სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკა მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო "ნაციონალურ მოძრაობაში“ -  თაკო ჩარკვიანი
"ნიკა მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო "ნაციონალურ მოძრაობაში“ -  თაკო ჩარკვიანი

გა­ა­კე­თოს ახლა ნიკა მე­ლი­ამ ის პარ­ტია, რა­საც აკე­თებს და შუა ხმე­ბი წა­ი­ღოს, რო­გორ წა­ი­ღებს მა­გა­საც ვნა­ხავ, - ამის შე­სა­ხებ "კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის“ ლი­დერ­მა, დე­პუ­ტატ­მა თაკო ჩარ­კვი­ან­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პარ­ტია, რო­მელ­შიც ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი იქ­ნე­ბა, შუა ოპო­ზი­ცი­ურ ხმებს ვერ წა­ი­ღებს.

"მე­ლია დიდი ხნის შეგ­ზავ­ნი­ლი იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ით, მუ­დამ რა­საც წარ­მო­ად­გენ­და. წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია თა­მარ ჩარ­კვი­ა­ნი ამას იძა­ხის და ძა­ლი­ან მა­გა­რი გეგ­მა ჩა­ვუ­შა­ლე. გა­ა­კე­თოს ახლა ის პარ­ტია, რა­საც აკე­თებს და შუა ხმე­ბი წა­ი­ღოს ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ. რო­გორ წა­ი­ღებს ვნა­ხავ, მა­ინ­ტე­რე­სებს. ხალ­ხი გო­ნე­ბა­სუს­ტი ჰგო­ნი­ათ ამათ. რო­გორ უნდა წა­ი­ღოს შუა ხმე­ბი ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვამ? ნიკა მე­ლი­ას­თა­ნაა რო­გორც ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და თაკო ჩარ­კვი­ან­მა.

თაკო ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ნიკა მე­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამომ­რჩე­ველს ვერ წა­იყ­ვანს, რად­გან "მი­შას ამომ­რჩე­ვე­ლი მი­შა­სი რჩე­ბა“.

"ვერ დაძ­რეს ად­გი­ლი­დან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სტა­ბი­ლუ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი. რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი, ვერც დაძ­რავთ-მეთ­ქი არ სჯე­რო­დათ, ახლა და­ი­ჯე­რე­ბენ. მი­დი­ო­და ბრძო­ლა და იყო მტა­ცებ­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ წა­ვიყ­ვანთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ამომ­რჩე­ველს, მაგ­რამ ვერ მიჰ­ყავთ. მი­შას ამომ­რჩე­ვე­ლი მი­შა­სი რჩე­ბა. ვერ წა­იყ­ვანს ნიკა მე­ლია. მარ­თლა ფიქ­რობთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ოდეს­მე იყო ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე და მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა? მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის იდე­ამ და ენერ­გე­ტი­კამ მო­ი­ტა­ნა ეს პარ­ტია“, - გა­ნა­ცხა­და თაკო ჩარ­კვი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, "ლე­ლო­სა“ და ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ას, თაკო ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი არა "ოც­ნე­ბის“ და­მარ­ცხე­ბის­თვის, არა­მედ მე­ო­რე ად­გი­ლის­თვის იბ­რძვი­ან.

"ახლა ბრძო­ლა იმა­ზე კი არ მი­დის ვინ გა­ი­მარ­ჯვებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“, ახლა, ბრძო­ლა მი­დის, რომ მე­ო­რე ად­გილ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არ იყოს და იყოს რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი -"ლელო“ ან გა­ხა­რი­ას პარ­ტია. მე­ო­რე ად­გი­ლის­თვის მი­დის სი­ნამ­დვი­ლე­ში ბრძო­ლა, ამათ სულ ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ათ ყვე­ლა­ფე­რი სხვა და­ნარ­ჩე­ნი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ არ სჭირ­დე­ბა ახა­ლი მინი-ოლი­გარ­ქი. ხა­ზა­რა­ძის სა­ო­ჯა­ხო ფონ­დი­ღა აკ­ლდა სა­ქარ­თვე­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და თაკო ჩარ­კვი­ან­მა.

