ მატრასის შეძენას გადავწყვეტთ - 5 ძირითადი მატრასის ტიპი

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ მატრასის შეძენას გადავწყვეტთ - 5 ძირითადი მატრასის ტიპი

კარგი ძილი, ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა და სწორედ ამიტომაა, სრულყოფილი მატრასის არჩევა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ახალი და მაღალი ხარისხის მატრასის შეძენით თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ძვირადღირებული ინვესტიციის გაკეთება და როგორც ნებისმიერი მნიშვნელოვანი შესყიდვის შემთხვევაში უნდა დარწმუნდეთ, რომ გონივრულად არჩევანს აკეთებთ.

იმისათვის, რომ მატრასმა გაგიწიოთ ის მხარდაჭერა და კომფორტი, რომელიც თქვენ გჭირდებათ, უნდა იცოდეთ ყველა იმ ძირითადი მახასიათებლების შესახებ, რაც კარგი მატრასის შერჩევაში დაგეხმარებათ.

ამ სტატიის საშუალებით ჩვენ დაგეხმარებით გაიგოთ, თუ როგორ უნდა აირჩიოთ მატრასი, სწორი სიმტკიცითა და საჭირო მახასიათებლებით, რომელიც ითვალისწინებს თქვენს მოთხოვნებს და იქნება მშვიდი და ჯანსაღი ძილის გარანტი თქვენს ცხოვრებაში.

მატრასის ტიპები

როცა ახალი მატრასის ძებნას დაიწყებთ აუცილებლად შენიშნავთ, რომ ვარიანტების რაოდენობა შეიძლება თავბრუდამხვევი იყოს. თქვენთვის შესაფერისი შენაძენის განსახორციელებლად კი კარგი იქნება, თუ პირველ რიგში მატრასის ტიპებს გაეცნობით.

თითქმის ყველა მატრასი შეიძლება დავყოთ ხუთი ტიპად: ქაფის, შიდა ზამბარიანი, ჰიბრიდი, ლატექსი და გასაბერი. შიდა ზამბარიანი მატრასები ყველაზე ცნობილი და ტრადიციული სახის მატრასის ტიპია. თუმცა, ბოლო წლებში სხვა მატრასების პოპულარობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ქაფის მატრასი - დამზადებულია მთლიანად ქაფით, ზამბარების გარეშე. ისინი მიდრეკილნი არიან საშუალოზე მაღალ დონეზე უზრუნველყონ სხეულის კონტურირება, წნევის შემსუბუქება და მოძრაობის იზოლაცია, რაც გვერდზე წოლის მოყვარულთათვის და წყვილებისთვის შესაფერისია.

შიდა ზამბარიანი მატრასი - შიდა ზამბარის მატრასს აქვს ზამბარებზე დაფუძნებული სისტემა და დამატებით, რამდენიმე სხვა ფენა. მიუხედავად იმისა, რომ ზამბარები გარკვეულ მხარდაჭერას გვიწევენ, მათ ხშირად არ აქვთ წნევის შემსუბუქების ფუნქცია. მათი საძილე ზედაპირი უფრო მხტუნავია და აქვთ შეზღუდული მოძრაობის იზოლაცია. დაბალი ფასის გამო, ისინი უფრო პოპულარულია ბიუჯეტური შესყიდვის დროს.

ჰიბრიდი: ჰიბრიდებს აქვთ ორი ცენტრალური ელემენტი: შიდა საყრდენი ბირთვი და ქაფის კომფორტული სისტემა. კომფორტისთვის განკუთვნილი ფენები შეიძლება დამზადდეს ქაფისგან, ან ლატექსისგან და ზოგჯერ შედგებოდეს ზამბარების უფრო მოკლე ფენისგან.

ლატექსი: ლატექსის მატრასები გარკვეულწილად ჰგავს მეხსიერების ქაფს, თუმცა ის უფრო ძვირადღირებული პროდუქტია. ამ მატერიით დამზადებული მატრასები უფრო ელასტიური, ბზინავი და მკვრივია. ასევე, ნაკლებად იძირება. ბუნებრივი ლატექსი დამზადებულია რეზინის ხეებისგან და შეიძლება გამოყენებულ იქნას ორგანული მატრასების დამზადებისას, რაც მას იდეალურ პროდუქტად აქცევს მათთვის, ვინც ეკოლოგიაზე ზრუნავს.

მატრასის სიმკვრივის დონეები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელზეც მატრასის არჩევისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ სიმკვრივის დონეებია. მატრასები შეიძლება იყოს რბილი, საშუალო, საშუალოდ მკვრივი, ან მყარი. საშუალო და საშუალოდ მყარი ფირმის მატრასები ყველაზე პოპულარულია, რადგან ისინი ერგება ფართო საჭიროებებს. სიმკვრივის დონის არჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თქვენი ძილის პოზიცია და სხეულის ტიპი:

ძილის პოზიცია

გვერდზე მწოლიარეები: თუ თქვენ გვერდზე წოლა გსიამოვნებთ ადამიანთა უმრავლესობას მიეკუთვნებით. ასეთ პოზაში ძილს ექიმები ზურგის ტკივილისგან თავის ასაცილებლად გვირჩევენ და ამ დროს, საუკეთესო არჩევანი იქნება რბილი, საშუალო, ან საშუალოდ მკვრივი მატრასი, რადგან ასეთი მატრასები ხელს უწყობენ ხერხემლის გასწორებას. თუ მატრასი ზედმეტად მტკიცე იქნება, შეიძლება დიდი ზეწოლა მოახდინოთ თეძოებსა და მხრებზე და ძილი არაკომფორტული გახდეს.

მტკიცე და მყარი მატრასი შეეფერება მათ, ვისაც მუცელზე ძილი უყვართ. ხოლო ზურგზე მწოლიარეთათვის - საშუალო სიმტკიცის მატრასია იდეალური. თუ ზურგზე წოლა გიყვართ მაშინ აუცილებლად მოერიდეთ რბილ, ან ძალიან მყარ მატრასებს, რათა თავიდან აიცილოთ ხერხემლის ტკივილი. საშუალო სიმკვრივის მატრასი ასევე კარგი არჩევანია მათთვის, ვინც ძილის დრო მუდმივად მოძრაობს.

სხეულის ტიპი

სხეულის მძიმე წონა: იმის გათვალისწინებით, რომ მეტი წონა ნიშნავს მეტ წნევას საწოლზე, გირჩევთ არჩევანი ძალიან მყარ მატრასზე გააკეთოთ. მსუბუქ მატრასზე ზედმეტმა ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს საწოლის ჩაძირვა და ხერხემალი საფრთხის ქვეშ დააყენოს, რაც აუცილებლად გამოიწვევს ზურგის ტკივილს და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.

სხეულის მსუბუქი წონა: მსუბუქი სხეული უფრო კომფორტულად ერგება რბილი ტიპის მატრასებს, რადგან ისინი დიდ წნევას არ ახდენენ საწოლზე. გახსოვდეთ, რომ თუ დასაწოლი ძალიან მყარია, ის საკმარისად არ ჩაიძირება და არ მოხდება სახსრებზე ზეწოლის შემსუბუქება.

გახსოვდეთ, რომ მატრასის ტიპის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, როგორც თქვენი ძილის პოზიცია, ისე წონა. მაგალითად, თუ თქვენი სხეული მსუბუქია და ამავდროულად მუცელზე წოლა გიყვართ, შეგიძლიათ აირჩიოთ საშუალო სიმტკიცის მატრასი, რათა კომპრომისზე წახვიდეთ რბილსა და მტკიცე მატრასის ტიპებს შორის.

R