“ლილო მოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ გავაშელი გარდაიცვალა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.
"სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბატონ თენგიზ გავაშელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.ბატონი თენგიზი გამორჩეული ადამიანი და პროფესიონალი იყო. მისი ღვაწლი კომპანიის განვითარებაში განუზომელია.“ ლილო მოლის” დამფუძნებლები და თითოეული თანამშრომელი უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს ბატონი თენგიზის გარდაცვალებას." - ნათქვამია განცხადებაში.
"ლილო მოლი“, ამიერკავკასიის რეგიონში როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობის სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე 33 წელია ოპერირებს. რეესტრის მონაცემებით, თენგიზ გავაშელი :ლილო მოლის" 11%-ს ფლობდა
განათლოს უფალმა, მაგრამ რატომ უნდა განცხადოთ თქვენ, ნეკროლოგის მაუწყებელი ხართ? სხვა არაფერი პოზიტიური არ შეგიძლიათ რომ გვითხრათ? ხომ შეიძლება რამე კარგიც გვაუწყოთ, პოზიტივით რომ დაიწყოთ, უფრო მეტი მკითხველი გეყოლებათ