გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება სამოქალაქო საკითხებზე კითხვებზე პასუხების გაცემა. მკითხველთა კითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.
- როგორ შემიძლია დავადგინო, რა ქონებას ფლობდა მამკვიდრებელი მის სიცოცხლეში?
- მამკვიდრებლის ქონების სრულ აღწერას შეიცავს სამკვიდრო მოწმობა, რომელსაც გასცემს ნოტარიუსი, თუმცა სამკვიდრო მოწმობა არის პერსონალური ინფორმაცია და ის მხოლოდ მემკვიდრეებისთვისაა ხელმისაწვდომი. მოძიება, თუ რა უძრავი ქონება შეიძლება ჰქონდეს საკუთრებაში პირს, შესაძლებელია საჯარო რეესტრის მეშვეობითაც.
- ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიძლება იყოს რისკის შემცველი. თუმცა მსგავს ურთიერთობაში ყურადღება გასამახვილებელია გამყიდველის საკრედიტო ისტორიაზე, ანუ შესაძლებელია თუ არა ნასყიდობის თანხით გამყიდველის კრედიტის სრულად დაფარვა, ვინაიდან, თუ სესხი სრულად არ დაიფარა, შეიძლება მყიდველს იპოთეკით დატვირთული ქონება დარჩეს შეძენილი. რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მყიდველს ჰქონდეს ინფორმაცია გამყიდველის კრედიტის შესახებ და დარწმუნდეს, რომ ნასყიდობის თანხით სესხი ნამდვილად დაფარა და ბანკმა ვალდებულების შესრულების საფუძველზე გააუქმა ქონებაზე იპოთეკა.
- მოცემულ შემთხვევაში თქვენ გაქვთ იპოთეკურო სესხი. იპოთეკის საგანს, ბინას, ბანკი ვერ გადაიფორმებს, თუ ბინის მესაკუთრე არ დათანხმდა, ანუ გადაფორმება ვერ მოხდება, თუ მესაკუთრემ ამის ნება არ გამოხატა. რაც შეეხება საკითხს, შეიძლება თუ არა მოახერხოს ყოფილმა მესაკუთრემ, რომ ბინა უფრო ძვირად გაასხვისოს, ეს შესაძლებელია. თუმცა ამისთვის საჭიროა თვითონ ბანკთან მოლაპარაკება - ანუ მსგავს საკითხზე სამართლებრივად იძულებითი ღონისძიება არ არსებობს და ეს დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე.
- ბანკი მესაკუთრის თანხმობის გარეშე პირდაპირი გზით ვერ გადაიფორმებს ბინას, ანუ მესაკუთრის სათანადო ნებაა საჭირო, რომ პირდაპირი გზით გადაიფორმოს საკუთრებაში. ამ შემთხვევაში ბანკი მესაკუთრე გახდა ბინის, შესაბამისად, გამოსავალი მხოლოდ გონივრულ ფასად ბინის უკან გამოსყიდვაა. განაგრძეთ კითხვა