საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკვები შაურმა გაძვირდა. ობიექტების უმრავლესობაში, ფასი საშუალოდ 1 ლარით გაიზარდა. კერძოდ, 9-ლარიანი პატარა შაურმა 10 ლარი, ხოლო 11-ლარიანი სტანდარტული 12 ლარი გახდა.
კომპანიები პროდუქტის გაძვირების მიზეზად "ბიზნესპრესნიუსთან“ ხარჯების ზრდას ასახელებენ. მათი თქმით, მოიმატა როგორც ნედლეულის ისე ტრანსპორტირების ღირებულებამ. ამასთან გაზრდილია, ადმინისტრაციული ხარჯიც.
"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით, ფასები ერთი წლის განმავლობაში არ გაგვიზრდია. "მარგეს“ პროდუქტზე ფასის მინიმალური ზრდა განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა,,, განაგრძეთ კითხვა