პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრემლის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი პოეტი ლევ რუბინშტეინი გარდაიცვალა
კრემლის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი პოეტი ლევ რუბინშტეინი გარდაიცვალა

პუ­ტი­ნის კრი­ტი­კო­სი რუსი პო­ე­ტი ლევ რუ­ბინშტე­ი­ნი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა "ან­დერგრა­უნდ" ლი­ტე­რა­ტუ­რის მთა­ვა­რი ფი­გუ­რა იყო, კო­მა­ში ყოფ­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. გან­ცხა­დე­ბას რუ­ბინშტე­ი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს.

8 იან­ვარს 76 წლის პო­ეტს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღე კო­მა­ში გა­ა­ტა­რა.

"მა­მა­ჩე­მი, ლევ რუ­ბინშტე­ი­ნი, დღეს გარ­და­იც­ვა­ლა", - წერს რუ­ბინშტე­ი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რია თა­ვის ბლოგ­ზე.

რუ­ბინშტე­ი­ნი ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც კონ­ცეპ­ტუ­ა­ლის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. 1970-1980-იან წლებ­ში მან ხე­ლოვ­ნე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა, რათა საბ­ჭო­თა ეპო­ქის ტრა­დი­ცი­უ­ლი ნორ­მე­ბი და­ერ­ღვია და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რე­ა­ლიზ­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დოქ­ტრი­ნა გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნა. რუ­ბენშტე­ი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო შე­ტე­ვის წი­ნა­აღ­მდე­გაც ღიად გა­მოთ­ქვამ­და პრო­ტესტს. ის რუ­სე­თის მთავ­რო­ბის ლგბტ უფ­ლე­ბე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც აკ­რი­ტი­კებ­და.

სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ჯგუ­ფი Memorial-ი პო­ე­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "რუ­ბინშტე­ი­ნი ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც დარ­ჩა მოს­კოვ­ში. ეს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის არ გა­უ­კე­თე­ბია. ეს მათ და­სახ­მა­რებ­ლა­დაც გა­ა­კე­თა, ვი­საც სი­ტყვე­ბის პოვ­ნა უჭირ­და და სა­კუ­თა­რი თა­ვის ხე­ლახ­ლა პოვ­ნა სურ­და. ასე ცდი­ლობ­და ის, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­ში პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა გა­ეღ­ვი­ძე­ბი­ნა",- წე­რია "მე­მო­რი­ა­ლის" X-ზე გა­ზი­ა­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე შავშიშვილი
1

კოსტავაც , "შემთხვევითი" ავტოავარიის შედეგად დაიღუპა...

ჰმ,
9

დაიწყო რუსეთში ,,კუდიანებზე" ნადირობა, გადავიდნენ შუა საუკუნეებში, სმერშის კანონსაც ღებულობენ და ,,აშენდებიან"... რაც ფრონტზე დაიღუპება, ერთ იმდენს თავად დახვრეტენ! მოკლედ, ჩინელებს ტერიტორიას გაუსუფთავებენ და მსოფლიო ბატონობასაც დაუკანონებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

კრემლის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი პოეტი ლევ რუბინშტეინი გარდაიცვალა

კრემლის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი პოეტი ლევ რუბინშტეინი გარდაიცვალა

პუტინის კრიტიკოსი რუსი პოეტი ლევ რუბინშტეინი, რომელიც საბჭოთა "ანდერგრაუნდ" ლიტერატურის მთავარი ფიგურა იყო, კომაში ყოფნის შემდეგ გარდაიცვალა. განცხადებას რუბინშტეინის ქალიშვილი ავრცელებს.

8 იანვარს 76 წლის პოეტს მანქანა დაეჯახა და სიკვდილამდე რამდენიმე დღე კომაში გაატარა.

"მამაჩემი, ლევ რუბინშტეინი, დღეს გარდაიცვალა", - წერს რუბინშტეინის ქალიშვილი მარია თავის ბლოგზე.

რუბინშტეინი ცნობილი იყო, როგორც კონცეპტუალისტური მოძრაობის თანადამფუძნებელი. 1970-1980-იან წლებში მან ხელოვნება გამოიყენა, რათა საბჭოთა ეპოქის ტრადიციული ნორმები დაერღვია და სოციალისტური რეალიზმის ოფიციალური დოქტრინა გაეკრიტიკებინა. რუბენშტეინი უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეტევის წინააღმდეგაც ღიად გამოთქვამდა პროტესტს. ის რუსეთის მთავრობის ლგბტ უფლებების მიმართ დამოკიდებულებასაც აკრიტიკებდა.

სამოქალაქო უფლებების დამცველი ჯგუფი Memorial-ი პოეტის გარდაცვალებას გამოეხმაურა: "რუბინშტეინი ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყველაფრის მიუხედავად, მაინც დარჩა მოსკოვში. ეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ გაუკეთებია. ეს მათ დასახმარებლადაც გააკეთა, ვისაც სიტყვების პოვნა უჭირდა და საკუთარი თავის ხელახლა პოვნა სურდა. ასე ცდილობდა ის, რომ ამ ადამიანებში პროტესტის გრძნობა გაეღვიძებინა",- წერია "მემორიალის" X-ზე გაზიარებულ განცხადებაში.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა