სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, "ოცნებაში“ რაღაც ძალამ მოინდომა ძალაუფლების ხელში აღება...  აპრილის ჩათვლით უნდა მოხდეს "ვიღაცის თავების გაგორება... პარტიას 2 ძლიერი ჯგუფი ჰყავს: კობახიძის და კალაძის“ - ზაქარეიშვილი
"ვფიქრობ, "ოცნებაში“ რაღაც ძალამ მოინდომა ძალაუფლების ხელში აღება...  აპრილის ჩათვლით უნდა მოხდეს "ვიღაცის თავების გაგორება... პარტიას 2 ძლიერი ჯგუფი ჰყავს: კობახიძის და კალაძის“ - ზაქარეიშვილი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არის დღეს სა­ხე­ლი, ლე­ნი­ნის სუ­რა­თია კე­დელ­ზე, მუშა ფუტკრე­ბი არი­ან კო­ბა­ხი­ძე-კა­ლა­ძის ხალ­ხი. აშ­კა­რად რთუ­ლი იყო ვი­თა­რე­ბა, რომ მას მო­უ­წია არამ­ხო­ლოდ დაბ­რუ­ნე­ბა, არა­მედ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი დაბ­რუ­ნე­ბა - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ში“ კრი­ზი­სია და შე­საძ­ლოა, ის ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზეც წა­ვი­დეს, იმი­ტომ, რომ გა­ა­შე­შოს ოპო­ზი­ცია და არ მის­ცეს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და გა­დაჯ­გუ­ფე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

"ღრმად მწამს, რომ ივა­ნიშ­ვილს აწყობ­და ის, სა­დაც იყო, ჩრდილ­ში და იქი­დან მარ­თავ­და სი­ტუ­ა­ცი­ას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეც­ნო­ბო­და სი­ტუ­ა­ცი­ას. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ჩარ­თუ­ლი იყო ანა­ლიზ­ში, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, პრე­სა­საც კი­თხუ­ლობ­და, ტე­ლე­ვი­ზორ­საც უყუ­რებ­და, მაგ­რამ ჩარ­თუ­ლი არ იყო პო­ლი­ტი­კა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად და ეს აწყობ­და. ახა­ლი წლის დღე­ებ­ში იმი­ტომ დაბ­რუნ­და, რომ ხმა­უ­რი ნაკ­ლე­ბად გა­მოწ­ვე­უ­ლი­ყო, გა­წო­ვი­ლი­ყო ახა­ლი წლი­სა და შო­ბის დღე­ებ­ში. ამა­ში გარ­კვე­უ­ლი ტაქ­ტი­კუ­რი ნა­ხა­ზი ჩანს. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა მოხ­და შემ­დეგ. შემ­დეგ მოხ­და ის, რომ მან მო­ი­პო­ვა უფ­ლე­ბა, სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ წა­რუდ­გი­ნოს პარ­ტი­ას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტუ­რა. აქ გა­მოჩ­ნდა რამ­დე­ნად ღრმა კრი­ზი­სია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“. ამით "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აჩ­ვე­ნა, რომ მათ დე­მოკ­რა­ტია სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ. არც პარ­ტია აინ­ტე­რე­სებთ, არც ყრი­ლო­ბა, არც პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო, მთა­ვა­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცია. რო­გორც ჩანს, შიგ­ნით, პარ­ტი­ა­ში, არ­სე­ბობს რა­ღაც ძალა, ახალ­გაზ­რდუ­ლი ძალა, რო­მე­ლიც ხე­დავს, რომ შე­იძ­ლე­ბა მათ ჰქო­ნო­დათ უფ­ლე­ბა ან შე­საძ­ლებ­ლო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტი წა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. სწო­რედ აქ ჩა­კე­ტა კა­რე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. მას არ უნდა პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა, მაგ­რამ იმ­დე­ნად უნდა მარ­თვა, რომ აქე­დან გა­მოს­ვლა არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით მო­ა­ხერ­ხეს. მათ ფეხ­ქვეშ გა­თე­ლეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, შიდა პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტია. მაგ­რამ, ჯან­და­ბას, ში­და­პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტია, ბევრ პარ­ტი­ა­შია ასე, მაგ­რამ ისი­ნი აპი­რე­ბენ ქვე­ყა­ნა მარ­თონ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უნ­დათ რომ შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით.

