ეს არის ისტერია, ეს არის ის შემთხვევა, როცა "ქურდს, ქუდი ეწვის“. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, ბევრი ჩავარდა ასეთ ისტერიაში, ეს არის მათი ისტერიული გამოხტომების შედეგი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის შეთავაზებას, რომ მასთან დებატებში დაჯდეს.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, გიორგი გახარია და მისი პარტია კომიკურობამდე არიან მისული.
"აბსოლუტურ ისტერიას ვხედავთ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა. ამ ისტერიიდან გამომდინარე ამ კამპანიაში "ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი აქტიურადაა ჩართული, იქნება ეს, თავად "ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფლანგები - "ლელოს“ თუ გახარიას პარტიის სახით. რაც შეეხება თავად გიორგი გახარიას და მის პარტიას, ვფიქრობ, უკვე კომიკურობამდეა მისული მათი აქტივობები, განცხადებებში, ქცევებში, სტილში, ტონალობაში აბსოლუტურად დამსგავსებული არიან რაღაც კომიკური ჟანრის მხატვრული, თუ მულტიფიკაციური ფილმის პერსონაჟებს. თავად საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო.
სხვა დროსაც ვთქვი, ზოგადად, რენეგატის გზა, რთული გზაა, ეს ის გზაა, როცა შუბლის ძარღვი წყდება, ამ დროს, უკვე ბევრი რამის კადრება შეიძლება. ვინმე თუ დააკვირდება გიორგი გახარიას და აღწერს მის სახეცვლილებას, ვფიქრობ, კარგი აღწერა გამოვა, თუ რას ნიშნავს, შუბლის ძარღვის გაწყვეტა და რენეგატის გზაზე შედგომა. საბოლოო ჯამში, ასეთი პერსონაჟები იმით ამთავრებენ, რომ კომიკური პერსონაჟები ხდებიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
აღარავის არ გვაინტერესებს არც გახარია და მისნაირებიც თქვენ თავად რას უკეთებთ ადამიანებს დააქციეთ ქვეყანა ფუფუნებაში ცხოვრობთ თქვენვე გაწყობთ ეს სიტუაციები დროს ჭიმავთ და აგროვებთ თქვენთვის ქონებებს
ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გახარიას ეკავა ქვეყნის უმაღლესი პოსტები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრისა და ბოლოს პრემიერ-მინისტრის სავარძელი!
ახლა ისე ლაპარაკობს თითქოს იმ დროს ნათელაშვილივით ოპოზიციაში იყო.
არადა ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ დასცდენია რაიმე გადაცდენების შესახებ!
არაფერს ვამბობ კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც მისი თანამდებობიდან გამომდინარე ვალდებული იყო რომ განეხორციელებინა.
- არ იცოდა?
- იცოდა და გაჩუმებული იყო?
- ახლა გაეხსნა გონება?
ივანიშვილთან დებატების ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა ამის თაობაზე აეხსნა ქართული საზოგადოებისათვის...
პირადად ჩემი მოსაზრებით საქართველოს ისტორიაში ის შევა როგორც გიორგი თვალთხარია ...