პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დებატებზე ნუ გაიქაჩება და "ეტიკტოკოს" ბუჩუკურს და ლილუაშვილს" - კობახიძე გახარიაზე
"დებატებზე ნუ გაიქაჩება და "ეტიკტოკოს" ბუჩუკურს და ლილუაშვილს" - კობახიძე გახარიაზე

ჩვენ არ გვაქვს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან კი­თხვე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ მოქ­მე­დებ­და 20 ივ­ნისს ნინო ლომ­ჯა­რი­ას კარ­ნა­ხით, რა­ტომ და­ა­ყე­ნა სპეც­რაზ­მი პარ­ლა­მენ­ტის ჭიშ­კრის წინ და არა ჭიშ­კრის უკან და შე­სა­ბა­მი­სად, რა­ტომ აქ­ცია ისი­ნი აგ­რე­სო­რე­ბის პირ­და­პირ სა­მიზ­ნედ, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შე­თა­ვა­ზე­ბას, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან დე­ბა­ტე­ბის გა­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბის აბ­სურ­დუ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის არაა, რომ 2-პრო­ცენ­ტი­ა­ნი პარ­ტი­ის ხელ­მო­ცა­რუ­ლი თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის წი­ნა­შე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს თავ­ხე­დუ­რად დე­ბა­ტებ­ში იწ­ვევს, აბ­სურ­დუ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ საქ­მე­ში ჩა­ხე­დულ კაცს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან კი­თხვაც კი არ აქვს არ­ცერთ თე­მა­ზე და­სას­მე­ლი.

"გა­ხა­რი­ამ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დე­ბა­ტებ­ში გა­მო­იწ­ვია. ამ 5-სი­ტყვი­ან ანეკ­დოტს სა­ერ­თოდ არ გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბო­დი, 2-პრო­ცენ­ტი­ა­ნი გა­ხა­რია „ნა­ცუ­რი“ თავ­ხე­დო­ბის ეტა­ლო­ნუ­რი მა­გა­ლი­თი რომ არ იყოს. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ჯერ მო­ვა­ლე­ებ­თან აქვს „დე­ბა­ტე­ბი“ გა­სა­მარ­თი, რომ­ლე­ბიც კრა­ხით დას­რუ­ლე­ბუ­ლი 2021 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მრავ­ლად დარ­ჩა, რო­გორც გა­დაგ­დე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის, ისე ყო­ფი­ლი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის სა­ხით. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბის აბ­სურ­დუ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის არაა, რომ 2-პრო­ცენ­ტი­ა­ნი პარ­ტი­ის კომ­პრო­მე­ტი­რე­ბუ­ლი და ხელ­მო­ცა­რუ­ლი თავ­მჯდო­მა­რე ქვეყ­ნის წი­ნა­შე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს თავ­ხე­დუ­რად დე­ბა­ტებ­ში იწ­ვევს. აბ­სურ­დუ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისაა, რომ საქ­მე­ში ჩა­ხე­დულ კაცს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან კი­თხვაც კი არ აქვს არ­ცერთ თე­მა­ზე და­სას­მე­ლი:

ჩვენ არ გვაქვს მას­თან არა­ვი­თა­რი კი­თხვა იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ შე­ვარ­და თვით­ნე­ბუ­რად “ბა­სი­ან­ში” და რა­ტომ შექ­მნა სრუ­ლი­ად ხე­ლოვ­ნუ­რად ახალ­გაზ­რდე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ის და­პი­რის­პი­რე­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი; რა­ტომ გვა­ტყუ­ებ­და, რომ “ბა­სი­ან­ში” შეჭ­რი­სას ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი უამ­რა­ვი ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ამო­ი­ღო და რა­ტომ და­ი­მა­ლა მე­ო­რე დღეს, რო­დე­საც ჩვე­ნი მო­თხოვ­ნით ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა წარ­მო­ედ­გი­ნა; რა­ტომ შე­უქ­მნეს მას სრუ­ლი კომ­ფორ­ტი აქ­ცი­ის “ევ­რო­ნაც­მა” და „ენ­ჯე­ოშ­ნიკ­მა“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა, რო­დე­საც მან თა­ვი­სი­ვე დარ­ბე­ულ ახალ­გაზ­რდებს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და და რა­ტომ არ და­უ­ში­ნეს მას ბოთ­ლე­ბი მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან გან­სხვა­ვე­ბით;

ჩვენ არ გვაქვს მას­თან კი­თხვე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ გა­მო­ა­ძე­ვე­ბი­ნა მეს­ტი­ა­ში ტყის და­სა­ცა­ვად ასუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებს; არც იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ აქ­ცია მძი­მე შე­უ­რა­ცხყო­ფის ობი­ექ­ტად პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში; რა­ტომ ახ­დენ­და სის­ტე­მა­ტუ­რად ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, რაც სა­ხელ­მწი­ფოს და­სუს­ტე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტია;

