ავტორი:

"საიდუმლო უნდა გავამხილო" - ცნობილმა გინეკოლოგმა და პლასტიკურმა ქირურგმა ლას ვეგასში იქორწინეს - ნინო ჩოგოვაძის და ალექსანდრე კალანტაროვის ამერიკული ქორწილის ამბავი (ფოტოები)

"საიდუმლო უნდა გავამხილო" - ცნობილმა გინეკოლოგმა და პლასტიკურმა ქირურგმა ლას ვეგასში იქორწინეს - ნინო ჩოგოვაძის და ალექსანდრე კალანტაროვის ამერიკული ქორწილის ამბავი (ფოტოები)

ცნობილი გინეკოლოგი, ნინო ჩოგოვაძე და ასევე ცნობილი პლასტიკური ქირურგი, ალექსანდრე კალანტაროვი დაქორწინდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას მათ თავად გაუმხილეს. ნინო ჩოგოვაძემ "იმედის" ეთერში თქვა, რომ ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს აშშ-ში, ლას ვეგასში იქორწინეს.

"ძალიან საინტერესო ახალი წელი გავატარეთ მე და საშამ ამერიკაში, საშამ გადაწყვიტა ასე და იყო ძალიან საინტერესო.

ახალი წლის პერიოდი მოგვიწია ლას ვეგასში ყოფნა, საოცარი ფეიერვერკი იყო, იქ მართლა საოცარი ახალი წელია, შადრევნები, ფეიერვერკი. გვეგონა, რომ ჩვენ გვილოცავდნენ.

უნდა გავამხილო ერთი საიდუმლო, გადავწყვიტეთ, რომ გვექორწინა", - ამბობს ნინო ჩოგოვაძე.

  • კითხვას, - "ლას ვეგასში ხელი მოაწერეთ?", მან დადებითი პასუხი გასცა.

"ასეთი სიურპრიზი მოაწყო საშამ. სერიოზული პროცედურაა, წინასწარ დაუგეგმია ყველაფერი სიურპრიზად.

მიდიხარ, გადებინებენ ფიცს. ორივემ დავდეთ ფიცი. ქორწილი დანიშნული იყო 31-ის ღამეს, მოგვაკითხა ლიმუზინმა..." - ამბობს ნინო ჩოგოვაძე.

ცნობილ ექიმს "ფეისბუქის" გვერდზე არაერთი ფოტო აქვს გამოქვეყნებული, სადაც მისი და ალექსანდრე კალანტაროვის ამერიკული ვოიაჟია აღბეჭდილი: