სპორტი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს შვილს ქეთიმდე ჰყავდა პირველი ცოლი, რომელსაც ხშირი კონფლიქტების გამო გაშორდა... კონფლიქტი იყო გიორგის მიერ ნარკოტიკების მოხმარების გამო" - რას წერს ჩვენებაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა?
"ჩემს შვილს ქეთიმდე ჰყავდა პირველი ცოლი, რომელსაც ხშირი კონფლიქტების გამო გაშორდა... კონფლიქტი იყო გიორგის მიერ ნარკოტიკების მოხმარების გამო" - რას წერს ჩვენებაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა?

ქმრის მიერ მოკ­ლუ­ლი ქეთი ედი­ბე­რი­ძე მშობ­ლი­ურ დმა­ნის­ში დღეს დაკ­რძა­ლეს. ის ქმარ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ძილ­ში, ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში სამ­შა­ბათს მოხ­და. ცოლ-ქმა­რი დე­და­ქა­ლაქ­ში ორ­შა­ბათს ჩა­ვი­და, რათა ბავ­შვის­თვის გეგ­მუ­რი აცრა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. ამის შემ­დეგ ვარ­კე­თილ­ში, ედი­ბე­რი­ძის ქმრის, გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის მა­მის სახ­ლში წა­ვიდ­ნენ.

მკვლე­ლო­ბას სწო­რედ ბრალ­დე­ბუ­ლის მამა შე­ეს­წრო. რა მოხ­და ზუს­ტად არა­ვინ იცის. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ ცო­ლის დაჭ­რის შემ­დეგ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი კავ­ლე­ლიშ­ვილ­მა თა­ვა­დაც მი­ი­ყე­ნა.

"მთა­ვა­რი არხი" გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის ახალ დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს. ირ­კვე­ვა, რომ ქეთი ედი­ბე­რი­ძე კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის მე­ო­რე ცოლი იყო. პირ­ველ ცოლ­თან ბრალ­დე­ბულს ორი შვი­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბის­თვი­საც მა­მო­ბა თით­ქმის არ გა­უ­წე­ვია.

რა წე­რია ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მის, ოთარ კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­ში:

"ჩემი შვი­ლი გი­ორ­გი პირ­ვე­ლად და­ო­ჯახ­და 8 წლის წინ და ცო­ლად შე­ირ­თო თ.კ., რო­მელ­თა­ნაც შე­ე­ძი­ნა ორი შვი­ლი. გი­ორ­გი და მისი მე­უღ­ლე ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ ორი-სამი წელი, რის შემ­დე­გად და­შორ­დნენ. დას­მულ კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ გი­ორ­გის და მისი ცო­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და მათ შო­რის ხში­რი კონ­ფლიქ­ტი, რაც ძი­რი­თა­დად გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო გი­ორ­გის საქ­ცი­ე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და გი­ორ­გის მა­შინ­დელ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის და სხვა­დას­ხვა აბე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ში".

რას ამ­ბობს ჩვე­ნე­ბა­ში გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის მა­მის მე­ზო­ბე­ლი?

"კარ­ზე მე­ზო­ბე­ლი გვიბ­რა­ხუ­ნებ­და, როცა კარი გა­ვა­ღეთ გვი­თხრა, გოგ­ლამ ცოლი დაჭ­რა, ავ­ხე­დო­თო. გა­და­ვიც­ვით ტან­საც­მე­ლი და ავე­დით მათ­თან. უკვე პო­ლი­ცია იყო მო­სუ­ლი. ბი­ნა­ში რომ შე­ვე­დი ოთარ კავ­ლე­ლაშ­ვი­ლი შემ­ხვდა, რა ხდე­ბა თქო, ვკი­თხე, მაგ­რამ აღელ­ვე­ბუ­ლი იყო და ვე­რა­ფე­რი მი­პა­სუ­ხა. შემ­დეგ და­ვი­ნა­ხე კავ­ლე­ლაშ­ვი­ლე­ბის მე­ზო­ბე­ლი, რო­მელ­საც გი­ორ­გის და ქე­თის ჩვი­ლი ეჭი­რა და სა­ძი­ნე­ბელ ოთა­ხის კარ­თან იდგა. სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში რომ შე­ვი­ხე­დე და­ვი­ნა­ხე, რომ ია­ტაკ­ზე იწვა ქეთი ედი­ბე­რი­ძე, მას ზე­მო­დან ნა­ჭე­რი ეფა­რა, რო­მე­ლიც სულ სის­ხლით იყო მოს­ვრი­ლი. თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭუ­ლი ჰქონ­და და ურე­აქ­ცი­ოდ იწვა".

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მწარე
0

ძლივს დაიწერა სიმართლე. ამ მკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ნარკომანია. ზოგიერთს უკვე თავი აქვს დანებებული ნარკოტიკზე, მაგრამ იმდენად აქვთ ტვინი დაზიანებული, რომ ალკოჰოლის მიღებაზე, უმიზეზო გაბრაზებაზე თვალები უტრიალდებათ და რას აკეთებენ არ იციან. 

მიმი
0

რომელი ადვოკატი ამისთანა კაცნაცუნებს დაიცავს,ის ადვოკატი გვერძე მიუსვან,საერთოდ უნდა აიკრძალოს მოძალადე და მკვლელებზე ადვოკატის მომსახურება😡

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჩემს შვილს ქეთიმდე ჰყავდა პირველი ცოლი, რომელსაც ხშირი კონფლიქტების გამო გაშორდა... კონფლიქტი იყო გიორგის მიერ ნარკოტიკების მოხმარების გამო" - რას წერს ჩვენებაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა?

"ჩემს შვილს ქეთიმდე ჰყავდა პირველი ცოლი, რომელსაც ხშირი კონფლიქტების გამო გაშორდა... კონფლიქტი იყო გიორგის მიერ ნარკოტიკების მოხმარების გამო" - რას წერს ჩვენებაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა?

ქმრის მიერ მოკლული ქეთი ედიბერიძე მშობლიურ დმანისში დღეს დაკრძალეს. ის ქმარმა რამდენიმე დღის წინ ძილში, ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობა თბილისში სამშაბათს მოხდა. ცოლ-ქმარი დედაქალაქში ორშაბათს ჩავიდა, რათა ბავშვისთვის გეგმური აცრა ჩაეტარებინათ. ამის შემდეგ ვარკეთილში, ედიბერიძის ქმრის, გიორგი კავლელაშვილის მამის სახლში წავიდნენ.

მკვლელობას სწორედ ბრალდებულის მამა შეესწრო. რა მოხდა ზუსტად არავინ იცის. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ცოლის დაჭრის შემდეგ დაზიანებები კავლელიშვილმა თავადაც მიიყენა.

"მთავარი არხი" გახმაურებული საქმის ახალ დეტალებს ასაჯაროებს. ირკვევა, რომ ქეთი ედიბერიძე კავლელაშვილის მეორე ცოლი იყო. პირველ ცოლთან ბრალდებულს ორი შვილი ჰყავს, რომლებისთვისაც მამობა თითქმის არ გაუწევია.

რა წერია ბრალდებულის მამის, ოთარ კავლელაშვილის ჩვენებაში:

"ჩემი შვილი გიორგი პირველად დაოჯახდა 8 წლის წინ და ცოლად შეირთო თ.კ., რომელთანაც შეეძინა ორი შვილი. გიორგი და მისი მეუღლე ერთად ცხოვრობდნენ ორი-სამი წელი, რის შემდეგად დაშორდნენ. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ გიორგის და მისი ცოლის დაშორების მიზეზი გახდა მათ შორის ხშირი კონფლიქტი, რაც ძირითადად გამოწვეული იყო გიორგის საქციელიდან გამომდინარე, რაც გამოიხატებოდა გიორგის მაშინდელ დამოკიდებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების და სხვადასხვა აბების მოხმარებაში".

რას ამბობს ჩვენებაში გიორგი კავლელაშვილის მამის მეზობელი?

"კარზე მეზობელი გვიბრახუნებდა, როცა კარი გავაღეთ გვითხრა, გოგლამ ცოლი დაჭრა, ავხედოთო. გადავიცვით ტანსაცმელი და ავედით მათთან. უკვე პოლიცია იყო მოსული. ბინაში რომ შევედი ოთარ კავლელაშვილი შემხვდა, რა ხდება თქო, ვკითხე, მაგრამ აღელვებული იყო და ვერაფერი მიპასუხა. შემდეგ დავინახე კავლელაშვილების მეზობელი, რომელსაც გიორგის და ქეთის ჩვილი ეჭირა და საძინებელ ოთახის კართან იდგა. საძინებელ ოთახში რომ შევიხედე დავინახე, რომ იატაკზე იწვა ქეთი ედიბერიძე, მას ზემოდან ნაჭერი ეფარა, რომელიც სულ სისხლით იყო მოსვრილი. თვალები დახუჭული ჰქონდა და ურეაქციოდ იწვა".