ჩვენ არ გვაქვს მას­თან კი­თხვე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ მოქ­მე­დებ­და 20 ივ­ნისს ნინო ლომ­ჯა­რი­ას კარ­ნა­ხით - რა­ტომ და­ა­ყე­ნა სპეც­რაზ­მი პარ­ლა­მენ­ტის ჭიშ­კრის წინ და არა ჭიშ­კრის უკან და შე­სა­ბა­მი­სად, რა­ტომ აქ­ცია ისი­ნი აგ­რე­სო­რე­ბის პირ­და­პირ სა­მიზ­ნედ; რა­ტომ არ გა­მო­ი­ყე­ნა წყლის ჭავ­ლი და რა­ტომ გას­ცა რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ბრძა­ნე­ბა;

ჩვენ არ გვაქვს მას­თან კი­თხვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ტომ ითხოვ­და აგ­რე­სი­უ­ლად პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის­გან მე­ლი­ას­თვის იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნას, რა­ტომ ჰპირ­დე­ბო­და მათ მის და­კა­ვე­ბას და შემ­დეგ ურ­ცხვად რა­ტომ თქვა უარი და­კა­ვე­ბა­ზე; რა­ტომ ითხოვ­და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ორი დღით გა­და­ვა­დე­ბას, რო­დე­საც დაგ­ვი­ა­ნე­ბა სპე­ცო­პე­რა­ცი­ას მხო­ლოდ გა­არ­თუ­ლებ­და, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­დას­ტურ­და კი­დეც; რა­ტომ ამ­ტკი­ცებ­და, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას სის­ხლისღვრა მოჰ­ყვე­ბო­და, რო­დე­საც ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა ეს ოპე­რა­ცია ერთ კვი­რა­ში ყო­ველ­გვა­რი სის­ხლი­სა და თმის ღე­რის ჩა­მო­ვარ­დნის გა­რე­შე ჩა­ა­ტა­რა;

ჩვენ არ გვაქვს მას­თან კი­თხვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რა­ტომ შექ­მნა ოთხ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კო­ა­ლი­ცია “ნაც­მოძ­რა­ო­ბას­თან” და რა­ტომ ჩაჰ­ყვა “ნა­ცი­ო­ნა­ლებს” პო­ლი­ტი­კურ სა­მა­რე­ში, რო­დე­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათ დამ­თავ­რე­ბას ჰპირ­დე­ბო­და.

არ­ცერ­თი ეს ფაქ­ტი არა­ვი­თარ კი­თხვა-პა­სუხს არ სა­ჭი­რო­ებს. ის, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რია მო­ღა­ლა­ტეა, არა თე­ო­რე­მა, არა­მედ აქ­სი­ო­მუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, დღეს სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რად უფრო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სუ­ვე­რე­ნუ­ლია, რაც იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ნის­ტრი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბებს აღარ იკა­ვე­ბენ.

შე­სა­ბა­მი­სად, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ვურ­ჩევთ, დე­ბა­ტებ­ზე დი­დად ნუ გა­ი­ქა­ჩე­ბა და ეტი­კტო­კოს ბუ­ჩუ­კურს და ლი­ლუ­აშ­ვილს, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბა­ნას თა­მა­შის უკა­ნას­კნელ თვე­ებს ით­ვლი­ან“, - წერს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახმე
0

აი ვინ ვინ და კობახიძემ არ უნდა ილაპარაკოს გახარიაზე! მე ვარ ნაცი და ბოლომდე ნაცად დავრჩები , ( აიო იტყვით ქოცები ნაცია და გახარიას იცავსო)! რაც შეეხება გახარიას თქვენი ნაქებია, თქვენი მოყვანილ გადაყვანილია, თქვენი სიამაყე იყო. დროზე მიხვდა ვისთან ქონდა საქმე ვეს!და წავიდა კი არა გადას კობახიძეს ურჩევნია სანამ გადასვავენ და მერე იტყვიან დაიღალა და თავის ნებით წავისდაო. წავიდეს, თუმცა მაგას შნო უნდა შ ნ ო! და ეს სადა აქვს მშიშარა გოგლიმოგლას!!!!

ეფრემ დ.
0

ნებისმიერის გამონათქვამის მაკრიტიკებელ კომენტარს უფრო უშვებენ, ვიდრე კობახიძისკენ მიმართულს; რატომ? ვინ დაგავალათ?

ავტორი:

"დებატებზე ნუ გაიქაჩება და "ეტიკტოკოს" ბუჩუკურს და ლილუაშვილს" - კობახიძე გახარიაზე

"დებატებზე ნუ გაიქაჩება და "ეტიკტოკოს" ბუჩუკურს და ლილუაშვილს" - კობახიძე გახარიაზე

ჩვენ არ გვაქვს გიორგი გახარიასთან კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ნინო ლომჯარიას კარნახით, რატომ დააყენა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის წინ და არა ჭიშკრის უკან და შესაბამისად, რატომ აქცია ისინი აგრესორების პირდაპირ სამიზნედ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შეთავაზებას, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დებატების გამართვასთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, გიორგი გახარიას განცხადების აბსურდულობის მთავარი მიზეზი ის არაა, რომ 2-პროცენტიანი პარტიის ხელმოცარული თავმჯდომარე ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანს თავხედურად დებატებში იწვევს, აბსურდულობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქმეში ჩახედულ კაცს გიორგი გახარიასთან კითხვაც კი არ აქვს არცერთ თემაზე დასასმელი.

"გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. ამ 5-სიტყვიან ანეკდოტს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, 2-პროცენტიანი გახარია „ნაცური“ თავხედობის ეტალონური მაგალითი რომ არ იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიორგი გახარიას ჯერ მოვალეებთან აქვს „დებატები“ გასამართი, რომლებიც კრახით დასრულებული 2021 წლის არჩევნების შემდეგ მრავლად დარჩა, როგორც გადაგდებული კომპანიების, ისე ყოფილი თანაპარტიელების სახით. გიორგი გახარიას განცხადების აბსურდულობის მთავარი მიზეზი ის არაა, რომ 2-პროცენტიანი პარტიის კომპრომეტირებული და ხელმოცარული თავმჯდომარე ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანს თავხედურად დებატებში იწვევს. აბსურდულობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქმეში ჩახედულ კაცს გიორგი გახარიასთან კითხვაც კი არ აქვს არცერთ თემაზე დასასმელი:

ჩვენ არ გვაქვს მასთან არავითარი კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ შევარდა თვითნებურად “ბასიანში” და რატომ შექმნა სრულიად ხელოვნურად ახალგაზრდებისა და პოლიციის დაპირისპირების პირველი პრეცედენტი; რატომ გვატყუებდა, რომ “ბასიანში” შეჭრისას ნარკოტიკების მოხმარების დამადასტურებელი უამრავი ვიდეომტკიცებულება ამოიღო და რატომ დაიმალა მეორე დღეს, როდესაც ჩვენი მოთხოვნით ეს მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა; რატომ შეუქმნეს მას სრული კომფორტი აქციის “ევრონაცმა” და „ენჯეოშნიკმა“ ორგანიზატორებმა, როდესაც მან თავისივე დარბეულ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა და რატომ არ დაუშინეს მას ბოთლები მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით;

ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ გამოაძევებინა მესტიაში ტყის დასაცავად ასული პოლიციელები ადგილობრივებს; არც იმის შესახებ, თუ რატომ აქცია მძიმე შეურაცხყოფის ობიექტად პოლიციელები პანკისის ხეობაში; რატომ ახდენდა სისტემატურად ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას, რაც სახელმწიფოს დასუსტების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია;

ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ნინო ლომჯარიას კარნახით - რატომ დააყენა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის წინ და არა ჭიშკრის უკან და შესაბამისად, რატომ აქცია ისინი აგრესორების პირდაპირ სამიზნედ; რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და რატომ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება;

ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითხოვდა აგრესიულად პარლამენტარებისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, რატომ ჰპირდებოდა მათ მის დაკავებას და შემდეგ ურცხვად რატომ თქვა უარი დაკავებაზე; რატომ ითხოვდა სპეცოპერაციის ორი დღით გადავადებას, როდესაც დაგვიანება სპეცოპერაციას მხოლოდ გაართულებდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც; რატომ ამტკიცებდა, რომ სპეცოპერაციას სისხლისღვრა მოჰყვებოდა, როდესაც ვახტანგ გომელაურმა ეს ოპერაცია ერთ კვირაში ყოველგვარი სისხლისა და თმის ღერის ჩამოვარდნის გარეშე ჩაატარა;

ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ შექმნა ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია “ნაცმოძრაობასთან” და რატომ ჩაჰყვა “ნაციონალებს” პოლიტიკურ სამარეში, როდესაც პრემიერ-მინისტრობის დროს საზოგადოებას მათ დამთავრებას ჰპირდებოდა.

არცერთი ეს ფაქტი არავითარ კითხვა-პასუხს არ საჭიროებს. ის, რომ გიორგი გახარია მოღალატეა, არა თეორემა, არამედ აქსიომური ჭეშმარიტებაა. მადლობა ღმერთს, დღეს საქართველო ბევრად უფრო დამოუკიდებელი და სუვერენულია, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ასეთი ადამიანები მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს აღარ იკავებენ.

შესაბამისად, გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.