ავტორი:

"2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და სტალინი საერთოდ ვერ შევამჩნიე... ამაში სასკანდალო და საჩხუბარი არაფერია. აუცილებლად წაიღებენ და გადაწერენ" - მეუფე ნიკოლოზი

"2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და სტალინი საერთოდ ვერ შევამჩნიე... ამაში სასკანდალო და საჩხუბარი არაფერია. აუცილებლად წაიღებენ და გადაწერენ" - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მან მხოლოდ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისას გაიგო, რომ სამებაში, წმინდა მატრონას ხატზე სტალინიც არის გამოსახული.

"2 წელია, მე ამ ხატს ვუყურებ და [სტალინი] საერთოდ ვერ შევამჩნიე. იცით, რატომ ვერ შევამჩნიე? იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი - რომელსაც, რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას ხედავ, რომელიც უდიდესი წმინდანია და შემდეგ, თუ გაინტერესებს, ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და გარშემო მისი ცხოვრების სცენები დაათვალიერო - რომელიც, როგორც წესი, ხატებზე რომ გამოისახება, თუ თვითონ ცხოვრება არ იცი, სცენების მიხედვით, ისე ვერ აღიქვამ. ეს არის ხატწერა და არა მხატვრობა.

სტალინის ისტორია, რომ ის მატრონასთან სახლში მივიდა და დახმარება სთხოვა, ეს არის გამოგონილი ისტორია. ის, რაც ამას მოჰყვა, ნამდვილი ვანდალიზმია. ეს არ შეიძლება, ეს არ არის საუბრისა და ურთიერთობის გზა. თუ ასეთი რამ მოხდა და [სტალინის გამოსახულება] ვიღაცას გაეპარა, ამაში სასკანდალო და საჩხუბარი არაფერი არაა. შემომწირველებმა თქვეს, რომ წაიღებენ. იმხელა ხატს ასე ხელს ხომ ვერ მოკიდებ და წაიღებ, მომზადება სჭირდება. აუცილებლად წაიღებენ და გადაწერენ." - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ასევე იხილეთ: