მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე საქართველოში დავიბადე, მაგრამ ხაჭაპური რუსეთში უფრო გემრიელია" - ვინ არის საქართველოში დაბადებული სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი, რომლის ვიდეოც სკანდალად იქცა
"მე საქართველოში დავიბადე, მაგრამ ხაჭაპური რუსეთში უფრო გემრიელია" - ვინ არის საქართველოში დაბადებული სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი, რომლის ვიდეოც სკანდალად იქცა

ქარ­თულ სპორ­ტულ "ფე­ის­ბუქ" ჯგუ­ფებ­სა და გვერ­დებ­ზე დღეს მთე­ლი დღეა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სო­მე­ხი სპორ­ტსმე­ნი­სა და რუ­სე­თის დი­დად მყვა­რებ­ლის, არ­მან ცა­რუ­კი­ა­ნის ვი­დეო ვრცელ­დე­ბა, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­ში უფრო გემ­რი­ე­ლი ხა­ჭა­პუ­რი მზად­დე­ბა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში.

  • "მე სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ ხა­ჭა­პუ­რი რუ­სეთ­ში უფრო გემ­რი­ე­ლია, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - ამ­ბობს UFC-ის 27 წლის მებ­რძო­ლი.

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ქარ­თველ გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში ამ ვი­დე­ომ უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი და გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია.

  • ვინ არის არ­მან ცა­რუ­კი­ა­ნი?

არ­მა­ნი 1996 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახალ­ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და. ჭი­და­ო­ბა­საც პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ეზი­ა­რა და იმის შემ­დეგ სპორ­ტის­თვის თავი არ და­უ­ნე­ბე­ბია.

რუ­სეთ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, უკვე ჰო­კე­იმ გა­ი­ტა­ცა. 18 წლამ­დე "ამუ­რის“ ახალ­გაზ­რდულ გუნდში თა­მა­შობ­და, თუმ­ცა ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვერ მოხ­ვდა და სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რომ თავი მთლი­ა­ნად საბ­რძო­ლო სპორ­ტის­თვის მი­ე­ძღვნა.

2015 წელს კი ის UFC-ის რა­დარ­ზე მოხ­ვდა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა. პირ­ვე­ლი ბრძო­ლა მსუ­ბუ­ქი წო­ნის ახ­ლან­დელ ჩემ­პი­ონ­თან, ის­ლამ მა­ხა­ჩევ­თან ჩა­ა­ტა­რა და დე­ბი­უ­ტის კვა­ლო­ბა­ზე, მა­ხა­ჩევს უდი­დე­სი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია.

  • მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცა­რუ­კი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, ხოლო რუ­სეთ­ში გა­ი­ზარ­და, ოქ­ტა­გონ­ზე სომ­ხე­თის დრო­შით გა­მო­დის, თუმ­ცა მას სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვს.

ერთხელ, სამ­ბოს ტურ­ნირ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მას პი­რა­დად ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა მი­უ­ლო­ცა. სა­უ­ბა­რია "სამ­ბო-70“-ზე, რო­მე­ლიც პუ­ტი­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­ი­მარ­თა. ტურ­ნი­რი ცა­რუ­კი­ან­მა მო­ი­გო და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან მან რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თიც გა­და­ი­ღო.

პუ­ტინ­თან გა­და­ღე­ბულ­მა ფო­ტომ ერთხელ ცა­რუ­კი­ანს "უშ­ვე­ლა“. რო­გორც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მოყ­ვა, არ­მანს ერთხელ პო­ლი­ცი­ე­ლი სა­დღაც არ უშ­ვებ­და, თუმ­ცა რო­დე­საც პუ­ტინ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო აჩ­ვე­ნა, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­ტა­რეს.

ცა­რუ­კი­ა­ნი რუ­სე­თის სამ სა­უ­კე­თე­სო ქა­ლა­ქად მოს­კოვს, პე­ტერ­ბურ­გსა და სოჭს ასა­ხე­ლებს.

"ზღვა, მთე­ბი, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი. მე ხომ სპორ­ტსმე­ნი ვარ?! ამი­ტო­მაც ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ვა­ფა­სებ. იქ საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბე­ბის დიდი ცენ­ტრი გახ­სნეს. მიყ­ვარს სა­ნა­პი­რო­ზე სირ­ბი­ლი, კვად­რო­ციკ­ლით სე­ირ­ნო­ბა და სნო­უ­ბორ­დით სრი­ა­ლი“, - აღ­ნიშ­ნავს მებ­რძო­ლი.

ამ­ჟა­მად ცა­რუ­კი­ა­ნი მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, UFC-ში იბ­რძვის. ის მსუ­ბუ­ქი წო­ნის რე­ი­ტინ­გის მე­ო­თხე ნო­მე­რია. 14 აპ­რილს UFC 300-ზე ის ლე­გენ­და­რულ ბრა­ზი­ლი­ელს, ჩარლზ ოლი­ვე­რი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ტი­ტუ­ლის­თვის იბ­რძო­ლებს.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 85 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
13
4

როდესაც საქართველოში ცხოვრობენ იმ ქვეყნის ეროვნების წარმომადგენლები, რომელ ქვეყნებთანაც საქართველოს საერთო საზღვარი აქვს, ის საქართველოში მცხოვრები აზერი იქნება, რუსი, ოსი, სომეხი. თუ ჩეჩენი, ყველა მათგანი პოტენციური მოღალატეა, რადგან საქართველოსა და ამ რომელიმე მეზობელს შორის ომის დაწყების შემთხვევაში, თუ საქართველოს მხარეს იბრძოლებენ, ღალატობენ თავიაანთ ისტორიულ სამშობლოს და თუ იმ ისტორიულ სამშობლოს მხარეზე იბრძოლებენ - ღალატობენ იმ ქვეყანას (ამ შემთხვევაში საქართველოს), რომლის მოქალაქეებიც არიან... ფრანგი იცხოვრებს, თუ მონგოლი, ანდა კონგოელი, თითქმის შეუძლებელია, რომ ამ ქვეყნებს საქართველოსთან ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდეს.... ამიტომ სულ არ მიკვირს, ამ არაქართველის მიერ გამოთქმული მოსაზრება, შეიძლებოდა უარესიც ეთქვა... უბრალოდ არ ღირს ასეთ პროვოკაციულ განცხადებებზე რეაგირება, ეგეთებს თავი არც უნდა გავუტოლოთ.

KHATUNA
3

ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"მე საქართველოში დავიბადე, მაგრამ ხაჭაპური რუსეთში უფრო გემრიელია" - ვინ არის საქართველოში დაბადებული სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი, რომლის ვიდეოც სკანდალად იქცა

"მე საქართველოში დავიბადე, მაგრამ ხაჭაპური რუსეთში უფრო გემრიელია" - ვინ არის საქართველოში დაბადებული სომეხი მებრძოლი, არმან ცარუკიანი, რომლის ვიდეოც სკანდალად იქცა

ქართულ სპორტულ "ფეისბუქ" ჯგუფებსა და გვერდებზე დღეს მთელი დღეა საქართველოში დაბადებული სომეხი სპორტსმენისა და რუსეთის დიდად მყვარებლის, არმან ცარუკიანის ვიდეო ვრცელდება, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთში უფრო გემრიელი ხაჭაპური მზადდება, ვიდრე საქართველოში.

  • "მე საქართველოში დავიბადე, მაგრამ ხაჭაპური რუსეთში უფრო გემრიელია, ვიდრე საქართველოში“, - ამბობს UFC-ის 27 წლის მებრძოლი.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველ გულშემატკივრებში ამ ვიდეომ უარყოფითი რეაქციები და გამოხმაურებები გამოიწვია.

  • ვინ არის არმან ცარუკიანი?

არმანი 1996 წელს საქართველოში, ახალქალაქში დაიბადა. ჭიდაობასაც პირველად საქართველოში ეზიარა და იმის შემდეგ სპორტისთვის თავი არ დაუნებებია.

რუსეთში გადასვლის შემდეგ, უკვე ჰოკეიმ გაიტაცა. 18 წლამდე "ამურის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თავი მთლიანად საბრძოლო სპორტისთვის მიეძღვნა.

2015 წელს კი ის UFC-ის რადარზე მოხვდა და ორგანიზაციაში აღმოჩნდა. პირველი ბრძოლა მსუბუქი წონის ახლანდელ ჩემპიონთან, ისლამ მახაჩევთან ჩაატარა და დებიუტის კვალობაზე, მახაჩევს უდიდესი წინააღმდეგობა გაუწია.

  • მიუხედავად იმისა, რომ ცარუკიანი საქართველოში დაიბადა, ხოლო რუსეთში გაიზარდა, ოქტაგონზე სომხეთის დროშით გამოდის, თუმცა მას სომხეთის მოქალაქეობა არ აქვს.

ერთხელ, სამბოს ტურნირზე გამარჯვება მას პირადად ვლადიმირ პუტინმა მიულოცა. საუბარია "სამბო-70“-ზე, რომელიც პუტინის პატივსაცემად გაიმართა. ტურნირი ცარუკიანმა მოიგო და რუსეთის პრეზიდენტთან მან რამდენიმე სურათიც გადაიღო.

პუტინთან გადაღებულმა ფოტომ ერთხელ ცარუკიანს "უშველა“. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მოყვა, არმანს ერთხელ პოლიციელი სადღაც არ უშვებდა, თუმცა როდესაც პუტინთან გადაღებული ფოტო აჩვენა, დაუყოვნებლივ გაატარეს.

ცარუკიანი რუსეთის სამ საუკეთესო ქალაქად მოსკოვს, პეტერბურგსა და სოჭს ასახელებს.

"ზღვა, მთები, სპორტული მოედნები. მე ხომ სპორტსმენი ვარ?! ამიტომაც ამ გადმოსახედიდან ვაფასებ. იქ საბრძოლო ხელოვნებების დიდი ცენტრი გახსნეს. მიყვარს სანაპიროზე სირბილი, კვადროციკლით სეირნობა და სნოუბორდით სრიალი“, - აღნიშნავს მებრძოლი.

ამჟამად ცარუკიანი მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში, UFC-ში იბრძვის. ის მსუბუქი წონის რეიტინგის მეოთხე ნომერია. 14 აპრილს UFC 300-ზე ის ლეგენდარულ ბრაზილიელს, ჩარლზ ოლივერიას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ტიტულისთვის იბრძოლებს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე