საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი განმარტებისთვის უწყებაში დაიბარა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, დანიელ დიპლომატს მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ამ წუთებში ხვდება.
ოფიციალური თბილისი დანიის ელჩისგან განმარტებას მის მიერ დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ წერილთან დაკავშირებით ითხოვს, რომელშიც დიპლომატი ბიძინა ივანიშვილს უწოდებს ოლიგარქს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.
ასევე იხილეთ:
თვითონ იძახის ბორია ოლიგარქი ვარო და დანია რა შუაშია?
დანიამ პრინცი ჰამლეტი მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ამ ფაქტს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ.