ავტორი:

"ვეგანური დიეტა 39%-ით ამცირებს კოვიდით დაინფიცირების რისკს" - რა აჩვენა ახალმა კვლევამ?

"ვეგანური დიეტა 39%-ით ამცირებს კოვიდით დაინფიცირების რისკს" - რა აჩვენა ახალმა კვლევამ?

ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც კოვიდით ინფიცირების რისკი 40%-ით ნაკლები აქვთ

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემია მთელს მსოფლიოში დასრულებულად ცხადდება, ბოლო თვეებში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. როგორც ამ დღეებში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, 2023 წლის დეკემბერში კოვიდის გართულებით გარდაცვლილმა რიცხვმა 10 000-ს მიაღწია.

მისი თქმით, ახალი JN.1 ვარიანტი ყველაზე მეტად ვრცელდება, თუმცა იგი „ომიკრონის“ ვარიანტია და დღეს არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ დაცვას უზრუნველყოფს. მეცნიერები კვლავ თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა დაადგინონ, რა ფაქტორები განაპირობებს დაინფიცირების მაღალ რისკს.

  • როგორც გაირკვა, ვეგანური ან ვეგეტარიანული დიეტა 39%-ით ამცირებს დაინფიცირების რისკს. ასეთი შედეგი 702 ზრდასრული ბრაზილიელის კვლევის შედეგად მიიღეს. კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ სწორედ ხორცის ან ცხოველისგან წარმოქმნილი პროდუქტების მიღების ნაკლებობამ ვირუსით დაინფიცირების ალბათობა მკვეთრად შეამცირა.

702 მონაწილედან 278 მცენარეულ დიეტაზე იყო. მათ განაცხადეს, რომ რეგუალრულად მიირთმევენ ბოსტნეულს, თხილეულსა და ბარდეულს. დანარჩენმა 424-მა კი განაცხადა, რომ მათი რაციონი ძირითადად რძის ნაწარმისა და ხორცისგან შედგება. თუმცა სურათი საკმაოდ რთული იყო: მოხალისეები, რომლებიც ყველაფერს მიირთმევდნენ, ნაკლები ფიზიკური აქტივობით გამოირჩეოდნენ, ბევრ მათგან ჰქონდა თანდართული დაავადებები და ჭარბი წონა, რაც კოვიდის რისკს წარმოადგენს.

მკვლევართა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მცენარეული დიეტის უპირატესობა ჯანსაღი გული და დაბალი არტერიული წნევაა, რაც მაღალ იმუნურ სისტემას და ინფექციების დაბალ რისკს წარმოადგენს.

"კვების მცენარეული რაციონი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ფიტოსტეროლებითა და პოლიფენოლებით, რომლებიც დადებითად მოქმედებს უჯრედებზე, რომლებიც იმუნურ ფუნქციაში მონაწილეობენ და ანტივირუსულ თვისებებს ავლენენ“,- აცხადებენ მკვლევარები...წყარო

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი