კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებას აქვს ოპონენტობაში ეჭვმიტანილთან თანამშრომლობის კულტურა... გული დამწყდა, რომ წასვლა უწევს" - ზაზა ფირალიშვილი გიორგი კეკელიძეზე
"სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებას აქვს ოპონენტობაში ეჭვმიტანილთან თანამშრომლობის კულტურა... გული დამწყდა, რომ წასვლა უწევს" - ზაზა ფირალიშვილი გიორგი კეკელიძეზე

ფი­ლო­სო­ფო­სი ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის პოს­ტი­დან გა­და­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ფი­რა­ლიშ­ვი­ლი თვლის, რომ კე­კე­ლი­ძემ ბიბ­ლი­ო­თე­კის, რო­გორც ფე­ნო­მე­ნის, გა­გე­ბის თა­მა­სა მაღ­ლა აწია და ვინც არ უნდა იყოს, ამას ან­გა­რი­ში უნდა გა­უ­წი­ოს.

"2004 წელს ნან­ზა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მო­მი­წია მუ­შა­ო­ბა. სა­გან­გე­ბოდ და­ვინ­ტე­რეს­დი და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ იქ არ­ცერ­თი ქარ­თუ­ლი წიგ­ნი არ იყო. ქარ­თუ­ლად წმინ­და წე­რი­ლიც კი არ ჰქონ­დათ, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ სხვა­დას­ხვა რე­დაქ­ცი­ებ­სა თუ სხვა­დას­ხვა ან­ბა­ნით გა­მო­ცე­მუ­ლებ­ზე. რუ­სულ, სომ­ხურ, აფ­რი­კულ თუ აზი­ურ ენებ­ზე გა­მო­ცე­მულ ბიბ­ლი­ებს კი მთე­ლი კე­დე­ლი ეკა­ვა. წინა წელს ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ხვდა სან­ტა ბარ­ბა­რას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში.

რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შევ­ჩივ­ლე ამის შე­სა­ხებ, ვი­საც რა­მის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ოდ. ერ­თმა მათ­გან­მა ტყუ­ი­ლიც იკად­რა, ნან­ზან­ში ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ე­ბი უკვე გა­მო­ვაგ­ზავ­ნეო. რამ­დე­ნი­მე თვე ტყუ­ი­ლად ვე­ლო­დი. მინ­დო­და, მისი სა­ხე­ლით უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის­თვის გა­და­მე­ცა.

დღემ­დე არ ჩა­სუ­ლა ეს გზავ­ნი­ლი. რო­დე­საც ბა­ტო­ნი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რაც გა­ა­კე­თა, მსოფ­ლი­ოს ბევრ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ქარ­თუ­ლი წიგ­ნე­ბის კუ­თხის გახ­სნა იყო. სხვა რომ არა­ფე­რი ვთქვათ, მხო­ლოდ ეს იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი მისი შრო­მის და­სა­ფა­სებ­ლად. მან ბიბ­ლი­ო­თე­კის, რო­გორც ფე­ნო­მე­ნის, გა­გე­ბის თა­მა­სა მაღ­ლა აწია და ვინც არ უნდა იყოს, ამის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვა მო­უ­წევს. გული დამ­წყდა, რომ წას­ვლა უწევს. სამ­წუ­ხა­როდ, არც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს არა­თუ ოპო­ნენ­ტებ­თან, ოპო­ნენ­ტო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კულ­ტუ­რა. არა­და, სა­ხელ­მწი­ფო სხვაგ­ვა­რად ვერ აშენ­დე­ბა" - წერს ფი­რა­ლიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა მოს­თხო­ვა. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ფე­ის­ბუქ გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით თა­ვად კე­კე­ლი­ძემ გა­ავ­რცე­ლა. მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2012 წლი­დან იკა­ვებ­და. კე­კე­ლი­ძეს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია შეც­ვლის.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

კი, მაგრამ, თუ პოლიტიკური აუტანლობაა, 11 წელი ხელი რატომ არ ახლეს?

ეკა
1

არა რა!ესენი უნდა გამოაჭენო დუნიაზე,როგორც ნაცების სულიერი ძმები,რომლებიც ერთი მიზეზით არ ასამართლებენ ნაცებს,რომ შემდეგ იგივე მიზეზით ესენიც არ გაასამართლონ!ეს რა შარში გავეხვიეთ,ეს რა მოუშორებელი ჭირი გვჭირს ნაცებისა და ქოცების სახით! ორივე ბოლშევიკების სულიერი მემკვიდრეა!ამიტომაც გაანთავისუფლეს გიორგი კეკელიძე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებას აქვს ოპონენტობაში ეჭვმიტანილთან თანამშრომლობის კულტურა... გული დამწყდა, რომ წასვლა უწევს" - ზაზა ფირალიშვილი გიორგი კეკელიძეზე

"სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებას აქვს ოპონენტობაში ეჭვმიტანილთან თანამშრომლობის კულტურა... გული დამწყდა, რომ წასვლა უწევს" - ზაზა ფირალიშვილი გიორგი კეკელიძეზე

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, გიორგი კეკელიძის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტიდან გადაყენებასთან დაკავშირებით.

ფირალიშვილი თვლის, რომ კეკელიძემ ბიბლიოთეკის, როგორც ფენომენის, გაგების თამასა მაღლა აწია და ვინც არ უნდა იყოს, ამას ანგარიში უნდა გაუწიოს.

"2004 წელს ნანზანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მომიწია მუშაობა. საგანგებოდ დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ იქ არცერთი ქართული წიგნი არ იყო. ქართულად წმინდა წერილიც კი არ ჰქონდათ, აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა რედაქციებსა თუ სხვადასხვა ანბანით გამოცემულებზე. რუსულ, სომხურ, აფრიკულ თუ აზიურ ენებზე გამოცემულ ბიბლიებს კი მთელი კედელი ეკავა. წინა წელს ასეთივე მდგომარეობა დამხვდა სანტა ბარბარას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

რამდენიმე ადამიანს შევჩივლე ამის შესახებ, ვისაც რამის გაკეთება შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ. ერთმა მათგანმა ტყუილიც იკადრა, ნანზანში ქართული ბიბლიები უკვე გამოვაგზავნეო. რამდენიმე თვე ტყუილად ველოდი. მინდოდა, მისი სახელით უნივერსიტეტის რექტორისთვის გადამეცა.

დღემდე არ ჩასულა ეს გზავნილი. როდესაც ბატონი გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა, ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, მსოფლიოს ბევრ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხის გახსნა იყო. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ ეს იქნებოდა საკმარისი მისი შრომის დასაფასებლად. მან ბიბლიოთეკის, როგორც ფენომენის, გაგების თამასა მაღლა აწია და ვინც არ უნდა იყოს, ამისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს. გული დამწყდა, რომ წასვლა უწევს. სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებას აქვს არათუ ოპონენტებთან, ოპონენტობაში ეჭვმიტანილთან თანამშრომლობის კულტურა. არადა, სახელმწიფო სხვაგვარად ვერ აშენდება" - წერს ფირალიშვილი.

ცნობისთვის, გიორგი კეკელიძეს თანამდებობის დატოვება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოსთხოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქ გვერდის საშუალებით თავად კეკელიძემ გაავრცელა. მწერალი გიორგი კეკელიძე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა. კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.

წაიკითხეთ ასევე: