პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ალტ ინფოს" წევრების რიგი "მატრონას" ხატთან - აქციიდან მათ სამებაში გადაინაცვლეს
"ალტ ინფოს" წევრების რიგი "მატრონას" ხატთან - აქციიდან მათ სამებაში გადაინაცვლეს

"ალტ-ინ­ფოს“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე აქ­ცია გა­მარ­თეს.

ისი­ნი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში არ­სე­ბულ, მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლი­სა და სტა­ლი­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით არ­სე­ბულ ხატ­ზე სა­ღე­ბა­ვის შეს­ხმის გამო სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, ნატა ფე­რა­ძის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას ითხოვ­დნენ.

"ალტ-ინ­ფოს” წევ­რებ­მა ამ მო­თხოვ­ნით აქ­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან გა­მარ­თეს, რის შემ­დეგ, თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც ნატა ფე­რა­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მი­ცე­მის მო­თხოვ­ნით გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნეს.

ამის შემ­დეგ მათ ხა­ტე­ბი­თა და ჯვრე­ბით, მსვლე­ლო­ბით, სა­პატ­რი­არ­ქოს­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც პატ­რი­არ­ქს შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცეს.

  • სა­პატ­რი­არ­ქოს შემ­დეგ „ალტ-ინ­ფოს“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მი­ვიდ­ნენ, სა­დაც მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლი­სა და სტა­ლი­ნის ხატი არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

მათ დღე­ვან­დე­ლი აქ­ტი­ვო­ბა აღ­ნიშ­ნულ ხატ­თან მო­ლოც­ვით და­ას­რუ­ლეს.

აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” ლი­დე­რი, რო­მე­ლიც მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლი­სა და სტა­ლი­ნის ხა­ტის ერთ-ერთი შე­მომ­წირ­ვე­ლია.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცია მისი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა იზი­ა­რებს აქ­ცი­ის სუ­ლის­კვე­თე­ბას და პრო­ტესტს „წმინ­და მატ­რო­ნას ხა­ტის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო“.

"რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, ხატ­წე­რის ტექ­ნი­კა, თვი­თონ ში­ნა­არ­სი რას მო­ი­ცავს - ხატ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­სა­ხოს ეშ­მა­კი, გვე­ლე­შა­პი, უღ­მერ­თო ადა­მი­ა­ნი, ურ­წმუ­ნო ადა­მი­ა­ნი ნე­გა­ტი­ვის რან­გში და პლან­ში. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში იმ ეპი­ზოდ­ში სტა­ლი­ნი მე არ აღ­მიქ­ვამს, რო­გორც და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟი. ხატმწე­რის გან­მარ­ტე­ბით, ის ეპი­ზო­დი მო­ი­ცავ­და შემ­დეგ ში­ნა­არსს, რომ ღმერ­თი ყვე­ლა მმარ­თველ­ზე ძლი­ე­რია, ღმერ­თი ყოვ­ლის­შემ­ძლე და დი­ა­დია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბას, მე მა­ზი­ა­რე­ბე­ლი ვარ, აღმსა­რე­ბე­ლი ვარ და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი ვა­ლია და­ვე­მორ­ჩი­ლო პატ­რი­არ­ქს. ვიცი,რომ ეს გან­ცხა­დე­ბა პატ­რი­არ­ქთან შე­თან­ხმე­ბით და­ი­წე­რა. ამი­ტო­მაც ვთქვით ჩვენ, რომ რო­გორც მა­ზი­ა­რებ­ლე­ბი ვე­მორ­ჩი­ლე­ბით პატ­რი­არ­ქის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუმ­ცა მე არ მით­ქვამს, რომ გა­მა­ხა­რა სა­პატ­რი­არ­ქოს ამ გან­ცხა­დე­ბამ, არ მით­ქვამს, რომ მა­გა­ლი­თად, არ შე­მეძ­ლო სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­მე­ღო. მე პი­რა­დად, სულ სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ რო­გორც მა­ზი­ა­რე­ბე­ლი მეც და და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვიც ვე­მორ­ჩი­ლე­ბით პატ­რი­არ­ქის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მე არა­ფერს შევ­ცვლი­დი ამ ხატ­ზე, აი, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ­დი იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სამ­ღვდე­ლო პირ­თა­გან, ხატმწე­რის­გა­ნაც მი­ვი­ღე კონ­სულ­ტა­ცია და მათი გან­მარ­ტე­ბით არა­ვი­თა­რი კა­ნო­ნი­კა დარ­ღვე­უ­ლი არ არის”, - გა­ნა­ცხა­და ირმა ინაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სამი წელი არ აქ­ტი­უ­რობ­და,თუმ­ცა შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ხა­და,რომ ეაქ­ტი­უ­რა.

"ასე­თი ნე­ო­ბოლ­შე­ვი­კე­ბი კო­ლექ­ტი­უ­რი [ნატა] ფე­რა­ძე­ე­ბის სა­ხით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­სა­ჯონ. ეს იყო ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. ჩემი აზ­რით, რა­ღაც ახალ სა­ფე­ხურ­ზე ავი­და ეს ბრძო­ლა იმი­ტომ, რომ აქამ­დე წმინ­და­ნის ეს ხატი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა”, - გა­ნა­ცხა­და ირმა ინაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ მო­თხოვ­ნა არის შემ­დე­გი: “და­ი­სა­ჯონ ის ნე­ო­ბოლ­შე­ვი­კე­ბი კო­ლექ­ტი­უ­რი ნატა ფე­რა­ძე­ე­ბის სა­ხით, რომ­ლე­ბიც, სხვა­თა შო­რის, გა­ა­თავ­ხე­და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ამ დამთმობ­მა პო­ლი­ტი­კამ, რა­საც ჩვენ აქ, თვალს ვა­დევ­ნებთ მთე­ლი 10 წლის ნა­წილ­ზე“.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰეჰეჰ
0

სამწუხაროდ სტალინიც კი წმინდანია ამ ე.წ.ოპოზიციის ფონზე, წმ.მატრონაზეც რომ არაფერი ვთქვათ.აქამდე შეფარულად მოქმედებდნენ, ახლა ბრძანება აქვთ მიღებული "ცივილიზებული სამყაროდან" და ყველაფერზე მიდიან, სადამდესაც მიუშვებენ. მაგრამ.....საქართველოში სანამ ერთი მართლმადიდებელი მაინც იქნება, ეს ბანდა თუ სექტა ფერაძეებ_კაკაბაძეებ და მათნაირების წინამძღოლობით, ვერაფერს გახდება!!! ჩვენთან არს ღმერთი!

სერგია
0

პარადოქსია ეა ქვეყანა მოვესწარით კომუნისტების იდეოლოგიურ შთამომავლებს რომლებიც რელიგიას იცავენ ურწმუნოებისაგან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ალტ ინფოს" წევრების რიგი "მატრონას" ხატთან - აქციიდან მათ სამებაში გადაინაცვლეს

"ალტ ინფოს" წევრების რიგი "მატრონას" ხატთან - აქციიდან მათ სამებაში გადაინაცვლეს

"ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე აქცია გამართეს.

ისინი სამების საკათედრო ტაძარში არსებულ, მატრონა მოსკოველისა და სტალინის გამოსახულებით არსებულ ხატზე საღებავის შესხმის გამო სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ.

"ალტ-ინფოს” წევრებმა ამ მოთხოვნით აქცია თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან გამართეს, რის შემდეგ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს, სადაც ნატა ფერაძის პასუხისმგებლობაში მიცემის მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.

ამის შემდეგ მათ ხატებითა და ჯვრებით, მსვლელობით, საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქს შობის დღესასწაული მიულოცეს.

  • საპატრიარქოს შემდეგ „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც მატრონა მოსკოველისა და სტალინის ხატი არის განთავსებული.

მათ დღევანდელი აქტივობა აღნიშნულ ხატთან მოლოცვით დაასრულეს.

აქციაზე იმყოფებოდა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, რომელიც მატრონა მოსკოველისა და სტალინის ხატის ერთ-ერთი შემომწირველია.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული აქცია მისი ორგანიზებული არ არის, თუმცა იზიარებს აქციის სულისკვეთებას და პროტესტს „წმინდა მატრონას ხატის დაზიანებისა და შეურაცხყოფის გამო“.

"როგორც საპატრიარქოს განცხადებაში იყო აღნიშნული, ხატწერის ტექნიკა, თვითონ შინაარსი რას მოიცავს - ხატზე შეიძლება გამოისახოს ეშმაკი, გველეშაპი, უღმერთო ადამიანი, ურწმუნო ადამიანი ნეგატივის რანგში და პლანში. არავითარ შემთხვევაში იმ ეპიზოდში სტალინი მე არ აღმიქვამს, როგორც დადებითი პერსონაჟი. ხატმწერის განმარტებით, ის ეპიზოდი მოიცავდა შემდეგ შინაარსს, რომ ღმერთი ყველა მმართველზე ძლიერია, ღმერთი ყოვლისშემძლე და დიადია. რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, მე მაზიარებელი ვარ, აღმსარებელი ვარ და ყველა შემთხვევაში, ჩემი ვალია დავემორჩილო პატრიარქს. ვიცი,რომ ეს განცხადება პატრიარქთან შეთანხმებით დაიწერა. ამიტომაც ვთქვით ჩვენ, რომ როგორც მაზიარებლები ვემორჩილებით პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას, თუმცა მე არ მითქვამს, რომ გამახარა საპატრიარქოს ამ განცხადებამ, არ მითქვამს, რომ მაგალითად, არ შემეძლო სხვა გადაწყვეტილება მიმეღო. მე პირადად, სულ სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი, მაგრამ როგორც მაზიარებელი მეც და დავით თარხან-მოურავიც ვემორჩილებით პატრიარქის გადაწყვეტილებას. მე არაფერს შევცვლიდი ამ ხატზე, აი, ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სამღვდელო პირთაგან, ხატმწერისგანაც მივიღე კონსულტაცია და მათი განმარტებით არავითარი კანონიკა დარღვეული არ არის”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, სამი წელი არ აქტიურობდა,თუმცა შექმნილმა ვითარებამ იძულებული გახადა,რომ ეაქტიურა.

"ასეთი ნეობოლშევიკები კოლექტიური [ნატა] ფერაძეების სახით აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩემი აზრით, რაღაც ახალ საფეხურზე ავიდა ეს ბრძოლა იმიტომ, რომ აქამდე წმინდანის ეს ხატი არ დაზიანებულა”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა და დასძინა, რომ მოთხოვნა არის შემდეგი: “დაისაჯონ ის ნეობოლშევიკები კოლექტიური ნატა ფერაძეების სახით, რომლებიც, სხვათა შორის, გაათავხედა “ქართული ოცნების” ამ დამთმობმა პოლიტიკამ, რასაც ჩვენ აქ, თვალს ვადევნებთ მთელი 10 წლის ნაწილზე“.