პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მოციგურავეების მეტელკინა-ბერულავას ულამაზესი გამოსვლა - ისინი მოკლე პროგრამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ლიდერები არიან (ვიდეო)
ქართველი მოციგურავეების მეტელკინა-ბერულავას ულამაზესი გამოსვლა - ისინი მოკლე პროგრამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ლიდერები არიან (ვიდეო)

10-დან 14 იან­ვრის ჩათ­ვლით ლი­ე­ტუ­ვას ქა­ლაქ კა­უ­ნას­ში იმარ­თე­ბა 2024 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში. ას­პა­რე­ზო­ბის პირ­ველ დღეს ყი­ნულ­ზე გა­ვიდ­ნენ სპორ­ტუ­ლი წყვი­ლე­ბი და ვა­ჟე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის სპორ­ტუ­ლი წყვი­ლი ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნა-ლუკა ბე­რუ­ლა­ვა შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ვიდ­ნენ და მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ 71,30 ქუ­ლით პირ­ველ ად­გილ­ზე არი­ან. ისი­ნი ლი­დე­რო­ბენ 13 ქვეყ­ნის 18 სპორ­ტულ წყვილს შო­რის. ანას­ტა­სია და ლუ­კას­თვის ევ­რო­პის ეს ჩემ­პი­ო­ნა­ტი სა­დე­ბი­უ­ტო იყო უფ­რო­სი ასა­კის კა­ტე­გო­რი­ა­ში ერ­თობ­ლი­ვი გა­მოს­ვლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ფი­გუ­რუ­ლი ცი­გუ­რა­ო­ბის ის­ტო­რი­ა­შიც პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, როცა წყვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ პირ­ველ პო­ზი­ცი­ა­ზეა ისე­თი რან­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ზე, რო­გო­რიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტია. ამას­თა­ნა­ვე, ჩვე­ნი წყვი­ლი 2023 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნებს, იტა­ლი­ელ სპორ­ტსმე­ნებს, სარა კონ­ტი­სა და ნი­კო­ლა მა­ჩის 10 ქუ­ლით უს­წრებს თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მის წინ. ტექ­ნი­კუ­რად უშეც­დო­მოდ, და­მა­ჯე­რებ­ლად, ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლად და კომ­პო­ზი­ცი­უ­რად სრულ­ყო­ფი­ლი მოკ­ლე პროგ­რა­მის წარ­მოდ­გე­ნის შემ­დეგ ანას­ტა­სია მე­ტელ­კი­ნა­სა და ლუკა ბე­რუ­ლა­ვას წყვი­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იკა­ვებს პირ­ველ პო­ზი­ცი­ას, რი­თიც სე­რი­ო­ზულ გა­ნა­ცხადს აკე­თებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სინ­ჯის მედ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.

სპორ­ტუ­ლი წყვი­ლე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მიტ გა­მოს­ვლა დღეს, 11 იან­ვარს. 21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

მოკ­ლე პროგ­რა­მე­ბით იას­პა­რე­ზეს მა­მა­კა­ცებ­მაც. 25 ქვეყ­ნის 32 სპორ­ტსმენს შო­რის მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ ქარ­თვე­ლი მო­ცი­გუ­რა­ვე ნიკა ეგა­ძე 77.00 ქუ­ლით ჯერ­ჯე­რო­ბით მე- 10 ად­გილ­ზეა. თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა გა­ი­მარ­თე­ბა 12 იან­ვარს.

დღეს ყი­ნულ­ზე ასე­ვე გავ­ლენ ქალ­თა კა­ტე­გო­რი­ის მო­ცი­გუ­რა­ვე­ე­ბი, ისი­ნი წა­რად­გე­ნენ მოკ­ლე პროგ­რა­მას. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით იას­პა­რე­ზებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შარ­შან­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს 2023 წლის სა­უ­კე­თე­სო ქალი სპორ­ტსმე­ნი ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ER
0

ბრავოო, წარმატებები👏👏

სოხუმელი ვეტერანი
2

გენაცვალეთ თქვენ! წარმატებები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ქართველი მოციგურავეების მეტელკინა-ბერულავას ულამაზესი გამოსვლა - ისინი მოკლე პროგრამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ლიდერები არიან (ვიდეო)

ქართველი მოციგურავეების მეტელკინა-ბერულავას ულამაზესი გამოსვლა - ისინი მოკლე პროგრამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ლიდერები არიან (ვიდეო)

10-დან 14 იანვრის ჩათვლით ლიეტუვას ქალაქ კაუნასში იმართება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ასპარეზობის პირველ დღეს ყინულზე გავიდნენ სპორტული წყვილები და ვაჟები.

საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავა შთამბეჭდავად გამოვიდნენ და მოკლე პროგრამის შემდეგ 71,30 ქულით პირველ ადგილზე არიან. ისინი ლიდერობენ 13 ქვეყნის 18 სპორტულ წყვილს შორის. ანასტასია და ლუკასთვის ევროპის ეს ჩემპიონატი სადებიუტო იყო უფროსი ასაკის კატეგორიაში ერთობლივი გამოსვლების ისტორიაში. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაშიც პირველი შემთხვევაა, როცა წყვილი საქართველოდან მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ პოზიციაზეა ისეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. ამასთანავე, ჩვენი წყვილი 2023 წლის ევროპის ჩემპიონებს, იტალიელ სპორტსმენებს, სარა კონტისა და ნიკოლა მაჩის 10 ქულით უსწრებს თავისუფალი პროგრამის წინ. ტექნიკურად უშეცდომოდ, დამაჯერებლად, ქორეოგრაფიულად და კომპოზიციურად სრულყოფილი მოკლე პროგრამის წარმოდგენის შემდეგ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი დამსახურებულად იკავებს პირველ პოზიციას, რითიც სერიოზულ განაცხადს აკეთებს ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.

სპორტული წყვილების თავისუფალი პროგრამიტ გამოსვლა დღეს, 11 იანვარს. 21:00 საათზე დაიწყება.

მოკლე პროგრამებით იასპარეზეს მამაკაცებმაც. 25 ქვეყნის 32 სპორტსმენს შორის მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე 77.00 ქულით ჯერჯერობით მე- 10 ადგილზეა. თავისუფალი პროგრამა გაიმართება 12 იანვარს.

დღეს ყინულზე ასევე გავლენ ქალთა კატეგორიის მოციგურავეები, ისინი წარადგენენ მოკლე პროგრამას. საქართველოს სახელით იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატის შარშანდელი გამარჯვებული და საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა.