ავტორი:

უმძიმესი ავარია ახალციხეში - დაღუპულია 32 წლის ქალი

უმძიმესი ავარია ახალციხეში - დაღუპულია 32 წლის ქალი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანა და ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა, მომხდარის შედეგად, მსუბუქი მანქანის მძღოლი, 32 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"