ავტორი:

"დიდი ბეჭედი" კოსმოსში: ახალი აღმოჩენა კოსმოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს - რას ამბობენ მეცნიერები?

"დიდი ბეჭედი" კოსმოსში: ახალი აღმოჩენა კოსმოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს - რას ამბობენ მეცნიერები?

ბრიტანელმა მეცნიერებმა კოსმოსში გიგანტური რგოლის ფორმის სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 9 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

იგი ლანკაშირის უნივერსიტეტის დოქტორანტმა ალექსია ლოპესმა აღმოაჩინა და "დიდი ბეჭედი" უწოდა. კვლევის შედეგები ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების (AAS) 243-ე შეხვედრაზე წარმოადგინეს.

  • აღსანიშნავია, რომ აღმოჩენა ეწინააღმდეგება კოსმოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს. კოსმოლოგიური პრინციპის მიხედვით, მთელი მატერია თანაბრად არის განაწილებული სამყაროში, ამიტომ ისეთი დიდი სტრუქტურები, როგორიცაა "დიდი ბეჭედი", უბრალოდ ვერ იარსებებს.

"ამჟამინდელი კოსმოლოგიური თეორიებიდან გამომდინარე, არ გვეგონა, რომ ამ მასშტაბის სტრუქტურების არსებობა შესაძლებელი იყო“, - ამბობს ალექსია ლოპესი.

"დიდი ბეჭედი" არ არის კოსმოლოგიური პრინციპის პირველი სავარაუდო დარღვევა. სამეფო ასტრონომიული საზოგადოების დირექტორის მოადგილის, რობერტ მასის თქმით, მეცნიერებმა "კოსმოლოგიის ძირითად პრინციპებს უნდა გადახედონ“.

მსგავსი დიდი სტრუქტურები აღმოაჩინეს სხვა კოსმოლოგებმა - მაგალითად, "სლოანის დიდი კედელი" და "სამხრეთ პოლუსის კედელი". მაგრამ ყველაზე დიდი წარმონაქმნი ჰერკულეს-კორონა-ბორალისის დიდი კედელია, რომლის სიგანე დაახლოებით 10 მილიარდი სინათლის წელია...წყარო