სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორქიდეა ვულკანის თავზე, სოკოები ანტარქტიდაზე, მიწისქვეშა პალმა და ა.შ. - მცენარეების და სოკოების 10 ახალი სახეობა, რომლებიც მეცნიერებმა 2023 წელს აღმოაჩინეს
ორქიდეა ვულკანის თავზე, სოკოები ანტარქტიდაზე, მიწისქვეშა პალმა და ა.შ. - მცენარეების და სოკოების 10 ახალი სახეობა, რომლებიც მეცნიერებმა 2023 წელს აღმოაჩინეს

2023 წელს ლონ­დო­ნის კიუს სა­მე­ფო ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის მეც­ნი­ე­რებ­მა 75 ახა­ლი მცე­ნა­რე და 15 აქამ­დე უც­ნო­ბი სოკო აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მკვლე­ვა­რე­ბი ასე­ვე გვაფრ­თხი­ლე­ბენ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და­კარ­გვის საფრ­თხე­ზე.

BBC 10 ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ:

1. სო­კოს სამი ახა­ლი სა­ხე­ო­ბა ან­ტარ­ქტი­და­ში

ან­ტარ­ქტი­და­ში თით­ქმის არა­ფე­რი იზ­რდე­ბა, თუმ­ცა ლი­ქე­ნე­ბი (ლათ. Lichenes), იგი­ვე მღი­ე­რე­ბი მა­ინც ახერ­ხე­ბენ ფე­ხის მო­კი­დე­ბას ყი­ნუ­ლო­ვან-კლო­დო­ვან გა­რე­მო­ში. ეს არი­ან ორ­გა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ სო­კო­სა და წყალმცე­ნა­რე­ე­ბის ერ­თგვარ სიმ­ბი­ოზს. ბო­ტა­ნი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი ლი­ქე­ნებს მცე­ნა­რე­თა და­მო­უ­კი­დე­ბელ ჯგუ­ფად მი­იჩ­ნევს. ლი­ქე­ნე­ბი აერ­თი­ა­ნე­ბენ 400-ზე მეტი გვა­რის 26 ათა­სამ­დე სა­ხე­ო­ბას. სწო­რედ მათი ახა­ლი 2 სა­ხე­ო­ბა იპო­ვეს ანტრაქ­ტი­და­ში.

2. ვულ­კა­ნის თავ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ორ­ქი­დეა

ინ­დო­ნე­ზი­ის კუნ­ძულ ვა­ი­გე­ოს ჩამ­ქა­რა­ლი ვულ­კა­ნის მწვერ­ვალ­ზე მეც­ნი­ე­რებ­მა შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს ორ­ქი­დე­ას ახა­ლი სა­ხე­ო­ბა, თვალ­წარმ­ტა­ცი წი­თე­ლი ყვა­ვი­ლე­ბით. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ბო­ტა­ნი­კო­სე­ბი ცის­ფერ ორ­ქი­დე­ას ეძებ­დნენ, რო­მე­ლიც 80 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის უნა­ხავს.

3. მი­წის­ქვე­შა პალ­მის ხე

პალ­მის ნა­ყო­ფი

სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის კუნ­ძულ ბორ­ნე­ო­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს პალ­მის ახა­ლი სა­ხე­ო­ბა, ლა­თი­ნუ­რი სა­ხე­ლით Pinanga subterranea.

თუმ­ცა, შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის თქმა, რომ იგი აქამ­დე სრუ­ლად უც­ნო­ბი იყო მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის, რად­გან, რო­გორც ირ­კვე­ვა, ად­გი­ლობ­რი­ვი ტო­მე­ბი დიდი ხა­ნია იყე­ნებ­დნენ მის ნა­ყოფს საკ­ვე­ბად.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ პალ­მის ხე მი­წის­ქვეშ ყვა­ვის და ნა­ყოფ­საც იქ იძ­ლე­ვა.

მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­წის­ქვეშ ყვა­ვი­ან, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია.

4. მტა­ცე­ბე­ლი მცე­ნა­რე მო­ზამ­ბი­კი­დან

Crepidorhopalon droseroides

დღე­დღე­ო­ბით ეს მცე­ნა­რე მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის დიდ იდუ­მა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. პირ­ვე­ლი, ვინც მო­ზამ­ბიკ­ში, სა­ვე­ლე კვლე­ვის დროს მას წა­ა­წყდა, ბო­ტა­ნი­კო­სი ბარტ ვურსტე­ნია.

მცე­ნა­რის მეც­ნი­ე­რუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბაა Crepidorhopalon droseroides, რაც მზის წვე­რის მსგავსს ნიშ­ნავს. მისი ზე­და­პი­რი და­ფა­რუ­ლია წე­ბო­ვან-ჯირ­კვლო­ვა­ნი თმით, რა­საც მწე­რე­ბის და­სა­ჭე­რად და მო­სა­ნე­ლებ­ლად იყე­ნებს.

5. მი­წის­ქვე­შა ხე­ე­ბი

ეს უბ­რა­ლო ყვა­ვი­ლე­ბი არ გე­გო­ნოთ, ეს არის მი­წის­ქვე­შა აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ხე, რომ­ლის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ მი­წის ქვეშ არის

ზო­გის­თვის შე­იძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რად ჩან­დეს, მაგ­რამ მცე­ნა­რე­თა მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბა ადაპ­ტირ­და მი­წის­ქვე­შა სამ­ყა­რო­ში, ნი­ა­და­გის ფე­ნის ქვეშ.

ამ შემ­თხვე­ვა­ში, ლა­პა­რა­კია მი­წის­ქვე­შა ხე­ე­ბის ორ ახალ სა­ხე­ო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც კიუს ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის მკვლე­ვარ­მა დე­ვიდ გო­ი­დერ­მა ან­გო­ლას შო­რე­ულ რა­ი­ო­ნებ­ში ექ­სპე­დი­ცი­ის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნა.

6. ახა­ლი ორ­ქი­დეა მა­და­გას­კა­რი­დან

ახა­ლი ორ­ქი­დეა ბო­ტა­ნი­კოს­მა იო­ჰან ჰერ­მან­სმა აღ­მო­ა­ჩი­ნა. მცე­ნა­რე მცი­რე ნაკ­რძალ­ში იპო­ვეს, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თი ფრინ­ვე­ლის - ჩა­ფხუ­ტი­ა­ნი ვან­გას და­სა­ცა­ვად შე­იქ­მნა. რომ არა ჩა­ფხუ­ტი­ა­ნი ვან­გა, ტყე გა­ი­ჩე­ხე­ბო­და და ორ­ქი­დეა ისე გაქ­რე­ბო­და, რომ მეც­ნი­ე­რე­ბი მის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს გა­ი­გებ­დნენ.

7. სოკო ნა­გავ­საყ­რე­ლი­დან

ექიმ­მა კირკმა სო­კოს ეს სა­ხე­ო­ბა სო­ი­ოს ნარ­ჩე­ნე­ბის ნა­გავ­საყ­რელ­ში, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. ის მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას უძ­ლებს. იგი Lichtheimia-ს გვარს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

8. თამ­ბა­ქოს მცე­ნა­რე

თამ­ბა­ქო (ლა­თი­ნუ­რი სა­ხე­ლი Nicotiana) იზ­რდე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. უფრო მე­ტიც, მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი 90 სა­ხე­ო­ბი­დან ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გვხვდე­ბა ავ­სტრა­ლი­ა­ში.

ორი ბო­ტა­ნი­კო­სი კე­ვი­დან, მარკ ჩე­ი­სი და მა­არ­ტენ კრის­ტე­ნჰუ­სი, იკ­ვლე­ვენ თამ­ბა­ქოს მცე­ნა­რე­ებს ავ­სტრა­ლი­ა­ში. ისი­ნი სწავ­ლო­ბენ, თუ რო­გორ ახერ­ხე­ბენ ასე­თი თხელ­ფოთ­ლი­ა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი გა­დარ­ჩე­ნას პლა­ნე­ტის ყვე­ლა­ზე მშრალ ად­გი­ლებ­ში.

2023 წელს მათ აღ­წე­რეს თამ­ბა­ქოს ცხრა ახა­ლი სა­ხე­ო­ბა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი ფარ­თოდ გა­ი­ზარ­და ავ­სტრა­ლი­ის კო­კო­პა­რას ეროვ­ნულ პარკში სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლებ­ში.

9. აღ­მო­ჩე­ნა გა­და­შე­ნე­ბის პი­რას

ტა­ი­ლან­დში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ყვა­ვი­ლო­ვა­ნი, იის­ფე­რი მცე­ნა­რის ახა­ლი სა­ხე­ო­ბა Microchirita-ს გვა­რი­დან. ისი­ნი მხო­ლოდ ორ ად­გი­ლას ხა­რო­ბენ და ამ ეტა­პის­თვის გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ.

10. ინ­დი­გო­ფე­რა, რო­მელ­საც ეს სა­ხე­ლი მეც­ნი­ე­რის პა­ტივ­სა­ცე­მად უწო­დეს

Indigofera - ინ­დი­გო­ფე­რა ტრო­პი­კუ­ლი, მოყ­ვა­ვი­ლე მცე­ნა­რეა. იგი თა­ვის გვარ­ში აერ­თი­ა­ნებს 750-ზე მეტ მცე­ნა­რეს. ინ­დი­გო­ფე­რა ძი­რი­თა­დად ბუჩ­ქე­ბის ან მომცრო ზო­მის ხე­ე­ბის სა­ხით გვხვდე­ბა. მის­გან ამ­ზა­დე­ბენ ცნო­ბილ სა­ღე­ბავს ინ­დი­გოს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძველ, ბუ­ნებ­რივ სა­ღე­ბა­ვა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

მხო­ლოდ 2023 წელს სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ამ გვა­რის 18 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მათ­გან ერთ-ერთს Indigofera abbottii-ს, ეკო­ლოგ ენ­ტო­ნი (ტონი) თო­მას დიქ­სონ ებო­ტის სა­ხე­ლი ეწო­და. თუმ­ცა, ინ­დი­გო­ფე­რას ეს ახა­ლი სა­ხე­ო­ბა შე­საძ­ლოა, გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდეს, რად­გან ის ძი­რი­თა­დად ისეთ ად­გი­ლებ­ში იზ­რდე­ბა, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­იწ­მინ­დოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წე­ბის­თვის ან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ.

  • მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიწისქვეშა პალმა
1

როგორც იქნა,პალმის მოსავალი ავიღე..სამი დღე თოხი არ გამიგდია ხელიდან. მახრამ ზიანი მოგვცა. )

დოდუნა
0

საინტერესოა, მადლობა ავტორს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ორქიდეა ვულკანის თავზე, სოკოები ანტარქტიდაზე, მიწისქვეშა პალმა და ა.შ. - მცენარეების და სოკოების 10 ახალი სახეობა, რომლებიც მეცნიერებმა 2023 წელს აღმოაჩინეს

ორქიდეა ვულკანის თავზე, სოკოები ანტარქტიდაზე, მიწისქვეშა პალმა და ა.შ. - მცენარეების და სოკოების 10 ახალი სახეობა, რომლებიც მეცნიერებმა 2023 წელს აღმოაჩინეს

2023 წელს ლონდონის კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღის მეცნიერებმა 75 ახალი მცენარე და 15 აქამდე უცნობი სოკო აღმოაჩინეს.

მკვლევარები ასევე გვაფრთხილებენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ბიომრავალფეროვნების დაკარგვის საფრთხეზე.

BBC 10 ყველაზე საინტერესო აღმოჩენის შესახებ გიამბობთ:

1. სოკოს სამი ახალი სახეობა ანტარქტიდაში

ანტარქტიდაში თითქმის არაფერი იზრდება, თუმცა ლიქენები (ლათ. Lichenes), იგივე მღიერები მაინც ახერხებენ ფეხის მოკიდებას ყინულოვან-კლოდოვან გარემოში. ეს არიან ორგანიზმები, რომლებიც წარმოადგენენ სოკოსა და წყალმცენარეების ერთგვარ სიმბიოზს. ბოტანიკოსების ნაწილი ლიქენებს მცენარეთა დამოუკიდებელ ჯგუფად მიიჩნევს. ლიქენები აერთიანებენ 400-ზე მეტი გვარის 26 ათასამდე სახეობას. სწორედ მათი ახალი 2 სახეობა იპოვეს ანტრაქტიდაში.

2. ვულკანის თავზე აღმოჩენილი ორქიდეა

ინდონეზიის კუნძულ ვაიგეოს ჩამქარალი ვულკანის მწვერვალზე მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ორქიდეას ახალი სახეობა, თვალწარმტაცი წითელი ყვავილებით. სინამდვილეში, ბოტანიკოსები ცისფერ ორქიდეას ეძებდნენ, რომელიც 80 წლის განმავლობაში არავის უნახავს.

3. მიწისქვეშა პალმის ხე

პალმის ნაყოფი

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კუნძულ ბორნეოზე აღმოაჩინეს პალმის ახალი სახეობა, ლათინური სახელით Pinanga subterranea.

თუმცა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ იგი აქამდე სრულად უცნობი იყო მთელი კაცობრიობისთვის, რადგან, როგორც ირკვევა, ადგილობრივი ტომები დიდი ხანია იყენებდნენ მის ნაყოფს საკვებად.

ყველაზე საინტერესოა, რომ პალმის ხე მიწისქვეშ ყვავის და ნაყოფსაც იქ იძლევა.

მცენარეები, რომლებიც მიწისქვეშ ყვავიან, ძალიან იშვიათია.

4. მტაცებელი მცენარე მოზამბიკიდან

Crepidorhopalon droseroides

დღედღეობით ეს მცენარე მეცნიერებისთვის დიდ იდუმალებას წარმოადგენს. პირველი, ვინც მოზამბიკში, საველე კვლევის დროს მას წააწყდა, ბოტანიკოსი ბარტ ვურსტენია.

მცენარის მეცნიერული სახელწოდებაა Crepidorhopalon droseroides, რაც მზის წვერის მსგავსს ნიშნავს. მისი ზედაპირი დაფარულია წებოვან-ჯირკვლოვანი თმით, რასაც მწერების დასაჭერად და მოსანელებლად იყენებს.

5. მიწისქვეშა ხეები

ეს უბრალო ყვავილები არ გეგონოთ, ეს არის მიწისქვეშა აყვავებული ხე, რომლის დიდი ნაწილი სწორედ მიწის ქვეშ არის

ზოგისთვის შეიძლება უცნაურად ჩანდეს, მაგრამ მცენარეთა მრავალი სახეობა ადაპტირდა მიწისქვეშა სამყაროში, ნიადაგის ფენის ქვეშ.

ამ შემთხვევაში, ლაპარაკია მიწისქვეშა ხეების ორ ახალ სახეობაზე, რომლებიც კიუს ბოტანიკური ბაღის მკვლევარმა დევიდ გოიდერმა ანგოლას შორეულ რაიონებში ექსპედიციის დროს აღმოაჩინა.

6. ახალი ორქიდეა მადაგასკარიდან

ახალი ორქიდეა ბოტანიკოსმა იოჰან ჰერმანსმა აღმოაჩინა. მცენარე მცირე ნაკრძალში იპოვეს, რომელიც იშვიათი ფრინველის - ჩაფხუტიანი ვანგას დასაცავად შეიქმნა. რომ არა ჩაფხუტიანი ვანგა, ტყე გაიჩეხებოდა და ორქიდეა ისე გაქრებოდა, რომ მეცნიერები მის შესახებ ვერაფერს გაიგებდნენ.

7. სოკო ნაგავსაყრელიდან

ექიმმა კირკმა სოკოს ეს სახეობა სოიოს ნარჩენების ნაგავსაყრელში, სამხრეთ კორეაში აღმოაჩინა. ის მაღალ ტემპერატურას უძლებს. იგი Lichtheimia-ს გვარს განეკუთვნება.

8. თამბაქოს მცენარე

თამბაქო (ლათინური სახელი Nicotiana) იზრდება მთელ მსოფლიოში. უფრო მეტიც, მეცნიერებისთვის ცნობილი 90 სახეობიდან ნახევარზე მეტი გვხვდება ავსტრალიაში.

ორი ბოტანიკოსი კევიდან, მარკ ჩეისი და მაარტენ კრისტენჰუსი, იკვლევენ თამბაქოს მცენარეებს ავსტრალიაში. ისინი სწავლობენ, თუ როგორ ახერხებენ ასეთი თხელფოთლიანი მცენარეები გადარჩენას პლანეტის ყველაზე მშრალ ადგილებში.

2023 წელს მათ აღწერეს თამბაქოს ცხრა ახალი სახეობა. ერთ-ერთი მათგანი ფართოდ გაიზარდა ავსტრალიის კოკოპარას ეროვნულ პარკში საპიკნიკე ადგილებში.

9. აღმოჩენა გადაშენების პირას

ტაილანდში აღმოაჩინეს ყვავილოვანი, იისფერი მცენარის ახალი სახეობა Microchirita-ს გვარიდან. ისინი მხოლოდ ორ ადგილას ხარობენ და ამ ეტაპისთვის გადაშენების საფრთხე ემუქრებათ.

10. ინდიგოფერა, რომელსაც ეს სახელი მეცნიერის პატივსაცემად უწოდეს

Indigofera - ინდიგოფერა ტროპიკული, მოყვავილე მცენარეა. იგი თავის გვარში აერთიანებს 750-ზე მეტ მცენარეს. ინდიგოფერა ძირითადად ბუჩქების ან მომცრო ზომის ხეების სახით გვხვდება. მისგან ამზადებენ ცნობილ საღებავს ინდიგოს, რომელიც ყველაზე ძველ, ბუნებრივ საღებავადაა მიჩნეული.

მხოლოდ 2023 წელს სამხრეთ აფრიკაში ამ გვარის 18 წარმომადგენელი აღმოაჩინეს.

მათგან ერთ-ერთს Indigofera abbottii-ს, ეკოლოგ ენტონი (ტონი) თომას დიქსონ ებოტის სახელი ეწოდა. თუმცა, ინდიგოფერას ეს ახალი სახეობა შესაძლოა, გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ის ძირითადად ისეთ ადგილებში იზრდება, რომლებიც შეიძლება მალე გაიწმინდოს სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის ან საცხოვრებლად გამოიყენონ.

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა