პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“ - საპატრიარქო მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“ - საპატრიარქო მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო მი­მარ­თავს წმინ­და მატ­რო­ნას ხა­ტის შე­მომ­წირ­ვე­ლებს, ხატ­ში სა­თა­ნა­დო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნონ, ან ამას თა­ვად სა­პატ­რი­არ­ქო გა­ა­კე­თებს. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მია, რომ ვი­ნა­ი­დან სტა­ლი­ნის შეხ­ვედ­რა წმ. მატ­რო­ნას­თან, არა­საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო, არ არის შე­ტა­ნი­ლი მისი ცხოვ­რე­ბის კა­ნო­ნი­კურ ტექ­სტში, არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის მიერ, რო­მელ­მაც იგი წმინ­და­ნად შე­რა­ცხა და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვაც ჩა­ა­ტა­რა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი ეპი­ზო­დის შეც­ვლა და ხატ­წე­რის კა­ნო­ნი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა დე­ტა­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც.

"წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დას­ვე­ნე­ბულ წმინ­და მატ­რო­ნას ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ერთ-ერთი ეპი­ზო­დის გამო, ბოლო დღე­ებ­ში ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი სა­უბ­რე­ბი და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი არ ცხრე­ბა, რა­საც ერ­თგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხეც მი­ე­ცა. ამას­თან, ხატი ყოვ­ლად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბის ობი­ექ­ტი გახ­და და და­ძა­ბუ­ლო­ბა­მაც კი­დევ უფრო იმა­ტა. ვრცელ­დე­ბა სხვა არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბიც, რის გა­მოც გან­ვმარ­ტავთ შემ­დეგს:

სა­ერ­თოდ, ხატ­ზე, ხატ­წე­რის კა­ნო­ნი­კუ­რი წე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა და­ხა­ტუ­ლი იყოს არა მხო­ლოდ წმინ­და­ნი, არა­მედ წმინ­და­ნის ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი პი­როვ­ნე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, მათ შო­რის, ხე­ლი­სუ­ფალ­ნიც და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბიც, მწვა­ლებ­ლე­ბიც და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის მდევ­ნელ­ნიც, თვით წმინ­და­ნის მწა­მე­ბელ­ნიც კი; თუმ­ცა ეს სა­ერ­თოდ არ ნიშ­ნავს, რომ ხატი ამ პი­რებს გა­ნა­დი­დებს ან რა­ი­მე ღირ­სე­ბას გა­ნუ­კუთ­ვნებს, არა­მედ ასე­თი დე­ტა­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს წმინ­დან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უტყუ­ა­რი ფაქ­ტე­ბის ასახ­ვას.

ვი­ნა­ი­დან ი. სტა­ლი­ნის შეხ­ვედ­რა წმ. მატ­რო­ნას­თან, არა­საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო, არ არის შე­ტა­ნი­ლი მისი ცხოვ­რე­ბის კა­ნო­ნი­კურ ტექ­სტში, არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის მიერ, რო­მელ­მაც იგი წმინ­და­ნად შე­რა­ცხა და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვაც ჩა­ა­ტა­რა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი ეპი­ზო­დის შეც­ვლა და ხატ­წე­რის კა­ნო­ნი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა დე­ტა­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც.

მივ­მარ­თავთ შე­მომ­წირ­ველთ, თვი­თონ შე­ი­ტა­ნონ სა­თა­ნა­დო ცვლი­ლე­ბე­ბი ხატ­ში, ან ამას ჩვენ გა­ვა­კე­თებთ“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 94 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
1

1.ი. სტა­ლი­ნის შეხ­ვედ­რა წმ. მატ­რო­ნას­თან,? 

2.წმ. გიორგი და გველეშაპი?!

და ასევე საკათედრო ტაძარში ხატი დააბრძანეთ თუ სურათი დაკიდეთ.? რაზე ლოცულობს მორწმუნე ქართველი?

თუ ეს განცხადევა "ფერიძეების" დასაცავად გააკეთეთ, მას შენდობა არ უთხოვია. ვთქვათ ხატი არა ტაძრის ქონევა გაანადგურა, პრეტენზია არ გაქვთ?

W
0

სტალინია თუ რომანა გოცირიძე))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“ - საპატრიარქო მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“ - საპატრიარქო მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაშია ნათქვამია, რომ ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.

"წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს:

საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.

ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.

მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“,- აღნიშნულია განცხადებაში.