მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ განცხადებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს"- საპატრიარქო
"საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ განცხადებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს"- საპატრიარქო

სა­ერ­თა­შო­რი­სო და უფ­ლე­ბა­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან დუ­მი­ლი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ მათ მიერ არა­ერ­თგზის დეკ­ლა­რი­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ამას­თან, სა­პატ­რი­არ­ქო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სიწ­მინ­დე­თა შე­უ­რა­ცხყო­ფა წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ უმ­ძი­მეს ცოდ­ვას - მკრე­ხე­ლო­ბას, რომ­ლის ჩამ­დენ პირ­საც სი­ნა­ნუ­ლის სა­ჯა­როდ გა­მოთ­ქმამ­დე ყო­ველ­გვარ სა­ეკ­ლე­სიო ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ში თა­ნა­ზი­ა­რე­ბა ეკ­რძა­ლე­ბა.

"კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ხა­ტავთ პო­ზი­ცი­ას მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ხატ­ზე სა­ღე­ბა­ვის შეს­ხმის ფაქ­ტი არის ეკ­ლე­სი­ის დარ­ბე­ვის ერ­თგვა­რი სახე და იმე­ო­რებს ბოლ­შე­ვი­კუ­რი წარ­სუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას. მისი სა­თა­ნა­დოდ (ვან­და­ლიზ­მად და ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის ხე­ლის შეშ­ლად) არ­შე­ფა­სე­ბა სა­ხი­ფა­თო პრე­ცე­დენ­ტია მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის.

ეს ყო­ვე­ლი­ვე მორ­წმუ­ნე­თა სა­მარ­თლი­ან აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პრო­ტეს­ტი მშვი­დო­ბი­ა­ნი ფორ­მით წა­რი­მარ­თოს და არ მოხ­დეს მისი პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­და­ტა­ნა, რის მცდე­ლო­ბებ­საც დღეს ნა­წი­ლობ­რივ ვხე­დავთ.

სამ­წუ­ხა­როდ, ისევ გვი­წევს გა­მე­ო­რე­ბა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო და უფ­ლე­ბა­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან დუ­მი­ლი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ მათ მიერ არა­ერ­თგზის დეკ­ლა­რი­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

იმე­დია, რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით შე­უ­რა­ცხყო­ფის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც და­ა­ა­ნონ­სა სა­ხელ­მწი­ფომ, ამ­გვარ დესტრუქ­ცი­ებს თა­ვი­დან აგ­ვა­რი­დებს მო­მა­ვალ­ში, ამ კა­ნონ­ში მკა­ფიო უნდა იყოს რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­სა­ზღვრე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­გვა­რი რე­გუ­ლა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ სამი წლის წინ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) გა­ნა­ცხა­და“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-
14

კარგი და დროული განცხადებაა.

HG
16

100% 

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ განცხადებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს"- საპატრიარქო

"საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ განცხადებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს"- საპატრიარქო

საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით, სიწმინდეთა შეურაცხყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას - მკრეხელობას, რომლის ჩამდენ პირსაც სინანულის საჯაროდ გამოთქმამდე ყოველგვარ საეკლესიო ღვთისმსახურებაში თანაზიარება ეკრძალება.

"კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ (ვანდალიზმად და ღვთისმსახურების ხელის შეშლად) არშეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის.

ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რის მცდელობებსაც დღეს ნაწილობრივ ვხედავთ.

სამწუხაროდ, ისევ გვიწევს გამეორება, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს.

იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს მომავალში, ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ამგვარი რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა“,- აღნიშნულია განცხადებაში.