კი­თხვა­ზე, და­მო­უ­კი­დებ­ლად აპი­რებთ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია გი­ხი­ლოთ "ნა­ი­ცო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სი­ა­ში, თაკო ჩარ­კვი­ა­ნი პა­სუ­ხობს: "არ მინ­და ახლა ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კი, ალ­ბათ, ხვდე­ბით, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რა თქმა უნდა, მიმ­დი­ნა­რე­ობს".

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

კარგით გეთანხმებით, მაგრამ თქვენ არ იყავით ღამეებს, რომ უთევდით ნიკა მელიას, არ დაიჭირონო?

ნიკუცელა
0

ეგ ლეიბებზე წამოგორებაზე მეოცნებე ბებია მოაშორეთ რა საინფორმაციო სივრცეს, მე ამის იმპო ტე ნტი ქმარია თუ ვინც ყავს შუბა დავხიე, რა მოანატრა ამ ბებოს ესე ვიტამინი, რომ ყველაზე და ყველაფერზე მზადაა ახტეს და დახტეს ))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ნიკა მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო "ნაციონალურ მოძრაობაში“ -  თაკო ჩარკვიანი

"ნიკა მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო "ნაციონალურ მოძრაობაში“ -  თაკო ჩარკვიანი

გააკეთოს ახლა ნიკა მელიამ ის პარტია, რასაც აკეთებს და შუა ხმები წაიღოს, როგორ წაიღებს მაგასაც ვნახავ, - ამის შესახებ "კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია, რომელშიც ყოფილი გენერალური პროკურორი იქნება, შუა ოპოზიციურ ხმებს ვერ წაიღებს.

"მელია დიდი ხნის შეგზავნილი იყო "ნაციონალურ მოძრაობაში“ თავისი პროფესიით, მუდამ რასაც წარმოადგენდა. წელიწადნახევარია თამარ ჩარკვიანი ამას იძახის და ძალიან მაგარი გეგმა ჩავუშალე. გააკეთოს ახლა ის პარტია, რასაც აკეთებს და შუა ხმები წაიღოს ნიკანორ მელიამ. როგორ წაიღებს ვნახავ, მაინტერესებს. ხალხი გონებასუსტი ჰგონიათ ამათ. როგორ უნდა წაიღოს შუა ხმები ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ? ნიკა მელიასთანაა როგორც ვიცი“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველს ვერ წაიყვანს, რადგან "მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება“.

"ვერ დაძრეს ადგილიდან "ნაციონალური მოძრაობის“ სტაბილური ამომრჩეველი. რომ ვეუბნებოდი, ვერც დაძრავთ-მეთქი არ სჯეროდათ, ახლა დაიჯერებენ. მიდიოდა ბრძოლა და იყო მტაცებლური მდგომარეობა, რომ წავიყვანთ "ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, მაგრამ ვერ მიჰყავთ. მიშას ამომრჩეველი მიშასი რჩება. ვერ წაიყვანს ნიკა მელია. მართლა ფიქრობთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე იყო ხატია დეკანოიძე და მურთაზ ზოდელავა? მიხეილ სააკაშვილის იდეამ და ენერგეტიკამ მოიტანა ეს პარტია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, "ლელოსა“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიას, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ისინი არა "ოცნების“ დამარცხებისთვის, არამედ მეორე ადგილისთვის იბრძვიან.

"ახლა ბრძოლა იმაზე კი არ მიდის ვინ გაიმარჯვებს "ქართულ ოცნებასთან“, ახლა, ბრძოლა მიდის, რომ მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს და იყოს რომელიმე მათგანი -"ლელო“ ან გახარიას პარტია. მეორე ადგილისთვის მიდის სინამდვილეში ბრძოლა, ამათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი სხვა დანარჩენი. საზოგადოებას კიდევ არ სჭირდება ახალი მინი-ოლიგარქი. ხაზარაძის საოჯახო ფონდიღა აკლდა საქართველოს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კითხვაზე, დამოუკიდებლად აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას თუ შესაძლებელია გიხილოთ "ნაიცონალური მოძრაობის" სიაში, თაკო ჩარკვიანი პასუხობს: "არ მინდა ახლა ყველაფერზე ლაპარაკი, ალბათ, ხვდებით, რომ მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს".