პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მატრონა მოსკოველისა და სტალინის ამბავი საზღვრებს გასცდა - რას წერს BBC ხატთან დაკავშირებულ სკანდალზე
მატრონა მოსკოველისა და სტალინის ამბავი საზღვრებს გასცდა - რას წერს BBC ხატთან დაკავშირებულ სკანდალზე

წმინ­და მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის ხა­ტის და სტა­ლი­ნის თემა გას­ცდა სა­ზღვრებს და უცხო­უ­რი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბაც მი­ი­პყრო. ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნილ სა­კითხს არა­ერ­თი გა­მო­ცე­მა აშუ­ქებს, მათ შო­რის არის Politoco, ასე­ვე BBC.

  • "სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ამ მო­ი­თხო­ვა შე­იც­ვა­ლოს ხატი, სა­დაც საბ­ჭო­თა დიქ­ტა­ტო­რი იო­სებ სტა­ლი­ნია გა­მო­სა­ხუ­ლი და რო­მე­ლიც სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ხატი ასა­ხავს სცე­ნებს წმინ­და მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლის ცხოვ­რე­ბი­დან. მატ­რო­ნა მოს­კო­ვე­ლი მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში ცხოვ­რობ­და. ხატ­ზე ერთ-ერთ სცე­ნა­ში ის სტა­ლი­ნის გვერ­დი­თაა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ გა­ნა­ცხა­და, რომ წმინ­და­ნი­სა და სტა­ლი­ნის შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ "არა­საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს და ამი­ტომ ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნაა სა­ჭი­რო", - წერს ბრი­ტა­ნუ­ლი BBC.

გა­მო­ცე­მა მკი­თხველს ასე­ვე უყ­ვე­ბა, რომ სა­პატ­რი­არ­ქო ხა­ტის შემ­წირ­ვე­ლებს მო­უ­წო­დებს, თა­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი ხატ­ზე, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი თვი­თო­ნაც შე­უძ­ლი­ათ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა.

  • BBC სტა­ტი­ა­ში იმა­საც დას­ძენს, რომ ხა­ტის შემ­წირ­ვე­ლი პრო­რუ­სუ­ლი პარ­ტია "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სია", პარ­ტი­ა­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ ხატი ტა­ძარს რამ­დე­ნი­მე თვის წინ აჩუ­ქეს. თემა ახ­ლა­ხან გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი, მას შემ­დეგ, რაც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა ამ­ცნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის შე­სა­ხებ.

კან­დე­ლა­კის თქმით, ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი ადა­მი­ა­ნის და­დე­ბი­თად წარ­მო­ჩე­ნის მცდე­ლო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. BBC წერს, რომ ამ კვი­რის და­სა­წყის­ში აქ­ტი­ვის­ტმა ნატა ფე­რა­ძემ, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ხატს სა­ღე­ბა­ვი მი­ას­ხა. "ნატა ფე­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ის აპ­რო­ტეს­ტებს ტი­რა­ნის გან­დი­დე­ბას", - წერს გა­მო­ცე­მა.

BBC მკი­თხველს უყ­ვე­ბა, რომ სტა­ლინს სა­ქარ­თვე­ლო­ში რთუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა აქვს. "ის 1878 წელს, ქა­ლაქ გორ­ში, იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის სა­ხე­ლით და­ი­ბა­და. მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა რო­დე­საც სტა­ლინ­მა და­ამ­ყა­რა “რკი­ნის დიქ­ტა­ტუ­რა“ და სა­ხელ­მწი­ფო ტე­რო­რი "ხალ­ხის მტრე­ბის" აღ­მო­სა­ფხვრე­ლად და კო­მუ­ნის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ასა­შე­ნებ­ლად", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

დავხოცოთ ერთმანეთი კომენტარებში და ამ დროს რუსეთი და დასავლეთი ეკონომიურად ვაჭრობს და ძლიერდებიან.გიხაროდენ ერო.

ლიკა
9

ზოგს აქ სტალინისტური+ირანის რეჟიმის ჩამოყალიბება უნდათ. ვისაც ამ ამბის სიკეთის სჯერა, სერიოზულად ავადაა. დანარჩენებს გონიათ დიდ ფულს იშოვიან. ყველა შემთხვევაში ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხება და თბილისი-ფოთი რკინიგზაღა დარჩება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

მატრონა მოსკოველისა და სტალინის ამბავი საზღვრებს გასცდა - რას წერს BBC ხატთან დაკავშირებულ სკანდალზე

მატრონა მოსკოველისა და სტალინის ამბავი საზღვრებს გასცდა - რას წერს BBC ხატთან დაკავშირებულ სკანდალზე

წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის და სტალინის თემა გასცდა საზღვრებს და უცხოური მედიის ყურადღებაც მიიპყრო. ხატთან დაკავშირებით შექმნილ საკითხს არაერთი გამოცემა აშუქებს, მათ შორის არის Politoco, ასევე BBC.

  • "საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოითხოვა შეიცვალოს ხატი, სადაც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული და რომელიც სამების საკათედრო ტაძარში იყო ჩამოკიდებული.

ხატი ასახავს სცენებს წმინდა მატრონა მოსკოველის ცხოვრებიდან. მატრონა მოსკოველი მე-20 საუკუნეში ცხოვრობდა. ხატზე ერთ-ერთ სცენაში ის სტალინის გვერდითაა. საქართველოს საპატრიარქომ განაცხადა, რომ წმინდანისა და სტალინის შეხვედრის შესახებ "არასაკმარისი მტკიცებულება არსებობს და ამიტომ ცვლილების შეტანაა საჭირო", - წერს ბრიტანული BBC.

გამოცემა მკითხველს ასევე უყვება, რომ საპატრიარქო ხატის შემწირველებს მოუწოდებს, თავად განახორციელონ შესაბამისი ცვლილებები ხატზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თვითონაც შეუძლიათ ცვლილებების შეტანა.

  • BBC სტატიაში იმასაც დასძენს, რომ ხატის შემწირველი პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსია", პარტიაში კი აცხადებენ, რომ ხატი ტაძარს რამდენიმე თვის წინ აჩუქეს. თემა ახლახან გახდა აქტუალური, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიორგი კანდელაკმა ამცნო საზოგადოებას მის შესახებ.

კანდელაკის თქმით, ისტორიაში ყველაზე სასტიკი ადამიანის დადებითად წარმოჩენის მცდელობას ჰქონდა ადგილი. BBC წერს, რომ ამ კვირის დასაწყისში აქტივისტმა ნატა ფერაძემ, პროტესტის ნიშნად, ხატს საღებავი მიასხა. "ნატა ფერაძემ განაცხადა, რომ ის აპროტესტებს ტირანის განდიდებას", - წერს გამოცემა.

BBC მკითხველს უყვება, რომ სტალინს საქართველოში რთული მემკვიდრეობა აქვს. "ის 1878 წელს, ქალაქ გორში, იოსებ ჯუღაშვილის სახელით დაიბადა. მილიონობით ადამიანი დაიღუპა როდესაც სტალინმა დაამყარა “რკინის დიქტატურა“ და სახელმწიფო ტერორი "ხალხის მტრების" აღმოსაფხვრელად და კომუნისტური სახელმწიფოს ასაშენებლად", - აღნიშნულია სტატიაში.

წაიკითხეთ ასევე: