ავტორი:

ამაზონის ჯუნგლებში აღმოჩენილი 2 500 წლის წინანდელი ქალაქი ისტორიას თავდაყირა აყენებს - რა დახვდათ მეცნიერებს მცენარეებით დაფარულ უზარმაზარ ტერიტორიაზე

ამაზონის ჯუნგლებში აღმოჩენილი 2 500 წლის წინანდელი ქალაქი ისტორიას თავდაყირა აყენებს - რა დახვდათ მეცნიერებს მცენარეებით დაფარულ უზარმაზარ ტერიტორიაზე

ამაზონში აღმოაჩინეს უძველესი ქალაქი, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში მცენარეებით იყო დაფარული. ეს სიახლე რადიკალურად ცვლის ისტორიას ადგილობრივი ადამიანების შესახებ.

"ეს ყველაზე ძველი ადგილია ამაზონზე, რაც კი აქამდე ვიცოდით. მოგვიწევს, შევცვალოთ ჩვენი ცოდნა კულტურასა და ცივილიზაციაზე“, - განაცხადა პროფესორმა სტივენ როსტეინმა, რომელიც აღნიშნულ კვლევას ხელმძღვანელობდა.

მისი თქმით, ამაზონის კულტურაზე მათი ცოდნა კიდევ ერთხელ შეიცვალა, რადგან აღმოჩენამ აჩვენა, რომ ადამიანები რთულ ურბანულ პირობებში ცხოვრობდნენ. არქეოლოგების მონაცემებით, ქალაქი დაახლოებით 2 500 წლის წინ აშენდა, ცივილიზაცია იქ დაახლოებით, 1000 წლის განმავლობაში იყო.

  • რთული სათქმელია, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა იქ ერთდროულად: მეცნიერთა მტკიცებით, ეს რიცხვი შესაძლოა 10 000-დან 100 000-მდე იყოს. სპეციალურმა ტექნოლოგიამ LiDAR-მა აღმოაჩინა 6000 მართკუთხა პლატფორმა, რომელთა ზომები დაახლოებით 20 მ და 10 მ იყო, ხოლო სიმაღლე 2-3 მეტრს შეადგენდა.

მეცნიერთა დასკვნით, ქალაქში ბევრი ნაგებობა იყო, ზოგი მათგანი საზეიმო მიზნებისთვისაც იყო განკუთვნილი. მათ ასევე დაადგინეს თხრილები ორივე მხარეს, რომლებიც, მათი აზრით იყო არხები, რომლებიც რეგიონში ხელს უხვი წყლის მართვას უწყობდნენ.

"წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აღმოაჩინეთ მაიას მსგავსი ცივილიზაცია, მაგრამ სრულიად განსხვავებული არქიტექტურითა და მიწათსარგებლობით“ - ამბობს კვლევის კიდევ ერთი მონაწილე პროფესორი.

მისი თქმით, საზოგადოებები აშკარად კარგად იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, რასაც დასახლებებს შორის გრძელი და ღრმა გზებიც მოწმობს. მეცნიერთა დასკვნით, სავარაუდოდ, ადგილობრივები ძირითადად სოფლის მეურნეობაზე იყვნენ ორიენტირებულნი. მათი საკვები კი უმეტესწილად სიმინდსა და ტკბილ კარტოფილს შეადგენდა. მკვლევარები გაჩერებას არ აპირებენ. მათი შემდეგი ნაბიჯია იმის გარკვევა, თუ რა მდებარეობდა აღმოჩენილი ქალაქის მომიჯნავედ 300 კვადრატულ კილომეტრზე, რადგან ეს ტერიტორია გამოკვლეული ჯერ არ არის...წყარო

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი