კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი კეკელიძე პრინციპულად იმ აზრის საწინააღმდეგოდ იყო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ არავის არაფერი გაუკეთებია" - გია ვოლსკი
"გიორგი კეკელიძე პრინციპულად იმ აზრის საწინააღმდეგოდ იყო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ არავის არაფერი გაუკეთებია" - გია ვოლსკი

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე მარ­თლაც პრინ­ცი­პუ­ლად იმ აზ­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იყო, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და, მაგ­რამ არას­დროს, არც ერთი ნიშ­ნით და არც ერთი ნა­ბი­ჯით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კე­კე­ლი­ძის, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია - პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი არ უნდა ვე­ძე­ბოთ! - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მე­დი­ას­თან პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ა­კე­თა.

ვოლ­სკის თქმით, როცა გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­დან გარ­კვე­უ­ლი ხანი გა­ვი­და, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ ერთი ადა­მი­ა­ნი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნით უნდა შეც­ვა­ლოს, რაც მისი დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბაა.

"გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში 11 წელი იყო. მას გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბიც და­უ­ფას­და. ვერ და­მი­სა­ხე­ლებთ მის რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, რო­მელ­საც მის მი­მართ კრი­ტი­კა ან რა­ი­მე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა მოჰ­ყვა. ეს მა­შინ, როცა 2012 წელს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა რომ გა­მო­ე­ჩი­ნა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პა­სუხს აგე­ბი­ნებ­დნენ. ასე­თი რამ ჩვენს პე­რი­ოდ­ში არ მომ­ხდა­რა. მო­მიყ­ვა­ნეთ მა­გა­ლი­თი, რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ჰქონ­და ისე­თი, როცა რო­მე­ლი­მე ჩვენ­გან­მა მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რა­ი­მე გა­ნა­ცხა­და ან მის შე­ხე­დუ­ლე­ბებს და­უ­პი­რის­პირ­და ან მის მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღო.

სა­ერ­თოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცია არა­ვის­თვის თავ­შე­სა­ფა­რი არ უნდა იყოს - ადა­მი­ა­ნებ­მა სა­კუ­თა­რი ბან­კი­დან ფული მო­ი­პა­რეს, სა­დღაც ოფ­შო­რულ ზო­ნებ­ში გა­და­რი­ცხეს და სა­კუ­თარ ან­გა­რი­შებ­ზე მი­ი­ღეს, ხოლო შემ­დეგ თავი პო­ლი­ტი­კას შე­ა­ფა­რეს და თქვეს: - იმი­ტომ დაგ­ვდე­ვენ, რომ პო­ლი­ტი­კას ვე­წე­ვი­თო.

მე გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის­გან არ გა­მი­გო­ნია, რომ ის ვინ­მემ სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის გამო და­სა­ჯა. მისი პოს­ტი წა­ვი­კი­თხე, სა­დაც თქვა, რომ მარ­თლაც 11 წელი ბევ­რია და ალ­ბათ, ამ ვი­თა­რე­ბას შე­სა­ბა­მი­სი რა­კურ­სით უნდა შევ­ხე­დოთ. რას ამ­ბობს ოპო­ზი­ცია მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს - ოპო­ზი­ცია გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს იგო­ნებს, რო­მე­ლიც გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს ჰქონ­და. ის მარ­თლაც პრინ­ცი­პუ­ლად იმ აზ­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იყო, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და, მაგ­რამ არას­დროს, არც ერთი ნიშ­ნით და არც ერთი ნა­ბი­ჯით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია.

კე­კე­ლი­ძეს ბევ­რის სა­ხე­ლით მინ­და ვუ­თხრა, რომ მას ბევ­რი სი­კე­თე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ქვეყ­ნის­თვის, ბიბ­ლი­ო­თე­კის­თვის, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს უფ­ლე­ბა არა აქვს ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შეც­ვა­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და გია ვოლ­სკიმ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
k
1

"გიორგი კეკელიძე პრინციპულად იმ აზრის საწინააღმდეგოდ იყო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ არავის არაფერი გაუკეთებია" - გია ვოლსკი

იმიტომაც ხართ "კეთილშობილები", თანაც ჩვენს ხარჯზე...