ტემ­პე­რა­ტუ­რამ ისე აი­წია, რომ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მი­დის შიგ­ნით. როცა ადა­მი­ანს მა­ღა­ლი სი­ცხე აქვს და არ იცის რა­ტომ, რო­გორც წესი, ორ­გა­ნიზ­მში რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით შე­მო­ვი­და ივა­ნიშ­ვი­ლი და აშ­კა­რად ჩანს, რომ რა­ღაც ძა­ლამ მო­ინ­დო­მა ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში აღე­ბა. თუ ჩემი ჰი­პო­თე­ზა არის სი­მარ­თლე, აპ­რი­ლის ჩათ­ვლით უნდა მოხ­დეს "ვი­ღა­ცის თა­ვე­ბის გა­გო­რე­ბა“. აშ­კა­რად რთუ­ლი იყო ვი­თა­რე­ბა, რომ მას მო­უ­წია არამ­ხო­ლოდ დაბ­რუ­ნე­ბა, არა­მედ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი დაბ­რუ­ნე­ბა. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის იმ­დე­ნად ღრმად დარ­ღვე­ვა, რომ ეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს ევ­რო­პა­ში სვლა­საც. მგო­ნი, რომ რა­ღაც გა­და­ად­გი­ლე­ბა მოხ­დე­ბა. იმა­საც არ გა­მოვ­რი­ცხავ, ისეთ ღრმა კრი­ზის­ში აღ­მოჩ­ნდეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რომ ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზეც წა­ვი­დეს. იმი­ტომ, რომ გა­ა­შე­შოს ოპო­ზი­ცია და არ მის­ცეს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და გა­დაჯ­გუ­ფე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამ ფონ­ზე, პირ­ველს მა­ინც ვე­ლო­დე­ბი მე, რომ მოხ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის ჩა­მო­ცი­ლე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლი­დან.

დღეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ორი ძლი­ე­რი ჯგუ­ფი ჰყავს: კო­ბა­ხი­ძის და კა­ლა­ძის ჯგუ­ფი. ამ ორი ძა­ლის გარ­და, მე­სა­მეს ვერ ვხე­დავ. მგო­ნია, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არის მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის ადა­მი­ა­ნი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ვი­ღა­ცამ მო­ინ­დო­მა და­ერ­ტყა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის. ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ინ­დო­მა და­ეც­ვა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. ან მის და­სა­ცა­ვად, ან მისი მო­თხოვ­ნით დაბ­რუნ­და, ჩემი აზ­რით, ივა­ნიშ­ვი­ლი. ივა­ნიშ­ვი­ლი არის დღეს სა­ხე­ლი, ლე­ნი­ნის სუ­რა­თია კე­დელ­ზე, მუშა ფუტკრე­ბი არი­ან კო­ბა­ხი­ძე-კა­ლა­ძის ხალ­ხი. მუ­შა­ო­ბენ სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში. ისი­ნი ქმნი­ან ამინდს ად­გი­ლებ­ზე, ამი­ტომ აქვთ ამ­ბი­ცია. ფიქ­რო­ბენ: როცა ივა­ნიშ­ვი­ლი წავა, ჩვენ რა?!

ოპო­ზი­ცი­ას ვურ­ჩევ, რომ, პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­დაჯ­გუფ­დნენ და გამ­სხვილ­დნენ, და­ა­ნე­ბონ ერ­თმა­ნე­თის კრი­ტი­კას თავი. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უნდა მიხ­ვდეს, რომ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ხმე­ბი აქვთ და მე­ლი­ას კრი­ტი­კას და­ა­ნე­ბონ თავი. რაც არ უნდა მე­ლი­ამ მას ხმე­ბი წა­არ­თვას, საკ­მა­რი­სი ხმე­ბი ექ­ნე­ბათ. სა­მა­გი­ე­როდ, მე­ლი­ამ შე­იძ­ლე­ბა ხორ­ცი შე­ის­ხას და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გუ­ლაყ­რი­ლი ხალ­ხი მო­იმხროს, 5% გა­და­ვი­დეს. მე­სა­მე ძა­ლამ, ვინც რჩე­ბა, და­ა­ნე­ბოს კრი­ტი­კას თავი, მხო­ლოდ ლა­პა­რაკს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ცუ­დია, არ ჭრის ეს. რაც არ უნდა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ცუდი იყოს, შენ უა­რე­სი ხარ. ამი­ტომ აჩ­ვე­ნონ უნდა ამომ­რჩე­ველს რით არი­ან უკე­თე­სე­ბი. ის, რომ მარ­ტო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის "რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა“, ყვე­ლას გვეს­მის და მუ­შა­ობს რუ­სუ­ლად, მაგ­რამ შენ რას აკე­თებ, როცა ხარ ქარ­თუ­ლი რა­ღაც? მარ­ტო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და მარ­ტო ლან­ძღვა საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა. შან­სი გვაქვს, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, 4-5 პარ­ტია შე­ვი­დეს, უა­რე­სი 2-3. ამი­ტომ ისე­თი 5 პარ­ტია უნდა შე­ვი­დეს, შე­იძ­ლე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბის მთავ­რო­ბა შე­იქ­მნას. ამის შან­სე­ბი გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადვილი
2

შესაძლებელია ბორიას თავი გაგორდეს

@
3

ბევრ დროს უქმად ვხარჯავთ ამათ ანალიტიკურ გაპრავებში: რატომ რისთვის და ასე შემდეგ!!!!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ვფიქრობ, "ოცნებაში“ რაღაც ძალამ მოინდომა ძალაუფლების ხელში აღება...  აპრილის ჩათვლით უნდა მოხდეს "ვიღაცის თავების გაგორება... პარტიას 2 ძლიერი ჯგუფი ჰყავს: კობახიძის და კალაძის“ - ზაქარეიშვილი

"ვფიქრობ, "ოცნებაში“ რაღაც ძალამ მოინდომა ძალაუფლების ხელში აღება...  აპრილის ჩათვლით უნდა მოხდეს "ვიღაცის თავების გაგორება... პარტიას 2 ძლიერი ჯგუფი ჰყავს: კობახიძის და კალაძის“ - ზაქარეიშვილი

ბიძინა ივანიშვილი არის დღეს სახელი, ლენინის სურათია კედელზე, მუშა ფუტკრები არიან კობახიძე-კალაძის ხალხი. აშკარად რთული იყო ვითარება, რომ მას მოუწია არამხოლოდ დაბრუნება, არამედ ინსტიტუციური დაბრუნება - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა, "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნებაში“ კრიზისია და შესაძლოა, ის ვადამდელ არჩევნებზეც წავიდეს, იმიტომ, რომ გააშეშოს ოპოზიცია და არ მისცეს ჩამოყალიბებისა და გადაჯგუფების საშუალება.

"ღრმად მწამს, რომ ივანიშვილს აწყობდა ის, სადაც იყო, ჩრდილში და იქიდან მართავდა სიტუაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ეცნობოდა სიტუაციას. ეჭვი არ მეპარება, რომ ყოველდღიურად ჩართული იყო ანალიზში, რა ხდება ქვეყანაში, პრესასაც კითხულობდა, ტელევიზორსაც უყურებდა, მაგრამ ჩართული არ იყო პოლიტიკაში ყოველდღიურად და ეს აწყობდა. ახალი წლის დღეებში იმიტომ დაბრუნდა, რომ ხმაური ნაკლებად გამოწვეულიყო, გაწოვილიყო ახალი წლისა და შობის დღეებში. ამაში გარკვეული ტაქტიკური ნახაზი ჩანს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა მოხდა შემდეგ. შემდეგ მოხდა ის, რომ მან მოიპოვა უფლება, საპატიო თავმჯდომარემ წარუდგინოს პარტიას პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. აქ გამოჩნდა რამდენად ღრმა კრიზისია "ქართულ ოცნებაში“. ამით "ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, რომ მათ დემოკრატია საერთოდ არ აინტერესებთ. არც პარტია აინტერესებთ, არც ყრილობა, არც პოლიტიკური საბჭო, მთავარია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. როგორც ჩანს, შიგნით, პარტიაში, არსებობს რაღაც ძალა, ახალგაზრდული ძალა, რომელიც ხედავს, რომ შეიძლება მათ ჰქონოდათ უფლება ან შესაძლებლობა პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატი წამოეყენებინათ. სწორედ აქ ჩაკეტა კარები ბიძინა ივანიშვილმა. მას არ უნდა პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ იმდენად უნდა მართვა, რომ აქედან გამოსვლა არადემოკრატიული გზით მოახერხეს. მათ ფეხქვეშ გათელეს, ფაქტობრივად, შიდა პარტიული დემოკრატია. მაგრამ, ჯანდაბას, შიდაპარტიული დემოკრატია, ბევრ პარტიაშია ასე, მაგრამ ისინი აპირებენ ქვეყანა მართონ. პრემიერ-მინისტრი უნდათ რომ შემოგვთავაზონ არადემოკრატიული გზით.

ტემპერატურამ ისე აიწია, რომ რაღაც სერიოზული მოვლენები მიდის შიგნით. როცა ადამიანს მაღალი სიცხე აქვს და არ იცის რატომ, როგორც წესი, ორგანიზმში რაღაცები ხდება. ძალიან მაღალი ტემპერატურით შემოვიდა ივანიშვილი და აშკარად ჩანს, რომ რაღაც ძალამ მოინდომა ძალაუფლების ხელში აღება. თუ ჩემი ჰიპოთეზა არის სიმართლე, აპრილის ჩათვლით უნდა მოხდეს "ვიღაცის თავების გაგორება“. აშკარად რთული იყო ვითარება, რომ მას მოუწია არამხოლოდ დაბრუნება, არამედ ინსტიტუციური დაბრუნება. დემოკრატიული პრინციპების იმდენად ღრმად დარღვევა, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ევროპაში სვლასაც. მგონი, რომ რაღაც გადაადგილება მოხდება. იმასაც არ გამოვრიცხავ, ისეთ ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს "ქართული ოცნება“, რომ ვადამდელ არჩევნებზეც წავიდეს. იმიტომ, რომ გააშეშოს ოპოზიცია და არ მისცეს ჩამოყალიბებისა და გადაჯგუფების საშუალება. ამ ფონზე, პირველს მაინც ველოდები მე, რომ მოხდება გარკვეული ჯგუფების ჩამოცილება ცენტრალური მაგისტრალიდან.

დღეს "ქართულ ოცნებას“ ორი ძლიერი ჯგუფი ჰყავს: კობახიძის და კალაძის ჯგუფი. ამ ორი ძალის გარდა, მესამეს ვერ ვხედავ. მგონია, რომ ღარიბაშვილი არის მკაფიოდ გამოხატული ივანიშვილის ადამიანი. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ მოინდომა დაერტყა ღარიბაშვილისთვის. ივანიშვილმა მოინდომა დაეცვა ღარიბაშვილი. ან მის დასაცავად, ან მისი მოთხოვნით დაბრუნდა, ჩემი აზრით, ივანიშვილი. ივანიშვილი არის დღეს სახელი, ლენინის სურათია კედელზე, მუშა ფუტკრები არიან კობახიძე-კალაძის ხალხი. მუშაობენ სხვადასხვა რეგიონებში. ისინი ქმნიან ამინდს ადგილებზე, ამიტომ აქვთ ამბიცია. ფიქრობენ: როცა ივანიშვილი წავა, ჩვენ რა?!

ოპოზიციას ვურჩევ, რომ, პირველ რიგში, უნდა გადაჯგუფდნენ და გამსხვილდნენ, დაანებონ ერთმანეთის კრიტიკას თავი. "ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მიხვდეს, რომ გარანტირებული ხმები აქვთ და მელიას კრიტიკას დაანებონ თავი. რაც არ უნდა მელიამ მას ხმები წაართვას, საკმარისი ხმები ექნებათ. სამაგიეროდ, მელიამ შეიძლება ხორცი შეისხას და "ნაციონალური მოძრაობის“ გულაყრილი ხალხი მოიმხროს, 5% გადავიდეს. მესამე ძალამ, ვინც რჩება, დაანებოს კრიტიკას თავი, მხოლოდ ლაპარაკს, რომ "ქართული ოცნება“ ცუდია, არ ჭრის ეს. რაც არ უნდა "ქართული ოცნება“ ცუდი იყოს, შენ უარესი ხარ. ამიტომ აჩვენონ უნდა ამომრჩეველს რით არიან უკეთესები. ის, რომ მარტო "ქართული ოცნება“ არის "რუსული ოცნება“, ყველას გვესმის და მუშაობს რუსულად, მაგრამ შენ რას აკეთებ, როცა ხარ ქართული რაღაც? მარტო გაერთიანება და მარტო ლანძღვა საკმარისი არ იქნება. შანსი გვაქვს, უკეთეს შემთხვევაში, 4-5 პარტია შევიდეს, უარესი 2-3. ამიტომ ისეთი 5 პარტია უნდა შევიდეს, შეიძლება უმცირესობის მთავრობა შეიქმნას. ამის შანსები გვაქვს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.