გულშემატკივარი
2

მიღეს ეს ჩინეთის კომპართიაში?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"გიორგი კეკელიძე პრინციპულად იმ აზრის საწინააღმდეგოდ იყო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ არავის არაფერი გაუკეთებია" - გია ვოლსკი

"გიორგი კეკელიძე პრინციპულად იმ აზრის საწინააღმდეგოდ იყო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ არავის არაფერი გაუკეთებია" - გია ვოლსკი

გიორგი კეკელიძე მართლაც პრინციპულად იმ აზრის საწინააღმდეგოდ იყო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ არასდროს, არც ერთი ნიშნით და არც ერთი ნაბიჯით ხელისუფლებას კეკელიძის, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის საწინააღმდეგოდ, არაფერი გაუკეთებია - პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური სარჩული არ უნდა ვეძებოთ! - აღნიშნული განცხადება მედიასთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, როცა გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნიდან გარკვეული ხანი გავიდა, შალვა პაპუაშვილმა გადაწყვიტა, რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანით უნდა შეცვალოს, რაც მისი დისკრეციული უფლებაა.

"გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში 11 წელი იყო. მას გაკეთებული საქმეებიც დაუფასდა. ვერ დამისახელებთ მის რომელიმე პოლიტიკურ აქტივობას, რომელსაც მის მიმართ კრიტიკა ან რაიმე ადმინისტრაციული ზომების გატარება მოჰყვა. ეს მაშინ, როცა 2012 წელს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ხელისუფლების საწინააღმდეგო რაიმე პოლიტიკური აქტივობა რომ გამოეჩინა, ძალიან სერიოზულ პასუხს აგებინებდნენ. ასეთი რამ ჩვენს პერიოდში არ მომხდარა. მომიყვანეთ მაგალითი, რომელი პოლიტიკური აქტივობა ჰქონდა ისეთი, როცა რომელიმე ჩვენგანმა მის საწინააღმდეგოდ რაიმე განაცხადა ან მის შეხედულებებს დაუპირისპირდა ან მის მიმართ ადმინისტრაციული ზომები მიიღო.

საერთოდ, პოლიტიკური პოზიცია არავისთვის თავშესაფარი არ უნდა იყოს - ადამიანებმა საკუთარი ბანკიდან ფული მოიპარეს, სადღაც ოფშორულ ზონებში გადარიცხეს და საკუთარ ანგარიშებზე მიიღეს, ხოლო შემდეგ თავი პოლიტიკას შეაფარეს და თქვეს: - იმიტომ დაგვდევენ, რომ პოლიტიკას ვეწევითო.

მე გიორგი კეკელიძისგან არ გამიგონია, რომ ის ვინმემ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო დასაჯა. მისი პოსტი წავიკითხე, სადაც თქვა, რომ მართლაც 11 წელი ბევრია და ალბათ, ამ ვითარებას შესაბამისი რაკურსით უნდა შევხედოთ. რას ამბობს ოპოზიცია მნიშვნელობა არა აქვს - ოპოზიცია გარკვეულ პოლიტიკურ აქტივობებს იგონებს, რომელიც გიორგი კეკელიძეს ჰქონდა. ის მართლაც პრინციპულად იმ აზრის საწინააღმდეგოდ იყო, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ არასდროს, არც ერთი ნიშნით და არც ერთი ნაბიჯით ხელისუფლებას გიორგი კეკელიძის, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის საწინააღმდეგოდ არაფერი გაუკეთებია.

კეკელიძეს ბევრის სახელით მინდა ვუთხრა, რომ მას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ბიბლიოთეკისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ის ამ თანამდებობაზე შეცვალოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ: